პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება — როგორ
შეიმუშავეს პირის ღრუს ტესტი, რომელიც გვეუბნება, თუ როდის მოვკვდებით.
მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა იმის დასადგენად, თუ როდის შეიძლება მოკვდეთ.
საუბარია ბიოლოგიური ასაკის გაშიფვრაზე — CheekAge-ზე, რომელიც კომპანია Tally Health-ის მიერ არის შემუშავებული. ეს არის ე.წ. "ეპიგენეტიკური საათის" ტექნოლოგიის გაცილებით ნაკლებად ინვაზიური ვერსია. მას მეცნიერები იმის გასაგებად იყენებენ, თუ რამდენად სწრაფად ბერდება ადამიანი.
როგორც წესი, დაბერების ტემპს განსაზღვრავს როგორც გენეტიკური ფაქტორები, ისე ცხოვრების სტილი. რასის, ეპიგენეტიკური ფაქტორებისა და გარემო ფაქტორებიდან მეცნიერებს დიდი სიზუსტით შეუძლიათ განსაზღვრონ ის, თუ რა ტემპით დავბერდებით.
მარტივად რომ ვთქვათ: მეცნიერებს შეუძლიათ გვითხრან, როდის მოვკვდებით. წარსულში ეს პროცესი მოიცავდა სისხლის ქსოვილის ნიმუშების აღებას ან სხვა კომპლექსურ კვლევებს.
ნაკლებად ინვაზიური გადაწყვეტის ძიებისას, ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანიის მკვლევრებმა არა მხოლოდ ახალი მეთოდოლოგია გამოიგონეს, არამედ მის წარმოებაში ჩაშვებასაც აპირებენ.
Tally Health-ის მკვლევრებმა დროთა განმავლობაში საკმარისი ბიომარკერები დაამუშავეს, რათა საკუთარი ეპიგენეტიკური საათის კრიტერიუმები შეემუშავებინათ.
ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Frontiers in Aging-ში გამოქვეყნდა, Tally-ის ექსპერტებმა განმარტეს, რომ შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელსაც დნმ-ის მეთილიერება შეუძლია. ტექნოლოგია ამას ლოყის ნაცხის გააანალიზებით ახერხებს. სწორედ ასეა შესაძლებელი იმის დადგენა, თუ რამდენად ადრე ბერდება ადამიანი.
"ამ მარტივი მეთოდით (პირის ღრუს ტესტით) ყველას შეეძლება საკუთარი დაბერების ბიოლოგიის შესწავლა", — აღნიშნულია კვლევაში.
მკვლევრების თქმით, პირის ღრუს ნაცხი დაახლოებით 250 დოლარი ეღირება.
კომენტარები