მიაუ, მიაუ, მიაუ — რატომ კნავიან ფანები ბილი აილიშის კონცერტებზე (ვიდეო)
მიაუ, მიაუ, მიაუ. მიაუ? მიაუ მიაუ! ვერ გაიგე? რას ვიზამთ, ყველა ბილი აილიშის ფანი როდია...
ფოტო: Emma McIntyre / Getty Images; Vecteezy
ბილი აილიშისთვის ალბათ სულ არაა უცნაური ის ამბავი, როცა კონცერტზე მის სიმღერას ათიათასობით ადამიანი ჰყვება. თუმცა, აყოლაცაა და აყოლაც — როცა სენტიმენტალურ მელოდიაზე გარშემო ყურთასმენისწამღები კნავილი იწყება, ძნელია, სიცილი (ან ტირილი) შეიკავო.
ტიკტოკს თუ აქტიურად ადევნებ თვალს, ბოლო პერიოდში უთუოდ შეგხვდებოდა აილიშის კონცერტებზე გადაღებული ვიდეოები, სადაც ისმის, როგორ მღერიან ფანები პოპვარსკვლავის ოსკაროსან ჰიტს What Was I Made For? კატის ხმით. საქმე ისაა, რომ სიმღერა, რომელიც გრეტა გერვიგის ბარბის საუნდტრეკია, ინტერნეტში კატის "ქავერ ვერსიად" აქციეს. უსასრულო მიაუებად ქცეული სიმღერა, რომელსაც ტრენდის შესაბამისად სევდიანი ფისოების ნახატებსაც ურთავენ, სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო და პოპულარულ "საუნდად" იქცა — მისი გამოყენებით შექმნილი ვიდეოების რაოდენობა ტიკტოკზე უკვე მილიონს აჭარბებს!
ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ ტრენდულმა კნავილმა ტიკტოკიდან რეალობაში გადაინაცვლა და ბილი აილიშის კონცერტებზე გაისმა. ამის ამსახველ ერთ-ერთ ვიდეოს პლატფორმაზე 36 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ეს ყველაფერი კი ბევრისთვის სახალისო ჩანს, მაგრამ ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა კონცერტზე დამსწრეები გააკრიტიკა; ზოგიერთმა ეს შემსრულებლისადმი უპატივცემულობის გამოხატვად მიიჩნია, ზოგიც, როგორც ჯენზი იტყოდა, "დაიქრინჯა".
"ამის ტიკტოკზე ყურება კია სახალისო, მაგრამ კონცერტის ბილეთში რომ $200-ზე მეტი გადამეხადა და კნავილისთვის მესმინა, ძალიან გავბრაზდებოდი", — წერს ერთ-ერთი ტიკტოკმომხმარებელი კომენტარებში.
ფანების ნაწილი ამ ამბავმა ალბათ იმიტომაც გააღიზიანა, რომ What Was I Made For? სევდიანი, ღრმა მნიშვნელობის მქონე სიმღერაა. ერთი მხრივ, ის თავად ბილის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიყვება: თავდაჯერებულობის ნაკლებობაზე, მიზნის ძიებასა და "დაკარგულობის" განცდაზე, მეორე მხრივ კი, ფილმის შინაარსს ეხმაურება და რეალურ სამყაროში მოხვედრილი ბარბის განცდებს გადმოსცემს.
2023 წლის ზაფხულში გამოსულმა ამ სიმღერამ კომერციულ წარმატებასთან ერთად კრიტიკოსების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა. კომპოზიცია რამდენიმე ქვეყნის ჩარტების სათავეში აღმოჩნდა და გახდა გრემის ხუთგზის ნომინანტი, მოიგო ოქროს გლობუსი და ოსკარი.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები