შონდა რაიმსი Netflix-ში გადავიდა - რა ბედი ეწევა გრეის ანატომიასა და მის სხვა სერიალებს
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შონდა რაიმსი, რომელიც სერიალების Grey's Anatomy, Scandal, How to Get Away with Murder და ა.შ. ავტორია, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ABC-ის ტოვებს და Netflix-ზე გადადის.
სცენარისტის და პროდიუსერის ნეტფლიქსზე გადაბარგებას პროდიუსერი ტედ სარანდონი გამოეხმაურა.
"შონდა რაიმსი ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სცენარისტია. მან იცის როგორ შეუჩეროს ადამიანებს სუნთქვა, როგორ აუჩქაროს გულისცემა, როგორ მოყვეს ისეთი ამბები, რომელსაც ტაბუ ადევს, ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მთელი სულით და გულით ჭეშმარიტი ნეტფლიქსელია - მას უყვარს ტელევიზია და ფილმები. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი ხდება", ამბობს ტედ სარანდონი.
აღსანიშნავია, რომ შონდას საკუთრი საპროდიუსერო კომპანია შონდალენდი აქვს, სწორედ ამ კომპანიის ოფიციალური საკუთრებაა ზემოთხსენებული სერიალებიც. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ბედი ეწევათ იმ შოუებს, რომელსაც რაიმსი თავის გუნდთან ერთად ქმნის.
"შონდალენდი ნეტფლიქსზე გადადის. ჩვენ ხანგრძლივი მოლაპარაკებები დავასრულეთ და ინფორმაციის გაცვლის შემდეგ მივხვდით, რომ ეს ის ნაბიჯია, რომელიც უნდა გადავდგათ. ნეტფლიქსი მთავაზობს იმას, რასაც ვეძებ - ახალ შესაძლებლობებს და თავისუფლებას ამბების მოყოლის თვალსაზრისით. შონდალენდს ნეტფლიქსი უსაზღვრო შესაძლებლობებს ჰპირდება", ამბობს შონდა რაიმსი.
ABC ჯერ-ჯერობით ისევ მოიაზრება რაიმსის სერიალების სახლად, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მალე არხზე სერიალ სკანდალის ბოლო სეზონი გავა. როგორც ამბობენ, სერიალის დასრულება შონდალენდის ნეტფლიქსზე გადასვლას უკავშირდება.
დაიხურება თუ არა გრეის ანატომია, რომელიც უკვე 14 წელია არხზე გადის და How to Get Away with Murder, რომელმაც ABC-ის არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოუტანა, უცნობია. თუმცა, როგორც ამბობენ, შესაძლოა სერიალებმა ნეტფლიქსზე გადაინაცვლოს.
"ჩვენი ამჟამინდელი შოუები, რომელსაც შონდალენდი და ABC ერთობლივად ქმნის, ჯერ-ჯერობით გავა ისე, როგორც დაგეგმილია. ამ ეტაპზე ამ სერიალებისთვის უკეთესი სახლი არ არსებობს და მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა 15 წლის განმავლობაში მემუშავა ასეთ გარემოში, ასეთ არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად. თუმცა ახლა დროა ისტორიები ნეტფლიქსზე მოვყვეთ", ამბობს რაიმსი.
ABC სტუდიაში ამბობენ, რომ შონდა რაიმსი, შოუს გასაგრძელებლად, არხზე საკუთარ ასისტენტებს დატოვებს. მაგალითად, პიტ ნოვაკს, რომელიც იმუშვებს სერიალზე How to Get Away With Murder, კრისტა ვერნოფს - Grey’s Anatomy, მარკ ფიშს - გრეის ანატომიის სპინოფი და ა.შ. თუმცა როდემდე გაგრძელდება არხის თანამშრომლობა შონდალენდთან უცნობია.
"ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ვმუშაობდით ისეთ არაჩვეულებრივ ადამიანთან, როგორიც შონდაა. მისი დამსახურებაა, რომ გრეის ანატომია მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სერიალია. შონდალენდის სერიალები ამ ეტაპზე ჩვენთან რჩება და ვაგრძელებთ იმ წარმატებული გზის გავლას, რომელიც ერთად დავიწყეთ", ამბობს ABC-ის პრეზიდენტი პატრიკ მორანი.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი მონაცემებით შონდას სერიალები ABC-იზე ჩვეულებრივად გაგრძელდება, სხვადასხვა წყაროები ამბობენ, რომ შონდას სურს ეს შოუები ნეტფლიქსზე გადაიტანოს, თუმცა ჯერ-ჯერობით ამის საშუალებას ABC-ისთან დადებული კონტრაქტი არ აძლევს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები