ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

5 Oct. 2024, 15:21

"გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს მოუხადეს ბოდიში [გერმანელმა პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, მთავარი იყო თუ რადიო თავისუფლება, იქ უთხრეს, რომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია მაგ ხალხზე არ გვაქვსო. ე.ი. არაფერი არ დაუშავებიათ და ამიტომ არ აქვთ, ხო?

ეს ბავშვები მიდიოდნენ სტადიონზე ნაკრების საგულშემატკივროდ, გააჩერეს უმიზეზოდ, დაუწყეს ჩხრეკა, ჩემმა შვილმა უთხრა — უბრალო ტურისტი არ ვარო, რაც ნიშნავს, რომ მე ვარ ევროპაში მცხოვრები, მაქვს საბუთი სწავლის უფლების და ასე არიან დანარჩენი საზოგადოებაც, ამაში არ იყო ნაგულისხმევი, რომ რაღაც განსაკუთრებული ადამიანები, რასის წარმომადგენლები არიან.

მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც. Spiegel-ი კიდევ სამარცხვინოდ იქცევა, რომ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემა დადო YouTube-ზე, რაც გამოიყენეს ჩვენმა ფეიქ-არხებმა.

ბოდიში მოუხადეს, რომ შეეშალათ ვიღაც არაბებში და ასეთი დამოკიდებულება ქართულ პოლიციას სტუმრების მიმართ ნამდვილად არ აქვს. შემდეგ, ის არაბები დაიჭირეს თავისი რაღაც მოპარული ნივთებიანად და კადრებში ჩანს, რომ ეს ბიჭები წავიდნენ. რა თქმა უნდა, "ბოდიში" მოჭრეს და ეს არ განათავსეს, მაგრამ ჩანს, რომ ეს ახალგაზრდები საქართველოდან არაფერში დამნაშავე არ იყვნენ და წავიდნენ, ხელწერილიც კი არ დააწერინეს".

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია ტელეკომპანია "იმედთან" აცხადებს, რომ ჰამბურგის პოლიციამ მის შვილს და მასთან მყოფ ქართველ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა და მათ ბრალი არაფერში მიუძღვით.

3 აგვისტოს გერმანულმა Spiegel-მა Youtube-არხზე გამოაქვეყნა ნახევარსაათიანი ვიდეო, სადაც ჩანს როგორ აჩერებენ ჰამბურგის პოლიციელები ქართველების ჯგუფს. ერთ-ერთ მათგანი მათ ეუბნება რომ ის "უბრალო ტურისტი" არ არის და საქართველოს პარლამენტს ახსენებს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ახალგაზრდა ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას უფროსი ვაჟი, 22 წლის ლაშა ოდიშარიაა.

როგორც რადიო თავისუფლება წერს, სცენა გადაღებულია 2024 წლის 21 ივნისს, ჰამბურგში, წმინდა პავლეს უბანში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
  4. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  5. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სამოქალაქო იდეა": საქართველოს ანკარაში NATO-ს სამიტზე არ მიწვევა "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" ანკარაში NATO-ს 36-ე სამიტის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას…