COVID-19-ის პანდემია მთვარეზეც აისახა — როგორ
მკვლევრების თქმით, კორონავირუსის პანდემია მთვარეზეც აისახა და თანამგზავრი საგრძნობლად გაცივდა.
როგორც ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-შია აღწერილი, მკვლევრებმა დააფიქსირეს, რომ მთვარის ღამის ზედაპირის ტემპერატურა არსებითად დაეცა.
საინტერესოა, რომ ეს პირდაპირ ემთხვევა დედამიწაზე პანდემიის დაწყებას. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის "ანომალიური ვარდნა" დედამიწიდან გამოსხივებული რადიაციის უეცარი ვარდნით აიხსნება. სწორედ ამ დროს მოხდა ადამიანების აქტივობის შემცირება (ჩაკეტვებისას), რამაც შეზღუდა დაბინძურების რაოდენობა და მთლიანი სითბო, რომელსაც ჩვენი პლანეტა გამოყოფს.
"პანდემიასთან დაკავშირებული ჩაკეტვები მთვარეზეც აისახა და თანამგზავრის ზედაპირის ტემპერატურის კლება მოხდა", — ამბობენ მეცნიერები ნაშრომში.
მთვარის ტემპერატურის ამ რყევამ შეიძლება დედამიწის რადიაციასა და კლიმატის ცვლილებებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგცეს.
პანდემიის ეფექტი
დღის განმავლობაში, მზის სინათლის დიდი ნაწილი დედამიწის ატმოსფეროსგან უკან კოსმოსში ირეკლება. შესაბამისად, სინათლის მხოლოდ ნაწილის შეწოვა ხდება.
აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში მზის რადიაციას მთვარეც იწოვს. თუმცა ღამით, სიტუაცია არსებითად განსხვავებულია, რადგან მთვარე რადიაციას მხოლოდ დედამიწისგან იღებს. შესაბამისად, დედამიწა მთვარის ღამის ტემპერატურაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
მეცნიერებმა ადრეც აჩვენეს, რომ მთვარეზე ღამის ტემპერატურა შეიძლება შეიცვალოს დედამიწის მიერ გამოთავისუფლებული რადიაციის რაოდენობის მიხედვით.
კორონავირუსთან დაკავშირებული ჩაკეტვების დროს, ადამიანის საქმიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა — იკლო შესაბამისმა დაბინძურებამაც. ამან მეცნიერებს უნიკალური შესაძლებლობა გაუჩინა შეესწავლათ კლიმატის ცვლილებები და კერძოდ ის, თუ რა ეფექტი შეიძლება გვქონდეს მასზე.
და, აი, შედეგად ეს ყველაფერი იმდენად გამოხატული იყო, რომ ჩვენ მთვარის ზედაპირზე ტემპერატურის ცვლილებასაც ვხედავთ.
ეს საშუალებას მისცემს მეცნიერებს გამოიყენონ მთვარის ზედაპირი, როგორც სრულყოფილი საცდელი "ობიექტი" დედამიწაზე მომხდარი კლიმატური ცვლილების შედეგების შესასწავლად.
კომენტარები