რა შეცვალა საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?
ფოტო: საქართველოს ბანკი
მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2019 წლიდან საქართველოს ბანკი ბიბლიოთეკების პროექტს ახორციელებს.
მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები უკვე საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 14 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების და შემეცნების სივრცეს.
საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების გახსნის შემდეგ, გაორმაგდა და, რიგ შემთხვევებში, გასამმაგდა სკოლის მოსწავლეების მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა.
5-ჯერ გაიზარდა ბიბლიოთეკების გამოყენების სიხშირეც — აღნიშნული სივრცე გახდა მოსწავლეების საყვარელი თავშეყრის ადგილი, სადაც მათ ჩამოაყალიბეს წიგნის კლუბი, კინო კლუბი, დებატების კლუბი, გერმანული და ქართული ენების კლუბი... მართავენ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებს, მათ შორის: რა, სად როდის? ყველაზე წიგნიერის კონკურსს და სხვა.
"საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკები ახალგაზრდებს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე - 2000-ზე მეტ წიგნზე, STEM კუთხეზე, კომპიუტერებსა და პროექტორზე.
ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი ბიბლიოთეკები დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ უშუალოდ ბიბლიოთეკის მქონე სკოლის, არამედ მიმდებარე სოფლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებში.
მაგალითისთვის, შიდა ქართლში, ზედა ნიქოზის სკოლის ბიბლიოთეკაში ატარებენ პოეზიის საღამოებს და სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებებს; ოზურგეთის და ჩოხატაურის სკოლის ბიბლიოთეკებში ბიბლიოთეკარები შაბათ-კვირასაც მუშაობენ, რათა ბავშვებს ხელი შეუწყონ შემეცნებაში; ჩოხატაურის სკოლა სივრცეს უთმობს სხვა სკოლებსაც, აქ ჩამოყალიბებული აქვთ რამდენიმე კლუბი, ტარდება მასწავლებლების კონფერენცია რეგიონის მასშტაბით და მოსწავლეთა კონფერენცია საბუნებისმეტყველო საგნებში; ნაბეღლავის ბიბლიოთეკა სივრცეს უთმობს სოფელ ქვაბას მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ასევე ბიბლიოთეკით სარგებლობს სოფლის მოსახლეობაც...", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ეს საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების მიერ შექმნილი შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის გუნდი მოსწავლეებს კიდევ არაერთ სკოლაში ახალი ბიბლიოთეკების გახსნას ჰპირდება.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს სს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები