5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გამოტოვო DataFest Tbilisi 2024
ფოტო: საქართველოს ბანკი
მონაცემთა მეცნიერებისა და AI ინდუსტრიის წინსვლის კვალდაკვალ, საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას ხელს კვლავ აქტიურ რეჟიმში უწყობს. საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობის ფარგლებში, 19-21 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალი — DataFest Tbilisi 2024 ჩატარდება. 2017 წლიდან დღემდე ფესტივალი იმ ადამიანებს მასპინძლობს, რომელთა საქმიანობაც მონაცემებთანაა დაკავშირებული, მათ შორის კი არიან: დიზაინერები, დეველოპერები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრები, სტარტაპერები, სამოქალაქო აქტივისტები და ა.შ. DataFest Tbilisi 2024-ის გენერალური სპონსორი კვლავ საქართველოს ბანკია, შემდეგი მიზეზები კი დაგარწმუნებს, რომ წლევანდელ ფესტივალს აუცილებლად უნდა დაესწრო:
მსოფლიოს წამყვანი კომპანიების სპიკერებს მოუსმენ
დღესდღეობით მონაცემთა მეცნიერება ყველაზე მზარდი და მოწინავე ინტერდისციპლინური სფეროა, რომელიც არაერთ პროფესიასთან უშუალოდ იკვეთება. იმის მიუხედავად, შენი საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიებს, თუ ამ მიმართულებით უბრალოდ დაინტერესებული ხარ, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გაცნობა სამომავლოდ დიდ დახმარებას გაგიწევს. DataFest Tbilisi 2024 კი უნიკალური შანსია, რომ მონაცემების ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების სხვა სფეროების შესახებ ცოდნა ისეთი კომპანიების წარმომადგენლებისგან მიიღო, როგორებიცაა Apple, IBM, Netflix, Microsoft, TikTok და ა.შ. წლევანდელ ფესტივალს 60-ზე მეტი სპიკერი ეყოლება, რომლებიც თავიანთ გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებს გაგიზიარებენ.
შენთვის საინტერესო თემაზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებ
რის მიხედვით გვთავაზობს Netflix ახალი სერიალის დაწყებას? შეძლებს თუ ვერა ხელოვნური ინტელექტი ადამიანის მსგავსად ფიქრს? როგორ უნდა ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა? — თუ ეს და მსგავსი კითხვები საკუთარი თავისთვის ერთხელ მაინც დაგისვამს, მაშინ დარწმუნებული იყავი, რომ DataFest Tbilisi 2024 საინტერესო პასუხებს და კიდევ უფრო დამაფიქრებელ თემებს შემოგთავაზებს. წლევანდელი ფესტივალი ისეთი თემების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, როგორებიცაა მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი, მონაცემები და არჩევნები, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემები ადამიანის უფლებებისა და თანასწორობისთვის და სხვა. სპიკერების გამოსვლები, პანელური დისკუსიები და ვორქშოპები პარალელურ რეჟიმში ჩატარდება, ინტერესის მიხედვით კი შენთვის სასურველს შეარჩევ.
სტარტაპების გამოფენას დაესწრები
სტარტაპების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა დიდი ხანია, რაც საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. DataFest Tbilisi 2024 მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი პროდუქტები, სერვისები თუ ინოვაციური გადაწყვეტები ფართო აუდიტორიას გააცნონ. ასე რომ, თუ გაინტერესებს, როგორ იყენებენ სტარტაპები მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტს ინოვაციური პროდუქტების შექმნაში და ამ მიმართულებით რა სიახლეებია სტარტაპ ეკოსისტემაში, ინფორმაციას და გამოცდილებას უშუალოდ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები გაგიზიარებენ. დაინტერესების შემთხვევაში კი, სამომავლო იდეების განხორციელებისა, თუ საკუთარი სტარტაპის განვითარებისთვის პარტნიორებსაც მარტივად იპოვი.
ჰაკათონის შედეგებს პირველი გაიგებ
DataFest Tbilisi 2024 სამ ჰაკათონს მასპინძლობს: დემტექი, მედია და ინფორმაციული წიგნიერების ჰაკათონი — TruthTechThon და ჰაკათონი თემით “ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობა”. დემტექის მიზანია, მონაწილეების მიერ შექმნილმა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობას, ციფრული რესურსების გამოყენებით ამომრჩეველთა ინფორმირებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. TruthTechThon ორიენტირებულია ისეთი ელექტრონული რესურსების შემუშავებაზე, რომელიც მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. ხოლო მესამე ჰაკათონის მიზანია, ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის დასრულებას და ქალებისთვის უფრო უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნას შეუწყოს ხელი. ჰაკათონის გამარჯვებულები სწორედ DataFest Tbilisi 2024-ზე გამოვლინდებიან.
ნეთვორქინგის შესაძლებლობა გექნება
წელს DataFest Tbilisi-ს 900-მდე სტუმარი ეყოლება, რაც შესაძლებლობას გაძლევს, პირადად შეხვდე მსოფლიოს მასშტაბით სფეროს წამყვან ექსპერტებს, სტარტაპების წარმომადგენლებს და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანებს. ამასთანავე, ფესტივალის ფორმატი ნეთვორქინგის სესიებსაც მოიცავს, სადაც შეგიძლია პოტენციური პარტნიორები თუ ინვესტორები გაიცნო, პროფესიონალების გამოცდილება გაიზიარო და ახალი იდეებისთვის ინსპირაციაც მიიღო. ასევე, შესაძლებლობა გაქვს დამატებით ღონისძიებებშიც ჩაერთო, როგორიცაა ფესტივალის მონაწილეებთან ერთად თბილისის დათვალიერება და ქართული ღვინის დაგემოვნება, რაც ახალი კავშირების დამყარებასთან ერთად, სასიამოვო გამოცდილებადაც იქცევა. ფესტივალის მესამე დღეს DataFest Tbilis 2024-ის დასრულების წვეულებასაც შეგიძლია დაესწრო.
DataFest Tbilisi 2024 19-21 სექტემბერს Pullman Tbilisi Axis-ში ჩატარდება, ბილეთების შეძენა კი ამ ბმულზე შეგიძლია.
-
"ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე "ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე
გადახედვა
-
შეიმუშავეს ახალი ტესტები, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად დააჩქარებს შეიმუშავეს ახალი ტესტები, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად დააჩქარებს
გადახედვა
-
ომარ ფურცელაძე: "ნეიტრალური საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ სს-ის დანაშაულის ფიგურანტები არიან კალასი, ფონ დერ ლაიენი, კოსი და CIA ომარ ფურცელაძე: "ნეიტრალური საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ სს-ის დანაშაულის ფიგურანტები არიან კალასი, ფონ დერ ლაიენი, კოსი და CIA
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ტყვეების წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პირებს სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ტყვეების წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პირებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მეცნიერებმა მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასაზე უფრო გამძლე პოლიმერები შექმნეს მეცნიერებმა მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასაზე უფრო გამძლე პოლიმერები შექმნეს
გადახედვა
-
რა ხდება ნინა დობრევის თავს? — მსახიობი დუგი ჯოზეფთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს რა ხდება ნინა დობრევის თავს? — მსახიობი დუგი ჯოზეფთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს
გადახედვა
-
RFE: ქალი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს RFE: ქალი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
მე მგონი მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით — ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე მე მგონი მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით — ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე
გადახედვა
-
კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო
გადახედვა
-
პროკურატურამ აშშ-ში არალეგალური მიგრაციის ხელშემწყობი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა — ბრალი 4 პირს წარედგინა პროკურატურამ აშშ-ში არალეგალური მიგრაციის ხელშემწყობი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა — ბრალი 4 პირს წარედგინა
გადახედვა
-
"საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო "საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს
-
ისტორიაში პირველად, ვარსკვლავთაშორის სივრცეში შაქარი აღმოაჩინეს ისტორიაში პირველად, ვარსკვლავთაშორის სივრცეში შაქარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
6 მთავარი ბრალდება Apple-ის სარჩელიდან OpenAI-ის წინააღმდეგ 6 მთავარი ბრალდება Apple-ის სარჩელიდან OpenAI-ის წინააღმდეგ
გადახედვა
-
აშშ-ის 12-მა შტატმა Paramount-ის მიერ Warner Bros.-ის შესყიდვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა აშშ-ის 12-მა შტატმა Paramount-ის მიერ Warner Bros.-ის შესყიდვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ
გადახედვა
-
შსს: მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა შსს: მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა
გადახედვა
-
აშშ-ში ICE-ის აგენტმა მიგრანტი — კოლუმბიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა აშშ-ში ICE-ის აგენტმა მიგრანტი — კოლუმბიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა
გადახედვა
-
ეს ქალაქი ყველასია, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა — კახა კალაძე გარემოვაჭრეებზე ეს ქალაქი ყველასია, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა — კახა კალაძე გარემოვაჭრეებზე
გადახედვა
-
Netflix მონოპოლიის მიხედვით რეალითი შოუს იწყებს — გამარჯვებული $2 მილიონს მიიღებს Netflix მონოპოლიის მიხედვით რეალითი შოუს იწყებს — გამარჯვებული $2 მილიონს მიიღებს
გადახედვა
-
პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები