მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამამ ნათლად დამანახა ჩემი რეალური შესაძლებლობები — ფერმა ოდაშის დამფუძნებელი
ფოტო: საქართველოს ბანკი
სალომე კალანდაძე ოთხი წელია გურიაში, სოფელ ნიგოითში, მეუღლესთან ერთად ფერმას აშენებს. ამბობს, ფერმის შექმნის იდეა ყოველთვის გვქონდა, თუმცა სურვილის რეალობად ქცევა მხოლოდ პანდემიის დროს მოვახერხეთო. დღეს უკვე წყვილს ფერმაში ორგანული ბოსტნეული მოჰყავს მათთვის, ვისთვისაც ჯანსაღი პროდუქტი ღირებული და პრიორიტეტულია.
ფერმა ოდაში ტრადიციული მეურნეობაა, სადაც როგორც ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, ისე მოსავლის რეალიზაციის საერთაშორისო მიდგომების დანერგვა განსაკუთრებით პრიორიტეტულია.
"ჩვენ პირველებმა შემოვიტანეთ საქართველოში პროდუქტის გაყიდვის ამერიკული სისტემა (CSA), რომელიც მწარმოებელს მომხმარებელთან აკავშირებს, შედეგად კი იქმნება საზოგადოება, სადაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანები ერთიანდებიან და ადგილობრივ ფერმერს უჭერენ მხარს. ალბათ ეს არის ის მიღწევა, რომლითაც ყველაზე მეტად ვამაყობთ."
სალომე ამბობს, რომ ამ სისტემის დახმარებით ფერმამ ლოიალური და მხარდამჭერი მომხმარებელი შეიძინა.
"ისინი თვალს ადევნებენ ჩვენს საქმიანობას და იციან, რომ ბოსტნეული კონკრეტულად მათთვის მოგვყავს. შთაბეჭდილებებს კი სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებენ. მათ მოსწონთ ჯანსაღი გემოები, რომელიც ბაზარზე არსებულ იმპორტულ ბოსტნეულს, სამწუხაროდ, არ ახასიათებს", — აღნიშნავს სალომე.
მისი თქმით, მომხმარებლის უკუკავშირს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან თავს ჯერ კიდევ დამწყებ ფერმერებად მიიჩნევენ, ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებენ და ამ შეცდომებს ისევ და ისევ მომხმარებლების გაზიარებული შეფასებებით ასწორებენ.
"ვფიქრობ, ეს მიდგომა ძალიან კარგია და საწინდარია იმისა, რომ მომავალში ყველასთვის უკეთესი პროდუქტი შეიქმნას".
სალომე კალანდაძე ერთ-ერთია იმ მეწარმე ქალებიდან, რომლებმაც საქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიარეს. პროგრამა ქალებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. სალომემ პროექტის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყო და როგორც ამბობს, მან თანამოაზრეებთან დააახლოვა.
"მოვხვდი მართლაც უნიჭიერეს ადამიანებს შორის, ვინც ცდილობს, ქვეყანაში ღირებული და უნიკალური პროდუქტი შექმნას. სწორედ პროექტში მონაწილე ქალი მეწარმეები არიან ჩემთვის ერთ-ერთი მოტივაციის წყარო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ გაწეული შრომისთვის. პროგრამაში მონაწილეობამ ნათლად დამანახა ის შესაძლებლობები, რაც რეალურად გვაქვს და მომცა საშუალება, ახლო კონტაქტი დამემყარებინა თანამოაზრეებთან, რაც, მერწმუნეთ, ძალიან დიდი სარგებელი და საჩუქარია. ასევე გავიცანით ძალიან კარგი მენტორები, რომელთა მიერ გაზიარებული გამოცდილება ღირებული გამოდგა ჩემთვის და ყველა იმ ქალისთვის, ვინც პროექტში მონაწილეობას იღებდა", — ამბობს სალომე.
ფერმა ოდაშის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ რეგიონში მეწარმეობა ქალისთვის გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
"თავიდან სერიოზულად არავინ გიყურებს და შესაბამისად, ეს სკეპტიციზმი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს უშლის. ნელ-ნელა დამოკიდებულებები იცვლება, მაგრამ ამას დრო და, ალბათ, მეწარმის ხასიათის სიმტკიცეც სჭირდება. უკან არ უნდა დაიხიო და დასახულ მიზანზე უარი არ უნდა თქვა იმის გამო, რომ ქალი ხარ".
მეწარმე ქალთა მხარდაჭერის პროგრამის მენტორებისგან მიღებული ინფორმაცია სალომეს საკუთარ საქმიანობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში დაეხმარა.
"მას შემდეგ ხარვეზების გამოსწორებაზე გადავერთე. როდესაც გამოცდილი ადამიანი გიზიარებს თავის წარმატებასაც და წარუმატებლობასაც, ამით ბევრ რამეს იგებ და ცდილობ, შენც ნაკლებად დაუშვა მსგავსი შეცდომები მომავალში."
ფერმა ოდაშის სამომავლოდ საინტერესო გეგმები აქვს. ახლახან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს, მიღებული თანხით კი ტექნიკის შეძენას აპირებენ, რომლის დახმარებით ბოსტნეულის წარმოების ისეთ მეთოდს დანერგავენ, სადაც ადამიანის ფიზიკური შრომა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
"აღარ დაგვჭირდება ბრიგადა კულტივაციისა და თესვისთვის. ამ ოპერაციას უკვე ამერიკული თანამედროვე ტექნიკის საშუალებით ჩავატარებთ. რაც შეეხება თანამშრომლებს, მათი დახმარება ისევ დაგვჭირდება, მაგრამ პროდუქტის კრეფა - დაფასოებისთვის, და არა მძიმე სამუშაოს შესასრულებლად. ამ მოწყობილობებით შევძლებთ, ჰექტრობით მიწა დავამუშაოთ და დიდი ოდენობის, მრავალფეროვანი ორგანული ბოსტნეული მოვიყვანოთ."
გრძელვადიან პერსპექტივაში კი დამფუძნებლებს სურთ, აგროტურიზმშიც სცადონ ბედი — ისინი ფერმაში პატარა ოდების დამატებას გეგმავენ, სადაც ტურისტი თუ ადგილობრივი ვიზიტორი დაისვენებს, დაკრეფს ჯანსაღ ბოსტნეულს და სურვილის შემთხვევაში, ბაღის სამუშაოებშიც ჩაერთვება.
საქართველოს ბანკის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა კი გრძელდება. ამჯერად, პროგრამის მეათე ნაკადის მონაწილეებისთვის ინტენსიური საგანმანათლებლო ვორკშოპები მიმდინარეობს. შეხვედრებზე განიხილება საწარმოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: გაყიდვები, ციფრული მარკეტინგი, გუნდის მართვა, ფინანსები, კომუნიკაციები და სხვა. პროგრამის მონაწილეებს ამ თემებზე ინფორმაციას შესაბამისი დარგის სპეციალისტები უზიარებენ.
პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით. პროგრამის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების პარტნიორია EFSE Entrepreneurship Academy.
-
35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
გადახედვა
-
პიტერ სიიარტომ უნგრეთის პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა და ჩინურ კომპანია BYD-ში გადავიდა პიტერ სიიარტომ უნგრეთის პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა და ჩინურ კომპანია BYD-ში გადავიდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
POG: გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, პირს ბრალი წარუდგინეს POG: გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით — რეკონსტრუქცია ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით — რეკონსტრუქცია ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
-
რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს
გადახედვა
-
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ პეტერ სიიარტომ "ფიდესი" დატოვა და ჩინურ კომპანიას უხელმძღვანელებს პეტერ მადიარი აცხადებს, რომ პეტერ სიიარტომ "ფიდესი" დატოვა და ჩინურ კომპანიას უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პარტიების გენოციდური დევნა შალვა ნათელაშვილი: მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პარტიების გენოციდური დევნა
გადახედვა
-
POG: ყალბი ბინადრობის დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო POG: ყალბი ბინადრობის დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა | ვიდეო კლინიკიდან ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა | ვიდეო კლინიკიდან
გადახედვა
-
მკვლევრებმა მაიას კლასიკური ეპოქის მათემატიკოს-ასტრონომის ვინაობა პირველად დაადგინეს მკვლევრებმა მაიას კლასიკური ეპოქის მათემატიკოს-ასტრონომის ვინაობა პირველად დაადგინეს
გადახედვა
-
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
-
ევროპელი ლიდერები "უკრაინა — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები "უკრაინა — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ
გადახედვა
-
ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
ნულზე ნაკლები ინტერესი მაქვს AI-ს მიმართ — სალმან რუშდი ნულზე ნაკლები ინტერესი მაქვს AI-ს მიმართ — სალმან რუშდი
გადახედვა
-
სუხიშვილები, ცეკვაში თქმულნი — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილები, ცეკვაში თქმულნი — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
დავით მათიკაშვილი: რა გასაკვირია, თუკი ხდება, იმ ადამიანების დასახელება სასამართლო პროცესებზე, ვინც რევოლუციური და ძალადობრივი გეგმების უკან იდგა დავით მათიკაშვილი: რა გასაკვირია, თუკი ხდება, იმ ადამიანების დასახელება სასამართლო პროცესებზე, ვინც რევოლუციური და ძალადობრივი გეგმების უკან იდგა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ის, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა "დიფ სთეითის" ნინო წილოსანი: ის, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა "დიფ სთეითის"
გადახედვა
-
რიკი მარტინმა 16 ივლისს რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა რიკი მარტინმა 16 ივლისს რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა
გადახედვა
კომენტარები