საბავშვო ევროვიზიას წელს 17 მონაწილე ეყოლება — კონკურსზე ორი ქვეყანა ბრუნდება
ფოტო: Corinne Cumming / EB
2024 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსამდე მხოლოდ ორი თვეღა გვაშორებს. ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური უკვე 22-ედ გაიმართება. ევროვიზია ჯუნიორს წელს ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი უმასპინძლებს.
ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ საბავშვო ევროვიზია 2024-ში მონაწილეობას მიიღებს 17 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო. აღსანიშნავია, რომ კონკურსზე ორი ქვეყანა დიდი პაუზის შემდეგ ბრუნდება: კვიპროსი და სან-მარინო. კვიპროსი საბავშვო ევროფესტივალზე ბოლოს 2017 წელს მონაწილეობდა, სან-მარინო კი კონკურსს 2016 წლიდან გამოეთიშა.
აი, წელს კი საბავშვო ევროვიზია გაერთიანებულმა სამეფომ დატოვა, რომელმაც შარშანდელ კონკურსზე მე-4 ადგილი დაიკავა.
მონაწილე ქვეყნებთან ერთად, ცნობილი გახდა წლევანდელი ევროვიზია ჯუნიორის სლოგანი და თემაც. Let’s Bloom! ("აყვავდი!") — 17 ქვეყნის წარმომადგენელ პატარა მუსიკოსებს წელს ეს დევიზი გააერთიანებს.
2024 წლის საბავშვო ევროვიზიის სცენის დიზაინი
ფოტო: RTVE
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წელს ანდრია ფუტკარაძე წარადგენს. 11 წლის მუსიკოსმა მასშტაბურ კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი პირველი არხის პროექტ რანინაში გამარჯვების შედეგად მოიპოვა. მოგვიანებით გახდება ცნობილი, რა სიმღერას შეასრულებს ანდრია მადრიდში, 16 ნოემბერს.
ფოტო: რანინა / საზოგადოებრივი მაუწყებელი
გასულ წელს, ნიცაში გამართულ საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება ისევ საფრანგეთს ხვდა წილად: ზედიზედ მეორედ, ჯამში კი — მესამედ. როგორც წესი, მომდევნო წლის კონკურსის მასპინძლობას სწორედ გამარჯვებულ ქვეყანას სთავაზობენ, მაგრამ საფრანგეთმა, სადაც საბავშვო ევროვიზია 2021-შიც ჩატარდა, ამჯერად ეს უფლება მეორეადგილოსან ესპანეთს დაუთმო.
საქართველო კი, უკვე საფრანგეთთან ერთად, საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენ ქვეყნად რჩება სამი გამარჯვებით. 2008 წელს პირველი გამარჯვება ჯერ ჯგუფმა ბზიკებმა მოიპოვა, 2011 წელს პირველადგილოსანი გახდა ჯგუფი ქენდი, 2016 წელს მალტაზე გამართული კონკურსი კი მარიამ მამადაშვილმა მოიგო. ამას გარდა, საქართველომ ევროვიზია ჯუნიორზე ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი და ხუთჯერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები