კოკა-კოლას ევოლუცია — როგორ შეიქმნა ბოთლის დიზაინი?
ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ კოკა-კოლას "საკულტო" სასმელს ვუწოდებთ. კოკა-კოლას ბოთლი კი გლობალური კულტურისა და ბრენდინგის სიმბოლოდ იქცა. ბოთლის გამორჩეული დიზაინი ბრენდის სინონიმი გახდა, თუმცა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ის, შეიძლება ყველასთვის ცნობილი არ იყოს.
პროდუქტი, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გემო აჩუქა, დაიბადა 1886 წელს, მაშინ, როდესაც ატლანტაში დოქტორმა ჯონ პემბერტონმა, ადგილობრივმა ფარმაცევტმა, დაამზადა სიროფი Coca-Cola-სთვის.
სასმლის ფორმულა აერთიანებდა კოკას ფოთლის ექსტრაქტს და კოფეინით მდიდარ კოლას თხილს, რომელიც თავდაპირველად ბაზარზე თავის ტკივილისა და დაღლილობის წამალი იყო. დიდი ხანი არ გასულა, როდესაც Coca-Cola კედლერის წყალობით ფართო მოხმარების გამაგრილებელ სასმელად გადაიქცა.
თავდაპირველად, კოკა-კოლა ჩამოსასხმელ სოდიან სასმელებთან ერთად იყიდებოდა, ყველაფერი კი 1915 წელს დაიწყო. იმის გამო, რომ გაყიდვები სწრაფად იზრდებოდა და სასმელი ყოველდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, მისი გაყალბება მარტივი იყო, ამიტომ აუცილებლი იყო ეს პრობლემა გადაეჭრათ და კოკა-კოლასთვის ბოთლის განსაკუთრებული დიზაინი შეექმნათ.
კონკურეტებმა დაიწყეს სასმელების გაყიდვა ისეთი სახელებით, როგორიცაა "Koca-Nola," "Toka-Cola," და "Coca-Coola, მათი მიზანი იყო მომხმარებელი დაებნიათ და ბრენდის წარმატება მიეთვისებინათ. ამ ყველაფრის წინააღმდეგ კოკა-კოლამ საპასუხო მოქმედებები დაიწყო.
1915 წლის 26 აპრილს Coca-Cola-ს ჩამომსხმელი ასოციაციის რწმუნებულებმა ხმა მისცეს წინადადებას, დახარჯულიყო $500-მდე Coca-Cola-სთვის გამორჩეული ბოთლის შესაქმნელად. ასე რომ, 8-10-მა მინის კომპანიამ მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით მიიღო გამოწვევა, შეექმნა ისეთი განსხვავებული ბოთლი, რომლის ამოცნობაც სიბნელეში შეგრძნებით ან გატეხილ მდგომარეობაშიც შეიძლებოდა.
Coca-Cola-ს ბოთლის დიზაინის პროცესი Root Glass Company-ის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დაიწყო. ამ საქმის მთავარი ფიგურები იყვნენ ერლ რ. დინი, დიზაინერი და ალექსანდრე სამუელსონი, შვედი ემიგრანტი და კომპანიის ხელმძღვანელი. მიუხედავად იმისა, რომ სამუელსონს ხშირად მიაწერენ პროექტის ინიცირებას, სწორედ დინმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ბოთლის საბოლოო დიზაინის ჩამოყალიბებაში.
დინი და მისი გუნდი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ უნდა შეექმნათ ბოთლის ფორმა, რომელიც ბაზარზე გამორჩეულიც იქნებოდა და თან მასობრივი წარმოებისთვის პრაქტიკულიც.
გუნდი თავდაპირველად სასმლის ძირითადი ინგრედიენტების საფუძველზე ცდილობდა დიზაინის შექმნას, თუმცა ეს არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა და შთაგონებისთვის სხვა ხერხებს მიმართეს.
ერთ-ერთ ენციკლოპედიაში დინი კაკაოს ნაჭრის ილუსტრაციას წაწყდა, მას სჯეროდა რომ ეს იდეალური დიზაინი იქნებოდა კოკა-კოლას ბოთლისთვის. კაკაოს ნაჭრის კონტური, გლუვ, მომრგვალებულ სილუეტთან ერთად, გახდა საფუძვლიანი დიზაინი იმისა, რაც დღეს ცნობილია როგორც Coca-Cola Contour Bottle.
მიუხედავად თავდაპირველი სკეპტიციზმისა, Coca-Cola Contour Bottle 1916 წელს საზოგადოების წინაშე წარსდგა და დიდი წარმატებაც მოიპოვა.მისი ტალღოვანი ფორმა არა მხოლოდ აადვილებდა მის დაჭერას, არამედ დიზაინიც მყისიერად ამოსაცნობი გახდა, მაშინაც კი, როცა ეტიკეტს აშორებდნენ ან ბოთლი იმსხვრეოდა. კოკა-კოლამ მიაღწია თავის მიზანს: ბოთლის ამოცნობა მხოლოდ შეხებით შეიძლებოდა.
ბოთლის ასეთი მიმზიდველობის ერთ-ერთი მიზეზი მისი უცვლელი დიზაინია. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში დიზაინში რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილება შევიდა, Coca-Cola-ს ბოთლის ძირითადი ელემენტები უცვლელი დარჩა.
კოკა-კოლის ბოთლმა საინდუსტრიო სფეროსთან ერთად კულტურისა და ხელოვნების სფეროებიც მოიცვა. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ენდი უორჰოლის ცნობილი ნახატები — კოკა-კოლას ბოთლები. კოკა-კოლა ასევე ხშირად ჩნდებოდა რეკლამებში, ფილმებსა თუ მუსიკალურ კლიპებში, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მისი წარმატება და ბოთლის ამგვარი დიზაინი საზოგადოების ცნობიერებაშიც ღრმად დაილექა.
კომენტარები