ირაკლი კობახიძე

5 Sep. 2024, 11:22

"როდესაც, მაგალითად, იმართება მთავრობის სხდომა, პრაქტიკულად, ყველა სხდომაზე ჟღერდება ახალი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება სამომავლო განვითარებას, მათ შორის, ეკონომიკურ განვითარებას.

ამ ყველაფერს ჩვენ თავს მოვუყრით საარჩევნო პროგრამაში, რომლის პრეზენტაცია გვექნება პირველ ოქტომბერს და დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას მთელ იმ გეგმას, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება "ნაცმოძრაობის" გასამართლებას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება არის პრიორიტეტი. როგორი კარგი ეკონომიკური პოლიტიკაც არ უნდა გქონდეს, როგორი ზრდაც არ უნდა გქონდეს ეკონომიკურად და ა.შ. თუ პოლიტიკური პრობლემა არ მოგვარდა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგეს ქვეყანა. როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა ერთ-ერთ შეკრებაზე - არ შეიძლება მუდმივად ვიაროთ დანაღმულ ველზე, არ შეიძლება უბრალოდ და დღემდე გვაქვს ასეთი ვითარება.||

ამიტომ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რისთვისაც აუცილებელია "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება, არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი დაბრკოლებები გვექნება ჩვენ განვითარების გზაზე. ამიტომ ეკონომიკა და "ნაცმოძრაობის" აკრძალვაც პირდაპირ არის ერთმანეთთან დაკავშირებული." 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს

ტექსტის შინაარსი შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის მგრძნობიარე საკითხს ეხებოდეს. მსოფლიოში ყოველწლიურად სუიციდით…