გაიცანი საქართველოს ბანკის Chevening-ის სტიპენდიატები
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისთვის, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაა.
2013 წლიდან საქართველოს ბანკი Chevening-ის პროგრამის პარტნიორია. ინიციატივის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად სტიპენდიატებს ასახელებს, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას სრულად უფინანსებს.
საქართველოს ბანკის სტიპენდია უკვე 30-ზე მეტ სტუდენტს აქვს მოპოვებული. მათ რიცხვს კი წელს მარიამ მაჭარაშვილი, ლევან თევდორაძე და ნანა გელაშვილი შეემატნენ.
ნანა ლიდსის უნივერსიტეტში განათლების პროგრამაზე ჩაირიცხა, მარიამი ექსეტერის უნივერსიტეტში ინკლუზიურ განათლებას ისწავლის, ლევანმა კი ლონდონის კინგის კოლეჯის პოლიტიკური ეკონომიის სამაგისტრო პროგრამა აირჩია.
Chevening-ი არის შესაძლებლობა, მეტად ჩაუღრმავდე საკუთარ მიზნებს
Chevening-ის პროგრამაში მონაწილეობის მიზეზებზე საუბრისას მარიამი, ლევანი და ნანა მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტებში სწავლას, გამორჩეულად საინტერესო პროგრამებსა და საქართველოს სამომავლო განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას ასახელებენ. სამივე სტიპენდიატისთვის განსაკუთრებულად საამაყოა პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების პრესტიჟულობა და Chevening-ის ქსელის წევრთა შორის ყოფნა.
აპლიკაციის შევსების პროცესი სამივესთვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან შესაძლებლობა მიეცათ, კიდევ უფრო ჩაღრმავებოდნენ საკუთარ შესაძლებლობებსა და მიზნებს.
"მთავარი გამოწვევა აპლიკაციის სწორად და მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად შევსება და მასში საკუთარ თავზე საქმიანად და საინტერესოდ საუბარი იყო. პროცესი საკმაოდ სასიამოვნოდ წარიმართა, რადგან ჩემთვის თვითრეფლექსიისა და საკუთარი მიზნების გადააზრების კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა", — ამბობს ლევანი.
ნანა კი გვიყვება, რომ აპლიკაციის შევსებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზნებისა და სამომავლო გეგმების სწორად ჩამოყალიბებაა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენიმე თვის გამუდმებული ფიქრისა და ნააზრევის ჟიურის წევრებამდე მიტანა იყო. Chevening-იდან გამარჯვების თაობაზე მიღებული მეილის გახსნისას კი ვიგრძენი, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა", — აღნიშნავს მარიამი.
როგორ უნდა შეავსოთ აპლიკაცია ეფექტურად
აპლიკაციის შევსებიდან სტიპენდიის მიღებამდე განვლილმა გზამ სამივეს მნიშვნელოვანი გაკვეთილები ასწავლა. ახლა ისინი საკუთარ გამოცდილებას იმ ადამიანებს უზიარებენ, რომლებსაც სურთ, Chevening-ის პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა.
„მნიშვნელოვანია, კარგად გაიაზროთ თქვენი ისტორია - საიდან მოდიხართ, რა გამოცდილება გაქვთ და როგორ შეგიძლიათ დაუკავშიროთ ისინი თქვენ მიერ Chevening-ის ფარგლებში შერჩეულ პროგრამებს. ასევე, ალბათ, მნიშვნელოვანია ნათლად გესმოდეთ, რა პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა შეგიძლიათ თქვენს ქვეყანასა და საზოგადოებაზე სწავლის დასრულების შემდეგ,“– ამბობს ლევანი.
ნანას თქმით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა მიზნები სწორად უნდა დაისახონ და სამომავლო ხედვებიც ნათლად ჩამოაყალიბონ. თვლის, რომ წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი შრომისმოყვარეობა და რწმენაა: “იყავით მომთმენი, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. შესაძლოა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება შეგხვდეთ, მაგრამ აუცილებლად აქციეთ წინაღობა შესაძლებლობად, რაც დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ”.
მარიამი კი მიიჩნევს, რომ Chevening-ის პროგრამაში გამარჯვება შეუძლია ყველას, ვისაც საკმარისი მოტივაცია აქვს.
"თუ შევძელი მე, შეძლებ შენც. ქვეყანას სჭირდები შენი განათლებით. საუკეთესო კი წინ გელოდება", — ამბობს მარიამი.
საქართველოს ბანკის სტიპენდიატების სამომავლო გეგმები
ნანას, მარიამსა და ლევანს საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდი სამომავლო გეგმები აქვთ. ნანა ამბობს, რომ მუშაობას საგანმანათლებლო სექტორში გააგრძელებს და ახალგაზრდებთან ურთიერთობას დიდ დროს დაუთმობს. მარიამი საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით გეგმავს. ლევანი ეკონომიკური პოლიტიკისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით საკონსულტაციო და კვლევითი საქმიანობის გაგრძელებას აპირებს და მისი სურვილია, მიღებული ცოდნა ახალ თაობას გაუზიაროს.
რაც მთავარია, საქართველოს ბანკის სამივე სტიპენდიატს ერთი მიზანი — საკუთარი ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა ამოძრავებს.
2025-2026 წლის Chevening-ის პროგრამის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. აპლიკაციების შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე.
ინფორმაციისთვის, Chevening-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიატებისთვის სწავლის დაფინანსება სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ Chevening-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გარდა, მგზავრობის, ცხოვრებისა და ვიზის ხარჯებიც უფინანსდებათ.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები