პრინცესა დაიანას ოჯახი პრინცი ჰარისა და უილიამის განხეთქილებაში მხარეს ირჩევს
ფოტო: Getty Images
პრინცი ჰარი ახლახან მოულოდნელად ეწვია დიდ ბრიტანეთს თავისი ბიძის, ლედი დაიანას დის ქმრის დაკრძალვაზე მისასვლელად. მისი ვიზიტი საზოგადოებისა და მედიისთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან ჰარის დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან სამართლებრივი დავა აქვს და ბოლო წლებში ოჯახთანაც დაეძაბა ურთიერთობა.
როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ჰარიმ სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობების შესრულებაზე უარი განაცხადა და ამერიკაში გადაცხოვრდა ცოლთან, მეგან მარკლთან ერთად, მას ლედი დაიანას ოჯახმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც ვერ ვიტყვით უინძორებზე, მათ შორის პრინც უილიამსა და მეფე ჩარლზზე.
ლედი დაიანას და-ძმა, ჯეინ ფელოუსი და ჩარლზ სპენსერი პრინცი ჰარის გვერდით იყვნენ მაისში, მის მიერ დაფუძნებული ინვიქტუსის თამაშების 10 წლის საიუბილეო ასპარეზობაზე. ამ მნიშვნელოვან მომენტს სამეფო ოჯახის არცერთი წევრი არ დასწრებია — თამაშების პარალელურად ისინი წვეულებაზე იმყოფებოდნენ. BBC-ს სამეფო ოჯახის კორესპონდენტის, მაიკლ კოულის თქმით, "ამ დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ უინძორებს შორის განხეთქილება ნამდვილად არსებობს და მძიმე ფორმაშია გადასული."
პრინცი ჰარი დეიდასთან, ლედი ჯეინთან და ბიძასთან, ჩარლზ სპენსერთან ერთად
ფოტო: Getty Images
ლორდ ფელოუსის დაკრძალვაზე ჩამოსულ პრინც ჰარის დაიანას ძმამ, ჩარლზ სპენსერმა თავიანთ მამულში, ალთორპში შესთავაზა დარჩენა. პრინცესა დაიანა სწორედ აქ გაიზარდა, ამიტომ მისი შვილისთვის, ცხადია, მნიშვნელოვან სენტიმენტალურ ღირებულებას ატარებს. პრინც ჰარის დიდ ბრიტანეთში რეზიდენცია აღარ გააჩნია მას შემდეგ, რაც ის და მეგან მარკლი ფროგმორის კოტეჯებიდან 2023 წელს გამოასახლეს. ამ ყველაფრის ფონზე, ჩარლზ სპენსერის მიპატიჟება განსაკუთრებით ცხადყოფს ფაქტს, რომ სამეფო ოჯახის მიერ მოკვეთილ ჰარის დაიანას ოჯახი სრულიად უჭერს მხარს და მის გადაწყვეტილებას ეთანხმება.
ფოტო: Getty Images
სპენსერებსა და უინძორებს შორის დაძაბულობა 1981 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პრინცესა დაიანას მამამ, ჯონი სპენსერმა შვილს პრინც ჩარლზზე დაქორწინება არ ურჩია. მას სჯეროდა, რომ დაიანა სამეფო ოჯახს ვერ შეეგუებოდა და სასახლეში ცხოვრება დეპრესიაში ჩააგდებდა. "ჯონი სამეფო ოჯახს კარგად იცნობდა და სულაც არ იყო მათ მიმართ ილუზიებით განწყობილი. მას თავისი უმცროსი შვილის საზოგადოების განუწყვეტელი განსჯისა და თვალთვალისგან დაცვა უნდოდა, რაც შემდგომში მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა" — ამბობს მაიკლ კოული.
როგორ ჩანს, სპენსერების ოჯახი ხედავს, რომ პრინცმა ჰარიმ შეძლო ის, რაც მთელი ძალისხმევის მიუხედავად, პრინცესა დაიანამ ცხოვრების ბოლომდე ვერ მოახერხა. მან თავისი თავი დააპრიორიტეტა და სამეფო ოჯახისგან განცალკევებით, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრება არჩია.
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
კომენტარები