ანაკლიაში, GEM Fest-ის ფესტივალზე კაცი, რომელიც შიშველი დადიოდა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, დღეს, 4 აგვისტოს, დილით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. ამ მუხლით, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს ისჯება ჯარიმით 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული - ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ინფორმაცია ანაკლიის სანაპიროზე შიშველი კაცის შესახებ ლაივპრესმა გაავრცელა.