ვარლამ ლიპარტელიანი

ვარლამ ლიპარტელიანი

23 Aug. 2024, 17:38

“ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მთელი ცხოვრება სპორტში ვიყავი. ძალიან ახლოს არის ჩემთან ის ფასეულობები, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მიერ არის ხაზგასმული. აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა, რათა დავიცვათ ადათ-წესები, ჩვენი ტრადიცია, სარწმუნოება და ა.შ. რეალურად, ეს ყველაფერი დღეს დასაცავია, რადგან უამრავი ძალისგან ხდება ამ ყველაფრის შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია. ვფიქრობ, რომ ყველას ჩართულობა საჭიროა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სპორტსმენი იქნება თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი, ნებისმიერი ადამიანი უნდა გაერთიანდეს ამ სულისკვეთების გარშემო.

ჩემი პირველი ნაბიჯებია პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ნერვიულობაც ახლავს, მაგრამ მგონია, რომ თავს გავართმევ. სპორტი გვაძლევს საშუალებას, ძალასა და ენერგიას, რომ ყველა დაბრკოლებას, ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ“.

ამის შესახებ ძიუდოისტმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვარლამ ლიპარტელიანმა „პირველ არხთან“ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანი დღეს პრემიერმა კობახიძემ ქართული ოცნების თბილისის დელეგატები დაასახელა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…