უკრაინის იერიშის ერთი კვირა — ბოლო ცნობები "კურსკის ოლქიდან"
6 აგვისტოს, უკრაინის თავდაცვის ძალები კურსკის ოლქში შევიდნენ. იერიშის შედეგად [13 აგვისტო] ბოლო მონაცემებით, უკრაინას დაკავებული აქვს 28 სოფელი რაც დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრია.
რუსეთი:
რუსეთმა, 9 აგვისტოს კურსკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოაცხადა. ფაქტს გამოეხმაურა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც და უკრაინის ქმედებას "დიდი პროვოკაცია" უწოდა.
"როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმმა მორიგი მასშტაბური პროვოკაცია განახორციელა. სხვადასხვა სახის იარაღს, მათ შორის რაკეტებს, განურჩევლად ესვრიან სამოქალაქო შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს" — ირწმუნებოდა პუტინი.
ასევე, რუსეთმა კურსკის ოლქის მიმდებარე ტერიტორიებიდან ხალხის მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. პუტინმა მათ ვისაც სამხედრო მოქმედებების შედეგად სახლის დატოვება მოუწიათ, დახმარების სახით 10 000 რუბლის (314 ლარი) დაჰპირდა.
9 აგვისტოს, შუადღეს რუსეთმა უკრაინის ქმედებების საპასუხოდ უკრაინა დაბომბა. რუსეთის ჯარმა, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე იერიში მიიტანა, რა დროსაც დაიღუპა 14 ადამიანი და დაშავდა 40-ზე მეტი პირი.
უკრაინის ქმედებებს გამოეხმაურა, ვლადიმერ პუტინის მეხოტბე, ჩეჩენი დიქტატორი რამზან კადიროვიც.
"მოიცადეთ 2-3 დღე, კურსკში კარგი შედეგები იქნება." — ამ განცხადებიდან 4 დღე გავიდა, თუმცა უკრაინა უფრო მეტ წარმატებას აღწევს და მეტიც, 11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა 40-ზე მეტი კადიროველი აიყვანეს მძევლად.
11 აგვისტოს რუსეთმა, კიევიც დაბომბა. ბროვარსკის რაიონში კერძო საცხოვრებელ კორპუსებზე რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეები - 35 წლის კაცი და მისი 4 წლის ვაჟი ემსხვერპლნენ. ისინი შენობის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს გარდაცვლილები იპოვეს. მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბავშვი.
ფაქტს ცოტახანში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მაია ზახაროვა ტელეგრამში გამოეხმაურა.
"ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ბოროტმოქმედებების ორგანიზატორები და შემსრულებლები, მათ შორის მათი უცხოელი კურატორები, ამისთვის პასუხს აგებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მკვეთრი პასუხი არ დააყოვნებს", — დაწერა ზახაროვამ.
თავიდან პუტინი ირწმუნებოდა, რომ კურსკის ოლქში ყველაფერი კარგად იყო და რუსული ჯარი უკრაინას მალევე დაახევინებდა უკან. თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა.
ერთ-ერთ საგანგებო თათბირზე, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა, პუტინს კურსკის ოლქში არსებული სიტუაცია უამბო. თუმცა მას, პუტინმა სიტყვა მალე გააწყვეტინა:
უკრაინა:
12 აგვისტოს უკრაინულმა მხარემ კურსკის ოლქში სანგრების გათხრა დაიწყო — ინფორმაცია გამოცემა Forbes-მა გაავრცელა. გამოცემის აზრით, ეს ყველაფერი კურსკის ოლქის გრძელვადიან უკრაინულ ოკუპაციას ნიშნავს.
"ფრონტის ხაზის გასწვრივ ან მის მახლობლად პოზიციური ომის მოლოდინში, უკრაინელები სანგრებს ჭრიან. სანგრებს თხრიან რუსებიც.
ის, რომ ორივე მხარე აძლიერებს პოზიციებს, არ ნიშნავს, რომ უკრაინელებმა წინსვლა დაასრულეს. ეს არც იმას ნიშნავს, რომ რუსებს არ შეუძლიათ კონტრშეტევა და უკრაინელების უკან დაბრუნება საზღვრამდე. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დღის წესრიგშია ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია და კურსკის ნაწილის გრძელვადიანი უკრაინული ოკუპაცია." — წერს გამოცემა.
უკრაინის საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც და აღნიშნა, რომ კურსკი პუტინის მმართველობის დასასრული იქნება.
"ჩვენ ვხედავთ, რეალურად როგორ მოძრაობს რუსეთი პუტინის დროს — 24 წლის წინ კურსკის კატასტროფა იყო — მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. და ჩვენ ახლა ვხედავთ, რა არის მისთვის დასასრული. ესეც კურსკია, მისი ომის კატასტროფა. ასე ყოველთვის მათ ემართებათ, ვისაც ადამიანები და ნებისმიერი წესები სძულს. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, ახლა ეს სახლში ბრუნდება. უკრაინას ყოველთვის სურდა მხოლოდ მშვიდობა და ჩვენ ამას უზრუნველყოფთ", — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის საჰაერო ძალებმა, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 38 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 30 ჩამოაგდეს. ასევე რუსეთმა უკრაინას ორი "ისკანდერ-მ"/KN-23 ბალისტიკური რაკეტით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა მიკოლაევის, ვინიცის, სუმის, კიროვოგრადის, ხერსონის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის და ჩერკასის რაიონებში.
კურსკის ოლქში, საბრძოლო მოქმედებები ახლაც გრძელდება. შეგახსენებთ, უკრაინამ 28 სოფლის დაკავება მოახერხა. [მასალა განახლდება]
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები