კახა კალაძე

29 Jul. 2024, 13:04

ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაედგას ანტიდასავლური, ანტიევროპული ან ანტიდემოკრატიული ნაბიჯი.

რუსული კანონი არ არსებობს, ეს არის ტყუილი. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, რაც ძალიან კარგად იცით. ე.წ. რუსული კანონი, რასაც თქვენ ეძახით, არის თავსმოხვეული და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან. ეს არის ქართული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს — გამჭვირვალობას.

საქართველოში იქნება მშვიდობა. ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. სამწუხაროდ, მშვიდობა ყველას არ უნდა. მოვისმინეთ კონკრეტული განცხადებები, ვიხილეთ ქმედებები და ახლა იმის გამო, რომ "მესიჯბოქსი" შეცვალეთ, ეს არ გამოგივათ, რადგან ყველაფერს ვხედავთ, გვახსოვს, რასაც ამბობდით და ქადაგებდით.

ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ქვეყანაში შეინარჩუნებს მშვიდობას, მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, წინსვლას და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგს, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოუტანა ქვეყანას, ევროინტეგრაციით დაასრულებს.

ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ურთიერთობები გაფუჭდეს. არსებობს გარკვეული კითხვები, ამიტომ, ეს ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, რადგან უნდა იყოს ორმხრივი.

როგორ შეიძლება გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყოს სადაო ან ანტიდასავლური? მიზანი არის ერთი რამ — არსებობენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ფინანსები არ არის გამჭვირვალე. ამით ხდება ქვეყანაში სიძულვილის დაფინანსება და პოლარიზაციის გაღრმავება.

ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი გავხადოთ გამჭვირვალე — ვინ არიან ის ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები რევოლუციას ატრენინგებენ. ხომ გახსოვთ, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვების მშობლებს ვუტარებთ ტრენინგებსო? ვისი დაფინანსებით იყო ეს ყველაფერი? რეალურად რაზე იყო საუბარი? — როგორ უნდა მოეხდინათ რევოლუცია ქვეყანაში. ეს უხერხულობები რომ მოიხსნას დღის წესრიგიდან, ამიტომაც არის ეს კანონი, რომელიც მოითხოვს მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?

უნგრეთის სადავო "ოქროს ვიზის" პროგრამასთან ისრაელ-ქართველი ბიზნესმენის, შაბთაი მიქაელის კავშირის შესახებ უნგრული…