კაფე ვარდების ბაღში: სლინკ კაფეს წარმატების რეცეპტი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბიზნესის დაწყება, შემდეგ კი ფინანსების მართვა სხვადასხვა გამოწვევასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, დამწყებ თუ დიდ ბიზნესებს საქართველოს ბანკი ციფრული არხებისა და სხვა შეთავაზებების შექმნით კვლავ უწყვეტ რეჟიმში ეხმარება. ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებლებს ინოვაციურ და მუდმივად განახლებად ფუნქციონალებს სთავაზობს, რომლებიც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებს ამარტივებს. საქართველოს ბანკის ტერმინალი კი გადახდების მიმართულებით ეფექტურ, მარტივ და სწრაფ სერვისებს აერთიანებს.
სლინკ კაფე, რომელიც სტუმრებს ორიგინალურ კერძებს უკვე 2 წელზე მეტია სთავაზობს, შექმნის დღიდან საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. სლინკ კაფე გამორჩეულ კერძებთან ერთად გამორჩეულ გარემოსაც ქმნის — კაფე ვარდების ბაღში მდებარე სათბურის შენობაშია განთავსებული, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს არომატული ყავით, კოქტეილებითა და ნატურალური ღვინით გაგიმასპინძლდებიან. ხოლო იმ უპირატესობების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს, სლინკ კაფეს თანადამფუძნებელი, ნიკა ტაბატაძე, გვესაუბრა.
"საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა სლინკ კაფეს გახსნის დღიდან დავიწყეთ. ძალიან მომწონს, რომ თანხა ანგარიშზე მომენტალურად ისახება და დღის დახურვის შემდეგ ლოდინი არ გვიწევს. რაც შეეხება ციფრულ არხებს, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ძალიან კომფორტულია, ფუნქციონალებიდან კი გამოვარჩევ შაბლონების შექმნას, რომელიც თანხის გადარიცხვისა და გადახდების პროცესებს ძალიან აადვილებს. ასევე, ცალკე უნდა გამოვყო პირადი ბანკირის მომსახურება, რომელიც ძალიან კომფორტულია, ყოველთვის დროულია და ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება", — ამბობს ნიკა ტაბატაძე
ბიზნეს მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ტერმინალით სარგებლობა შეუძლიათ, რომელიც შემოსავლების ეფექტურ მართვასა და გამარტივებულ მომსახურებას გთავაზობთ. საქართველოს ბანკის 5 ტიპის ტერმინალიდან თავად შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რომელიც თქვენს საჭიროებებს ყველაზე მეტად შეესაბამება. რაც მთავარია, საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა შეიძლება შესრულდეს ნებისმიერი ტიპის ბარათით, იქნება ეს — VISA, Mastercard, American Express, Diners Club/Discovery, UnionPay, თუ JCB ბარათები, რაც მომხმარებლისთვისაც კომფორტულია.
მომხმარებელთა მიერ გადახდილი თანხა თქვენს ბიზნეს ანგარიშზე მომენტალურად აისახება, რისი კონტროლიც ბიზნეს მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი. ასევე, ტერმინალზე საქართველოს ბანკის ბარათებით გადახდისას მომხმარებლები PLUS და MR ქულებს დააგროვებენ, რაც მათთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. ტერმინალს სხვა ფუნქციონალებიც აქვს, მაგალითად, სამადლობელი, რომლის დახმარებითაც კვების ობიექტის სტუმრები მომსახურე პერსონალისთვის დამატებით გასამრჯელოს პირდაპირ ბარათიდან დატოვებენ. სლინკ კაფე საქართველოს ბანკის ტერმინალით უკვე სარგებლობს, რომლის შესაძლებლობებსაც ნიკა დადებითად აფასებს და კაფეს სამომავლო გეგმებზეც გვიყვება.
"საქართველოს ბანკის ტერმინალს ის უპირატესობა აქვს, რომ შეიძლება სამადლობლის დატოვება, ეს ფუნქცია კი ჩვენს მომსახურე პერსონალს ძალიან მოსწონს. გარდა ამისა, მიმდინარე დღის შედეგსაც მარტივად ვნახულობთ, რაც ძალიან კომფორტულია. ასევე, ძალიან მოსახერხებელია საქართველოს ბანკის ახალი Andoid ტერმინალები ეკრანით, რომლის გამოყენებაც კომფორტულია როგორც მომსახურე პერსონალისთვის, ისე მომხმარებლისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვხსნით სლინკ ფერმას, რომლის სტუმრებსაც ჩვენს ფერმაში მოყვანილი პროდუქტით გავუმასპინძლდებით. იქაც სეზონური მენიუ გვექნება და ჩვენი პურის გამოცხობასაც ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, რომ სლინკ ფერმამ სლინკ კაფეს ხარისხი კიდევ უფრო გაზარდოს", — აღნიშნა ნიკა ტაბატაძემ.
საქართველოს ბანკის ტერმინალის შეკვეთას აქ შეძლებთ. ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელი, აპლიკაციაში დარეგისტრირებასა და მის გადმოწერას ამ ბმულის დახმარებით შეძლებთ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები