ბაქოს სასამართლომ ეთნიკურად სომეხ კაცს მთიანი ყარაბაღიდან, 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ფოტო: news.az
აზერბაიჯანის სასამართლომ პარასკევს, ეთნიკურად სომეხ მამაკაცს მთიანი ყარაბაღიდან, რაშიდ ბეგლარიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
62 წლის ბეგლარიანის ბრალდება მოიცავს "ხოჯალიში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ გენოციდისა და ტერორიზმის ჩადენას“.
Turan-ის ცნობით, განაჩენში აღნიშნულია, რომ ბეგლარიანი სასჯელის პირველ ხუთ წელს ზოგადი რეჟიმის ციხეში მოიხდის, დანარჩენს კი — მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, ასევე, მოიცავს აზერბაიჯანელი ტყვეების და სხვა პირების წამებას, ასევე სხვა "სერიოზული" და სამხედრო დანაშაულების ჩადენას "და არალეგალური სომხური შეიარაღებული ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას", პირველი მთიანი ყარაბაღის ომის დროს.
მოხსენებებში ასევე აღნიშნულია, რომ რაშიდ ბეგლარიანმა დაკითხვისას აღიარა, რომ მონაწილეობა მიიღო ხოჯალის ხოცვა-ჟლეტაში, 1992 წლის თებერვალში.
Turan-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ წამების მსხვერპლი პირები იდენტიფიცირებული და მსხვერპლად აღიარებულნი არიან.
აზერბაიჯანისა და საფრანგეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, აზერბაიჯანულმა მედიამ ივნისში დაწერა, რომ ბეგლარიანის თქმით, საფრანგეთის მოქალაქეებმა მას, "დახმარების სახით", 2 მილიონი ევრო გადასცეს, ტრანსფერის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
ბეგლარიანი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში დააკავეს, რეგიონში ცხრათვიანი ბლოკადის დროს, რომელიც დეკემბერში დაიწყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ბეგლარიანს ადანაშაულებდა აზერბაიჯანიდან სომხეთში არალეგალურად გადასვლის მცდელობაში, მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და გზა აებნა.
ბეგლარიანი იყო მეორე სომეხი მთიანი ყარაბაღიდან, რომელიც იმ პერიოდში, აზერბაიჯანმა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დააკავა.
ვაგიფ ხაჩატრიანი 30 ივლისს დააკავეს, მაშინ, როდესაც ლაჩინის გამშვები პუნქტის გადაკვეთას ცდილობდა, რათა სომხეთში გულის ოპერაცია გაეკეთებინა. აზერბაიჯანმა ის მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა.
წელიწადნახევრის შემდეგ, ხაჩატრიანს მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოჯალის მახლობლად, სოფელ მეშალში აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობის ბრალდებით, რასაც ის და მისი ოჯახი უარყოფენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები