თიბისიმ “წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის“ ჯილდო მოიპოვა
ფოტო: თიბისი
თიბისიმ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე “Meliora 2024“ ორი ჯილდო მიიღო.
კონკურსის გრანპრი კატეგორიაში — “წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია“. თიბისიმ აღნიშნული ჯილდო იმ გამორჩეული საქმიანობისთვის მიიღო, რომელსაც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი გამოწვევების გადაჭრის მიზნით ახორციელებს თანამშრომლებისთვის, მომხმარებლებისთვის, გარემოსა და საზოგადოებისთვის.
თიბისი ყოველთვის აცნობიერებდა მის მნიშვნელოვან როლს საზოგადოების განვითარებაში. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია საქართველოში, თიბისი ნერგავს სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს; ხელმძღვანელობს მაღალი ეთიკური პრინციპებითა და ძლიერი შიდა კულტურით. თიბისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.
მეორე ჯილდო თიბისიმ მიიღო კატეგორიაში — “გამჭირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“. თიბისის აღნიშნული ჯილდო “2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშისთვის“ გადაეცა.
2019 წლიდან, ბიზნესის ზრდასთან ერთად, თიბისიმ მდგრადი განვითარების ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება დაიწყო. ანგარიში ყველა დაინტერესებულ მხარეს აწვდის ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას თიბისი ბანკის საქმიანობის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შესახებ. მდგრადი განვითარების პირველი ანგარიში მომზადდა გარე კონსულტანტის დახმარებით, ხოლო 2020 წლიდან ანგარიშის მომზადებაზე პასუხისმგებელია თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების (ESG) დეპარტამენტი. ანგარიში მომზადებულია გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების მიხედვით.
თიბისიმ კატეგორიაში — “გამჭირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“, გამარჯვება მეორედ მოიპოვა. პირველად ჯილდო ბანკს Meliora 2022-ის დაჯილდოებაზე გადაეცა “2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშისთვის“.
თიბისის მიერ განხორციელებული პროექტები დამატებით ორ კატეგორიაში კონკურსის ფინალისტებს შორის მოხვდა და აღიარების სერტიფიკატები დაიმსახურა. ესენია: პროექტი “თიბისი X USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, კატეგორიაში — “საზოგადოების მხარდაჭერა“ და თიბისისა და კომპანია “პოლივიმის“ თანამშრომლობა პლასტმასის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების მიზნით, კატეგორიაში — “მწვანე ინიციატივა“.
“საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი — Meliora“ ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ სამაგალითო მსხვილ და მცირე/საშუალო კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით განხორციელებული პროექტებისთვის. თიბისი კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია. იგი სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოს მფლობელად 2018-2019 და 2022 წლებშიც დასახელდა.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში? საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში?
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
კომენტარები