თეგეტა ჰოლდინგმა გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, ეკომეგობრული ინიციატივები და თეგეტას გარემოსდაცვითი პოლიტიკა - ამ საკითხებზე თეგეტა აკადემიაში დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს. მოსწავლეებს თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა შალვა ახვლედიანმა და კომპანიის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ დოლიძემ უმასპინძლეს.
შეხვედრის მთავარი მიზანი მოსწავლეების დებატების ეროვნული ტურნირისთვის მომზადება იყო, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკაზე გაიმართება და მასში ახალგაზრდები მთელი საქართველოს დებატკლუბებიდან იღებენ მონაწილეობას.
დებატების ეროვნული ტურნირი თეგეტა გრინ პლანეტისა და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს ასევე მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა კლიმატური დაპირება.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: თეგეტა გრინ პლანეტის უმთავრესი საზრუნავი გარემოს დაცვაა, რაც სპეციფიკური ნარჩენების მართვას გულისხმობს და მათ გადამუშავებასა და აღდგენას მოიცავს. მიგვაჩნია, რომ დებატების ინსტიტუტთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით გარემოზე ზრუნვისთვის. ეს პროექტი ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვით თემებზე სიღრმისეული ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო გზა იყო. შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ, პროექტი მათ გარემოსდაცვითი საკითხების უკეთ გააზრებაში დაეხმარა და უფრო მეტად დაინტერესდნენ ამ თემით. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე, რათა სამომავლოდ სწორედ თავად გახდნენ უკეთესი ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვის ინიციატორები.
დებატების ეროვნული ტურნირისთვის მზადება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და, მთელი საქართველოს მასშტაბით, 30-მდე სკოლის 400-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. რეგიონებში არსებული დებატების კლუბებიდან შერჩეულმა მოსწავლეებმა რეგიონულ ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა. მათგან შერჩეული საუკეთესო მოდებატეები კი უკვე 23 ივნისს ეროვნულ ტურნირში იასპარეზებენ. დებატების ტექნიკების გამოყენებით იმსჯელებენ თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებლებს 12 ივლისს საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლენენ.
ცნობისთვის, მასშტაბური ტურნირი პროექტის დებატები უკეთესი განათლებისთვის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანი სკოლებში დებატკლუბების შექმნა და ახალგაზრდებში დასაბუთებული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებაა.
თინათინ ცერცვაძე, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) თავმჯდომარე: დებატების ეროვნული ტურნირის მსგავსი პროექტები ემსახურება მოსწავლეებში განათლების დონის გაუმჯობესებას. ამ პროცესში „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან კომპანია მხარს გვიჭერდა მოზარდებთან მუშაობის პროცესში და გვეხმარებოდა ყველა იმ აქტუალური პრობლემის გადაჭრაში, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებთან იყო დაკავშირებული.
ძალიან შთამბეჭდავი იყო მოსწავლეებისთვის იმის აღმოჩენა, რასაც თეგეტა გარემოზე ზრუნვის მიმართულებით აკეთებს. მასალების მოძიებისა თუ ექსპერტებთან შეხვედრების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა დებატების დროს თავიანთ მსჯელობებში გამოიყენეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებმა კარგად გაიაზრეს გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობა და კიდევ უფრო კარგად შეძლებენ ამ საკითხების თავიანთ ოჯახებში, თემსა და მთელს საზოგადოებაში სათანადოდ წარმოჩენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს რეალობაში.
თეგეტა ჰოლდინგისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და განათლების ხელშეწყობა CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებებია. საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია, კომპანიამ 2022 წელს შეიმუშავა და მას თანმიმდევრულად მიჰყვება.
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
გადახედვა
-
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კომენტარები