CLAAS 500 000 კომბაინის წარმოებას აღნიშნავს
ფოტო: აგროსფერო
ინოვაციური აგროტექნიკის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია CLAAS-მა 1936 წლიდან დღემდე ნახევარი მილიონი კომბაინი აწარმოა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, კომპანია საზოგადოებას Lexion-ის, Trion-ის, Evion-ისა და Dominator-ის სერიის საიუბილეო მანქანებს წარუდგენს. ისინი განსხვავებული დიზაინით შეიქმნება და გაიმეორებს როგორც CLAAS-ის ძველი მოდელების ვიზუალურ მახასიათებლებს, ისე ახალი მოდელების დეტალებს. საიუბილეო კომბაინების ნახვას დაინტერესებული პირები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენებზე, მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში შეძლებენ.
ფოტო: აგროსფერო
"CLAAS-ის 500 000 კომბაინი წარმატების 500 000 ისტორიას ნიშნავს. გამოდის, რომ ფერმერებმა და ჩვენმა კონტრაქტორებმა ნდობა 500 000-ჯერ გამოგვიცხადეს. ეს მოვლენა CLAAS-ის თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ წარმატების მიღმა სწორედ ჩვენი გუნდი დგას", — ამბობს CLAAS-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯენ-ჰენდრიკ მორი.
CLAAS-მა კომბაინების წარმოება 88 წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა არაერთი ინოვაცია და დაეწესებინა ახალი სტანდარტები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში.
CLAAS-ის პირველი კომბაინი ბაზარზე 1936 წელს გამოჩნდა, ათი წლის შემდეგ კი შექმნა იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Super და Super Automatic სერიის მოდელები. 1972 წელს კომპანიამ საზოგადოებას Dominator წარუდგინა, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს ყველაზე მძლავრ კომბაინებს შორის დასახელდა. 1995 წელს CLAAS-მა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა Agritechnica-ზე მომხმარებელს ინოვაციური ჰიბრიდული ტექნოლოგიის მქონე Lexion 480 გააცნო, რომელმაც მისი მახასიათებლების დამსახურებით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზუსტი აგრომეურნეობის განვითარებაში.
ფოტო: აგროსფერო
CLAAS-ის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი 2013 წელს დადგა, როდესაც კომპანიამ საზოგადოებას კომბაინების გაუმჯობესებული დამხმარე ხელსაწყოები, მათ შორის ოპტიმიზაციის ელექტრონული სისტემა Cemos, წარუდგინა. Cemos-ის დახმარებით შესაძლებელი გახდა აგროპროცესების ავტომატიზაცია, რამაც აგროსამუშაოები მნიშვნელოვნად გაამარტივა. სწორედ ამ დამსახურებისთვის, ახალმა სისტემამ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
ფოტო: აგროსფერო
CLAAS-ის უახლეს კომბაინს Evion წარმოადგენს, რომელიც მისი წინამორბედების Lexion-ისა და Trion-ის გამოცდილებას ეფუძნება და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს ამ ტექნიკისთვის დამახასიათებელი უნიკალური ფუნქციები. Evion-ის მოდელები ეკონომიურობით, კომფორტულობით, მეტი სიმძლავრითა და გამძლეობით გამოირჩევა, აქვს გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფა და მრავალფეროვანი ფუნქციები.
ფოტო: აგროსფერო
CLAAS-ის კომბაინები, ტრაქტორები და სხვა დამხმარე დანადგარები მე-18 წელია, საქართველოშიც ხელმისაწვდომია. მისი ოფიციალური წარმომადგენელი ქვეყანაში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფეროა.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები