გარდამტეხი წერტილი ჟურნალისტიკისთვის — როგორ ემსახურება მედია საზოგადოებას კრიზისების ფონზე
ფოტო: International Press Institute
2024 წლის 22-24 მაისს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართა IPI მსოფლიო კონგრესი და მედია ინოვაციის ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მთელი მსოფლიოდან ჩასულმა მონაწილეებმა ჩვენი დროების უმთავრეს გამოწვევებზე ისაუბრეს.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ღონისძიებების მთავარი თემა იყო ერთმანეთთან გადაჯაჭვული კრიზისები, როგორიცაა ეკონომიკური უთანასწორობა, ომები და გეოპოლიტიკური კონფლიქტები, დეზინფორმაციის გავრცელება და გაღრმავებუოლი პოლარიზაცია, რაც დამოუკიდებელი მედიის როლზე ახდენს გავლენას.
მედია — ინდუსტრიის მომავლის განმსაზღვრელი ტენდენციები
ინდუსტრიის ამჟამინდელ მდგომარეობას შეგვიძლია იდეალური შტორმი ვუწოდოთ. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი (AI) არაერთ პრობლემას ქმნის, მაგრამ, მეორე მხრივ იმედისმომცემი პროდუქტია. ამავდროულად, ჯამური ციფრული რეკლამის ხარჯის თითქმის ნახევარი გუგლზე და მეტაზე მოდის.
მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, ჟურნალისტიკისთვის ერთი, მდგრადი ბიზნეს-მოდელი არ არსებობს, ამიტომ რეკლამიდან მიღებული შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა.
უფრო და უფრო იზრდება იმ ჯგუფების რაოდენობა, რომელბსაც ახალი ამბების გამოშვებები ვეღარ ფარავს. ეს ყველაზე მკაფიოდ ადგილობრივ მედია ორგანიზაციებს დაეტყო. ტრადიციული ბიზნეს-მოდელების კრახი კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა სირთულეებმა დაამძიმა.
უსაფრთხოების ზომები და სიტყვის თავისუფლება ჯერაც პრობლემურ საკითხებად რჩება. ადამიანის უფლებების საბჭოს რეზოლუცია ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ შეიცავს ჟურნალისტების უფლებებისა და სიცოცხლის დაცვისთვის აუცილებელ სამ პრინციპს - აღკვეთა, დაცვა, აღსრულება. ამ ელემენტების მნიშვნელობა კარგად ჩანს მაგალითად საქართველოში, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას მძიმე დროება უდგას.
IPI, პრესის თავისუფლებაზე მომუშავე და ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკავშირს, რათა მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ასევე ცნობილი, როგორც უცხოელი აგენტების კანონი და შექმნას უსაფრთხო პირობები მიმდინარე დემონსტრაციების გამშუქებელი ჟურნალისტებისთვის. ეს კანონპროექტი იმეორებს რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში მიღებულ ნორმას, რომელიც პირდაპირ ზღუდავს ოპოზიციას და ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, არ გადაუხვიოს ევროკავშირის გზიდან და უარი თქვას ამ კანონის მიღებაზე.
ფოტო: International Press Institute
თანამშრომლობის ძალა
აღნიშნული საკითხების განხილვა მრავალი საათის განმავლობაში გაგრძელდა. პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ საშუალებად მიჩნეულ იქნა საზღვრებშორისი თანამშრომლობა და ერთმანეთის მხარდაჭერა გამოძიებაში. ჩვენ ვესაუბრეთ ტიმოთი ლარგს, IPI-ს დამოუკიდებელი მედიის პროგრამების დირექტორს, რომელიც ევროკავშირის მონაწილეობით დაფუძნებული პროგრამის, საგამომძიებლო ჟურნალისტიკა ევროპისთვის (IJ4EU) მუშაობაზეც არის პასუხისმგებელი.
მისი აზრით, მსგავსი პროექტები ჟურნალისტების გაერთიანებას უწყობს ხელს. არსებობს ამბები, რომლებიც საზღვრებს შიგნით ვერ ეტევა, მაგალითად ორგანიზებული დანაშაული, უსაფრთხოების საკითხები, გარემოს დაცვის პრობლემები ან კორუფცია. ასეთ შემთხვევებში თანამშრომლობა აუცილებელია, რადგან ორგანიზაციების უმეტესობას საერთაშორისო დონეზე მაუწყებლობის საშუალება არ აქვს. — აცხადებს ტიმოთი ლარჯი.
IJ4EU გამოძიების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში მიღებულ აპლიკაციებს შორის არაერთი საკითხი იყო დაფიქსირებული, თუმცა კონკრეტული ტენდენციები მაინც გამოიკვეთა.
ასეთი ტენდენციაა მაგალითად ის, რომ უკრაინა ისევ ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოდ რჩება. მიხარია იმის დანახვა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, უკრაინა, სრულიად სამართლიანად, მაინც ყურადღების ცენტრშია. სავარაუდოა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ვიხილავთ არაერთ ამბავს უსაფრთხოების, რუსული დეზინფორმაციის ქსელებისა და მათთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. კიდევ ერთი მძლავრი ტენდენციაა გარემოს დაცვა. ამბები კლიმატისა და დაბინძურების შესახებ ხშირად ევროპას ცდება და გლობალურ პრობლემად ისახება. — აგრძელებს ტიმოთი ლარჯი.
გუნდებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, სულ მცირე ორ ევროპულ ქვეყანაში ჰყავდეთ წევრები, რომლებიც სრულად იქნებიან ჩართული ევროკავშირის კრეატიული ევროპის პროგრამის სექტორთშორის მიმართულებაში. ეს ნიშნავს, რომ თუკი ეს პროექტები უკრაინასა და საქართველოში დაინერგება, კრეატიული გუნდის წევრობა სხვა ქვეყნებსაც შეეძლებათ.
გამოძიების მხარდაჭერის სქემის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, 34 გუნდს ჰყავს სულ მცირე ერთი ჟურნალისტი უკრაინაში, 14 გუნდს საქართველოში, 4-4 გუნდს კი მოლდოვასა და სომხეთში. მომდევნო ქოლი 2024 წლის სექტემბრისთვის არის დაგეგმილი; ინსტრუქციების გაცნობა IJ4EU-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
ადგილობრივი ჟურნალისტიკა გარემოს შესაცვლელად
რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, მედია საშუალებები არაერთი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდნენ. უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტებისთვის პირობები უკვე საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ უმთავრეს სადარდებლად ადგილობრივი მედიის გადარჩენის საკითხი იქცა.
ადგილობრივი მედიის განვითარების სააგენტოს ABO-ს ხელმძღვანელი ლერა ლაუდა ყურადღებას საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელბოაზე ამახვილებს.ახლა უკრაინულ ადგილობრივ მედიას საშუალება აქვს მედიასა და ადგილობრივ აუდიტორიას შორის ნდობა ჩამოაყალიბოს. — ამბობს ის.
ვიქტორ პიჩუგინი არის მედია-ჯგუფ Nakipilo-ს რეპორტიორი, რომელიც ხარკოვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს. მისი თქმით უკრაინელი ჟურნალისტები დღეში 20 საათის განმავლობაში მუშაობენ და მათ უფრო და უფრო მეტი რამ სჭირდებათ. ამავდროულად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია აუდიტორიამდე მივიტანოთ განმარტებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავრობა მათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად საკმარის ინფორმაციას არ აწვდის. — ხაზს უსვამს ადგილობრივი მედიის როლს ლერა ლაუდა.
მაგალითად, ლვოვის მედია ფორუმ ABO-სთან და მედიის განვითარების ფონდთან ერთად DW Akademie-ის MediaFit პროგრამამ მოახერხა დახმარებოდა და ფინანსური გრანტები მოეძიებინა 42 მედია საშუალებისთვის, რის დახმარებითაც მათ დაფარეს ძირითადი ხარჯები და განაგრძეს მაუწყებლობა. MediaFit დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ. მეტიც, ევროკავშირის მხარდაჭერის დახმარებით, უკრაინელ ჟურნალისტებს და ადგილობრივ მედია საშუალებებს შეუძლიათ გამოიყენონ DW Akademie-ს კონტენტის შექმნის ძირითადი ინსტრუმენტი — კრეატორების ფონდი.
მედიის ძირითადი გამოწვევები კრიზისის დროს
აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებმა დაასახელეს ძირითადი გამოწვევები, მათ შორის არასაკმარისი დაფინანსება, ფიზიკური საფრთხე და მედია-მენეჯმენტის გამოცდილების ნაკლებობა. ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით, უკრაინელ ჟურნალისტებს ესაჭიროებათ მაგალითად გენერატორები და ინტერნეტ-კავშირი, რათა დაბომბვის დროს ელექტრო-ენერგიის შეწყვეტის მიუხედავად მუშაობა შეძლონ.
თანამედროვე ტექნოლოგიის ხანაში მედია სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. JournalismAI-ს 2023 წლის გამოკითხვის მიხედვით, გამოიკვეთა ორი მიმართულება, რომელშიც AI განსაკუთრებული სიხშირით გამოიყენება - ნიუსების მომზადება და გავცელება. მედია ინდუსტრია ჯერაც ცდილობს გადაწყვიტოს AI გაუმჯობესებული პროდქტიულობის მისაღწევი საშუალებაა, თუ სამსახურის დაკარგვის საფრთხე.
EaP მედიის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია დონორების საზოგადოება. მედია ორგანიზაციებისთვის უმთავრეს დაბრკოლებას მდგრადობის შენარჩუნება წარმოადგენს.
როდესაც ფინანსური კრიზისი იქნება, ეს აფერხებს მედიის შესაძლებლობას ემსახუროს საზოგადოების საჭიროებებსა და შეინარჩუნოს სარედაქციო დამოუკიდებლობა, - აცხადებს სილა მაკეიბი, იუნესკოს კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სტრატეგიებისა და პოლიტიკის მრჩეველი.
დაბოლოს, მსხვილმასშტაბიან დეზინფორმაციასთან ბრძოლა ჩვენი დროის ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ, ჟურნალისტურ და სოციალურ გამოწვევად რჩება. ამ ბრძოლის შედეგი დიდწილად განაპირობებს როგორი იქნება მომავლის მსოფლიო. პრობლემის მოგვარება რთულია, თუმცა მედიას კრიტიკული როლი ენიჭება, რადგან მას ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია.
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
კომენტარები