აზერბაიჯანი მიტოვებულ ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობას სექტემბრიდან დაასახლებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო სექტემბერში აპირებს მიტოვებულ ქალაქში, სტეფანაკერტში (ხანკენდი) ხალხი დაასახლოს.
ამის შესახებ მან ხოჯალიში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის შეხვდა აზერბაიჯანელ ოჯახებს, რომლებიც ყარაბაღის პირველი ომის დროს დევნილებად იქცნენ, ახლა კი ქალაქში დაბრუნდნენ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ალიევმა, ასევე, განაცხადა, რომ მზადდება აღდამ-ხანკენდის რკინიგზის რეკონსტრუქციის პროექტი.
"აქედან შეგეძლებათ წასვლა ნებისმიერი მიმართულებით — ხანკენდიდან, ხოჯალიდან. ბაქოში და დასავლეთით, განჯაში... ახლა ჩვენ ვაფართოებთ აღდამის, ასკარანისა და ხანკენდის გზებს”, — თქვა მან.
მან, ასევე, განაცხადა, რომ ყარაბაღის უნივერსიტეტი, ყოფილი არცახის უნივერსიტეტი, სტეფანაკერტში სექტემბერში გაიხსნება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ გაუკეთებია შემდგომი განცხადებები სტეფანაკერტის დასახლების გეგმების შესახებ, ქალაქი მას შემდეგ დაცარიელდა, რაც მოსახლეობა სომხეთში გაიქცა, 2023 წლის სექტემბერში, რეგიონის აზერბაიჯანისთვის დანებების შემდეგ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის უნივერსიტეტების სტუდენტებსა და მასწავლებლებს უკვე ეუბნებიან, რომ მათ მთიან ყარაბაღში გადაიყვანენ.
არაზ ალიევმა, პროდემოკრატიულმა აქტივისტმა, თქვა, რომ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე მასწავლებელს და კურსდამთავრებულს სტეფანაკერტში "იძულებით" გაგზავნიან.
ყარაბაღის უნივერსიტეტი ოფიციალურად დარეგისტრირდა 2023 წლის ნოემბრის ბოლოს.
სომხურმა აკადემიურმა პლატფორმამ Monument Watch, რომელიც ორიენტირებულია მთიან ყარაბაღში კულტურულ მემკვიდრეობაზე, უნივერსიტეტის შენობის მითვისებას უწოდა "აზერბაიჯანის მიერ სომხური კვალის აღმოფხვრის პროგრამული პოლიტიკის კიდევ ერთი ეტაპი".
მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტმა უკვე აირჩია ფაკულტეტების დეკანები.
პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა და პრაღის კარლის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ბაჰრუზ სამადოვმა თქვა, რომ აზერბაიჯანის მიერ ამ პროექტების განხორციელება არის "ნაციონალისტური განვითარების“ ჩვენება, რომლის მიზანია მისი ყოფილი სომხური ადმინისტრაციის დაჩრდილვა.
"ამგვარ ისტორიოგრაფიულ პრაქტიკაში არ არსებობს ინკლუზიურობა: ყარაბაღის სომხურ ისტორიას, ყოველ შემთხვევაში, თანაცხოვრების პერიოდში, აღარავინ ახსენებს“, — თქვა მან. "უნივერსიტეტის გახსნა არანაირ ინკლუზიურობას არ გულისხმობს, მისი ერთადერთი მიზანია დაამტკიცოს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა“, — განუცხადა მან OC Media-ს.
ალიევის განცხადება არის მთავრობის ძალისხმევის ნაწილი, დასახლებულიყო ტერიტორიები, რომლებიც მის კონტროლს ექვემდებარება 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომისა და გასულ წელს მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციის შემდეგ.
წელს ფინანსთა სამინისტრომ გამოყო 7,8 მილიარდი დრამი (4.6 მილიარდი აშშ დოლარი) მთიანი ყარაბაღის რეკონსტრუქციისა და აღდგენის პროექტებისთვის, მოგვიანებით კი, ალიევის დირექტივით, 9.9 მილიარდი დრამით (5,8 მილიარდი დოლარი) შეიცვალა.
აზერბაიჯანის ბიუჯეტში არ არის მითითებული, რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო მთიანი ყარაბაღის განსახლებისთვის.
აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ დაახლოებით, 105 ოჯახი, ანუ 406 ადამიანი დასახლდა შუშაში (შუშში), ხოლო 1727 ოჯახი მთიანი ყარაბაღის სხვა ტერიტორიებზე.
ალიევმა 2022 წლის ნოემბერში გამოსცა ბრძანებულება, რომ 2026 წლისთვის მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე 34 000-ზე მეტი ოჯახი — დაახლოებით, 140 000 დევნილი დასახლებულიყო, პროგრამის "დიდი დაბრუნების" ფარგლებში.
როგორც პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა და ერევნის დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ტიგრან გრიგორიანმა განუცხადა CivilNet-ს, ყველას დაავიწყდა ფაქტი, რომ მთიან ყარაბაღში სომხური მოსახლეობა არსებობდა.
მისი თქმით, უცხოელი დიპლომატების, მათ შორის, დასავლელი დიპლომატების ვიზიტები მთიან ყარაბაღში და რუსეთის მიერ რეგიონში საკონსულოს გახსნის შესახებ ცნობები ადასტურებს, რომ აზერბაიჯანმა "სრულიად მიაღწია ამ შესაძლო საერთაშორისო რეაქციის განეიტრალებას“.
ის მტკიცებით, ერევანიც არის დამნაშავე იმაში, რომ არ გააკეთა კომენტარი აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში სოფლების და ქრისტიანული სომხური მემკვიდრეობის კვალის წაშლის შესახებ.
კითხვაზე, როგორ შეიძლება იქონიოს გავლენა აზერბაიჯანის დასახლების პროგრამებმა სომხეთთან მშვიდობის მშენებლობაზე, სამადოვმა თქვა, რომ ბაქო არ არის დაინტერესებული მთიან ყარაბაღში სომხებთან თანაცხოვრებით.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
კომენტარები