საია: ხარაზიშვილი ავრცელებს ძალადობრივი პრაქტიკების მუქარას, რასაც ძალადობის წამახალისებელი ეფექტი აქვს
მოკლედ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, საჯაროდ ავრცელებს ძალადობრივი პრაქტიკების მუქარას, რასაც, სამართალდამცავთა მხრიდან, ძალადობის წამახალისებელი ეფექტი აქვს.
- "ხარაზიშვილმა, ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს და ამისთვის წინასწარ შედგენილი სია არსებობს", — წერს საია.
დეტალები: საიას თქმით, ხარაზიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსული კანონის მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად, ხელისუფლება უკანონო და ადამიანის ღირსების შემლახავ, ძალადობრივ მეთოდებს მიზანმიმართულად იყენებს.
- "განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ რუსული კანონის ინიციირების შემდეგ, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის არაერთ შემთხვევას".
- საია აღნიშნავს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მსგავს შემთხვევებს ადეკვატურ სამართლებრივ კვალიფიკაციას არ აძლევს და გამოძიებას ყოველთვის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წარმართავს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს
- შინაგან საქმეთა სამინისტროს — უარი თქვას ძალადობრივ და ადამიანის უფლებების დამრღვევ პრაქტიკაზე, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება და დემონსტრანტების ფიზიკური უსაფრთხოება.
- შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს — არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები: "შევახსენებთ მათ, რომ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულებების შესრულება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს".
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, რაც, მათ შორის, გამოიხატება ძალადობის შემთხვევებისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემაში.
- "გამოიკითხოს ზვიად ხარაზიშვილი და ჩატარდეს მისი განცხადების საპასუხოდ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", — წერს საია.
კონტექსტი: დღეს, 28 მაისს, პარლამენტთან იმყოფებოდა სპეცრაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება).
- ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებდა თუ არა დღესაც სპეცრაზმი ახალგაზრდების ცემას, ხარაზიშვილმა თქვა, რომ "ის არ სცემს ახალგაზრდებს, არამედ სცემს არაკაცებს და აქვს სია".
- ასევე, ხარაზიშვილმა თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც 1-ელ მაისს სცემეს, უარესი ელის: "ყველა სცემს თავის თავს... ხაბეიშვილს უარესი... [ელის]".
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
კომენტარები