საბა ბრაჭველი

24 May. 2024, 15:20

ეს პოსტი ეძღვნებათ პოლიციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს.

მეგობრებო, სენატში ინიციირებული სანქციების კანონპროექტში თქვენი სამსახურები სახელდებით არის მოხსენიებული. პარლამენტისა და მთავრობის წევრების გარდა, სწორედ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების დასანქცირებას ითვალისწინებს ეს პროექტი. თუ გაიგეთ ამის შესახებ? და თქვენი აზრით, ვის ინფორმაციას დაეყრდნობა სენატი სანქცირების სიის შედგენისას?

თქვენ გვცემდით, ბოლო კვირები, თვეებიც. პლაკატებს აკრავდით, ეხმარებოდით ხალხის დაშინებაში, ლაიქების მოგროვებაში, ყველაფერში, რასაც გეტყოდნენ. ჩვენ ხელს არ გიბრუნებდით. ჩვენი პასუხი ძალადობა არ იქნება. ჩვენი პასუხი იქნება ის, რომ თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ ამ ქვეყნის რუსულ კუბოდ გადაქცევაში მონაწილეობას, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენივე გათხრილ სამარეში მოგიწევთ ცხოვრება თქვენც და თქვენს ოჯახებსაც. ვეღარ გაიქცევით.

სიაში პირობითი ირაკლი ღარიბაშვილის შეტანაზე სენატორები შეიძლება ორჯერ დაფიქრდნენ. თქვენზე არავინ დაფიქრდება. იქნებით სანქცირებული ინდივიდი N1037 და ამით დასრულდება ყველა თქვენი გეგმა ბ. პარლამენტარებს და თქვენს უფროსებს აქვთ ფული, მიხედავენ თავს. თქვენ რას აპირებთ?

მეგობრებო, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. ნუღარ დაეხმარებით უკანონობაში, თორემ გამჭვირვალობა და დანაშაულების სააშკარაოზე გამოტანა სინამდვილეში ზუსტადაც ჩვენი, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მთავარი იარაღია. უბრალოდ, ამჯერად ეს ნოდარ მელაძის გადაცემაზე ბევრად, ბევრად უფრო მტკივნეული ფორმით განხორციელდება.

მეგობრებო, ეს ქვეყანა გარუსების რეალური საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ ხუმრობების დრო დასრულდა. დაფიქრდით საკუთარ მომავალზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  3. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  4. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
  5. სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია

დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, საქართველომ რუსეთის არმიიდან დეზერტირ ვლადისლავ ტატარინცევს ერთწლიანი საერთაშორისო…