აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
აზერბაიჯანელ ეკონომისტს და პოლიტიკურ აქტივისტს, გუბად იბადოღლუს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
პროსამთავრობო საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, ნარიმანოვის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ორშაბათს შუადღისას მიიღო.
იბადოღლუ არის ხელისუფლების ცნობილი კრიტიკოსი და ანტიკორუფციული კამპანიის წარმომადგენელი, ის ლონდონის ეკონომიკის სკოლის უფროსი მოწვეული თანამშრომელია.
იბადოღლუს ჯანმრთელობის ბევრი სერიოზული პრობლემა აქვს, მათ შორის, დიაბეტი და გულის დაავადება. ოჯახის ინფორმაციით, ბოლო კვირებში და თვეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რადგან მას არ უწევდნენ სათანადო სამედიცინო დახმარებას.
მისმა შვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ იბადოღლუს მდგომარეობა მალე კრიტიკული იქნებოდა, თუ არ იქნებოდა უზრუნველყოფილი საჭირო სამედიცინო დახმარება.
იბადოღლუ დააკავეს 2023 წლის 23 ივლისს, ხელისუფლების თქმით, თურქი სასულიერო პირის, ქვეყნიდან გადასახლებული ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერების მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. გიულენს თურქეთი 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
მას შემდეგ იბადოღლუ წინასწარ პატიმრობაშია.
მას, თავდაპირველად, ბრალად ედებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ყალბი ფულის, ან ფასიანი ქაღალდების წარმოება, შეძენა ან გაყიდვა. მოგვიანებით ბრალი წაუყენეს რელიგიური ექსტრემისტული მასალების მომზადებაში, შენახვაში ან გავრცელებაში.
მისი თანამოაზრეები, ასევე განიცდიდნენ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას.
იბადოღლუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ფართოდ განიხილებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფების მიერ პოლიტიკურად მოტივირებულად, Amnesty International ამტკიცებდა, რომ ის დააკავეს "გამოგონილი ბრალდებებით, აშკარა შურისძიების მიზნით, ხელისუფლების კრიტიკის გამო".
იბადოღლუ 2014 წლის შემდეგ, როდესაც მთავრობამ გაყინა მისი ანგარიშები ეკონომიკური კვლევის ცენტრთან და მიერ დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ძირითადად, ემიგრაციაში ცხოვრობდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები