დამწერლობის ცნება ფართოა და ის მხოლოდ ენის ბგერით ელემენტებს არ მოიცავს. ის გვხვდებოდა ნახატებისა და გრაფიკული სიმბოლოების სახითაც.

ადამიანს დამწერლობა ერთბაშად არ შეუქმნია, ის დროთა განმავლობაში და საჭიროებებიდან გამომდინარე ვითარდებოდა. თავიდან უნდა ყოფილიყო სიმბოლიკა და უკვე დროსთან ერთად გაჩნდა ის, რასაც დღეს ჩვენ დამწერლობას ვეძახით.

ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმა შექმნეს. ეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, რამაც ადამიანის ფიქრები უკვდავყო. თუმცა, დღეს ამით აღარ ვკმაყოფილდებით და ჩნდება შეკითხვა, რა იქნება ციფრულ სამყაროში და როგორ ფორმას მიიღებს მომავალში დამწერლობა?

პოდკასტში დამწერლობის ისტორიაზე, ევოლუციასა და მომავალზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია გამომცემელი, მამუკა ხანთაძე.

SoundCloud

PodBean

Spotify

Google Podcasts

Apple Podcasts