Tbilisi Pride

29 Mar. 2024, 18:26

ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ ლგბტქი საკითხებით მანიპულირების სრულიად უღირსი მცდელობები, რომლებმაც მრავალი ჩვენგანის სხეულებზე გადაიარა, ქვეყნიდან განდევნა თემის უამრავი წევრი, ხოლო ქვეყანაში დარჩენილები სიღარიბისთვის, ძალადობისთვის, ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობისთვის გაწირა.

სწორედ ამ ტენდენციის ნაწილია მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი რიტორიკაც. ამგვარი არაჰუმანური სტრატეგიების მიზნებიც ცხადია: ხელისუფლებამ გადაფაროს ის რეალური პრობლემები, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის, მათ შორის, ქვიარ თემისთვის, საერთოა — სიღარიბე, უმუშევრობა, ემიგრაცია, ბავშვთა შიმშილი, კორუფცია, გაჩანაგებული და სტიქიების ეპიცენტრად ქცეული გარემო, კლანური სასამართლო, რუსული გავლენები, დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე და სხვა.

ახლა, როდესაც სახელისუფლებო პარტიას ქართველი ხალხისთვის რეალური პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება არ შეუძლია, მან წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია, რადგან მისი ერთადერთი შანსი საზოგადოების გახლეჩასა და კონკრეტული ჩაგრული ჯგუფების დემონიზებაზე გადის — ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკოსები სკამებს ებღაუჭებიან, რეალური ადამიანების გაწირვის ფასად. ამ პროცესში კი ზიანდება არამხოლოდ ქვიარ თემი, არამედ მთელი საზოგადოება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც სიძულვილით ნაკვები პოლიტიკის პირობებში ემიგრაციის გარდა თვითგადარჩენის სხვა გზა აღარც რჩება.

ვხედავთ თემის წევრებსა და ფართო საზოგადოებაში გაზრდილ სტრესს, წუხილსა და შფოთვას. გვსურს გითხრათ, რომ ამ გრძელვადიან ბრძოლაში თქვენს სამსახურში ვართ.

ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიღწევისთვის მუხლჩაუხრელ შრომას. ქვიარ ადამიანების სათქმელს, მათ გამოწვევებსა და გამოცდილებებს მივიტანთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გულებამდე. მოვიკრებთ მოკავშირეებს და ავაშენებთ სოლიდარობის ხიდებს სხვა უმცირესობებთან და დაუცველ ჯგუფებთან.

იმისთვის, რომ თემი დავიცვათ პოლიტიკური ჰომოფობიისგან და გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვა, თქვენი დახმარება გვჭირდება. გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს სათემო შეხვედრებში, დისკუსიებში და თქვენი შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით ჩაერთოთ პროცესებში.

რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!

— წერია "თბილისი პრაიდის" განცხადებაში. ამით ეხმიანებიან "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ კანონპროექტს, რომელიც საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს.

მოქმედ, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას არ ფლობს. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მათ დასჭირდებათ საკონსტიტუციო წარმომადგენლობა მომდევნო, 2024 წლის პარლამენტში — მინიმუმ, 113 დეპუტატი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…