ეროვნული ფეხბურთი - 211 მილიონიანი მუდმივი წარუმატებლობა
ფოტო: VOA
2017-18 წლების ევროპული საკლუბო ფეხბურთი ოთხი ქართული კლუბისთვის (სამტრედია, ქუთაისის ტორპედო, საჩხერის ჩიხურა და ბათუმის დინამო) პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზუსტად ერთ თვეში, დასრულდა: რვა თამაში, არცერთი მოგება, ერთი ფრე, შვიდი წაგება, ორი გატანილი და 21 გაშვებული ბურთი.
ევროპულ სარბიელზე ქართული გუნდებისგან აქამდეც არაერთი სიმწარე გვახსოვს (1997 ბაიერი-დინამო 6:1; 1998 ცრვენა ზვეზდა-კოლხეთი 7:0, 1999 ლოკომოტივი-პაოკი 0:7, 1999 აეკ-ტორპედო 6:1, 2001 ტრუა-ვით ჯორჯია 6:0, 2004 ვით ჯორჯია-ვისლა 2:8, 2010 ვით ჯორჯია-ბანიკი 0-6, 2016 გაბალა-სამტრედია 5:1), თუმცა წლევანდელი სეზონი, მაინც "საკონტროლო გასროლად", სრულ კრახად შეიძლება შეფასდეს.
პოლონურმა "იაგელონიამ" ბათუმის "დინამო" დაბომბა 4:0
ფოტო: VOA
პირველად, 1993 წლიდან, ქართულმა კლუბებმა ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ერთი მატჩიც ვერ მოიგეს. კრიტიკას ვერ უძლებს ნაჩვენები თამაშის ხარისხიც (2017 ტრენჩინი - ტორპედო 5:1, 3:0; ყარაბაღი - სამტრედია 5:0, 1:0; იაგელონია - ბათუმი 1:0, 4:0, ალტახი-ჩიხურა 1:0, 1:1), რომელიც მოყვარულ ფეხბურთელთა დონეს თუ შეესაბამება.
ეს შედეგები, არც მიიქცევდა ყურადღებას, რომ არა საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის თებერვალში დამტკიცებული ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში, 2021 წლამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 211 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამ თანხიდან 40 მილიონ ლარზე მეტი უკვე გახარჯულია.
211 126 949 ლარი - ამდენი გვიჯდება ქართულ ფეხბურთის დაფინანსება
ფოტო: VOA
ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ, ზოგადად, პროფესიული სპორტის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან არასწორია. ამ შემთხვევაში მთავრობა გადამხდელების ფულს პირდაპირ "წარუმატებლობაში" ხარჯავს, სახელმწიფო პროგრამის შეფასების კრიტერიუმი კი ბუნდოვანია:
"კომერციულ სისტემაში თუ რაღაცა წარმატებული არ არის, მას უბრალოდ მომხმარებელი არ ჰყავს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ამ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო დაფინანსებაა, ეს ნიშანი არ მუშაობს.
სწორედ ამიტომ არის, რომ ამ წაგებული თამაშების მერე ვიღაცები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ეს ფული საკმარისი არ არის".
მისი თქმით, ეს არ არის მოტივი, რომელიც ფეხბურთს განავითარებს. მეტი ფულის გამოყოფა ახლა ნიშნავს, რომ წარუმატებლობა უფრო მეტად დაფინანსდება:
"ჩემი აზრით, ამ ტიპის დაფინანსების მომხრეების და ასეთი სახელმწიფო პროგრამების ავტორების ამოცანა სინამდვილეში სულაც არ არის ფეხბურთის განვითარება, მათი რეალური ამოცანა ე.წ Leader Team-ის შემოსავლების უზრუნველყოფაა".
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა საქართველოში ფეხბურთის განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად, თავდაპირველად, 265,7 მლნ ლარი გაწერა, თუმცა, 2017 წლის პირველ ივნისს, მთავრობამ პროგრამიდან საფეხბურთო ინფრსტრუქტურის მოწესრიგების ხარჯი - 54 მილიონზე მეტი ამოაგდო და პროგრამა 211 მილიონამდე შეამცირა.
სლოვაკური "ტრენჩინი" ქუთაისის "ტორპედოს" ორჯერ გადაახტა - 5:1 და 3:0
ფოტო: VOA
2021 წლამდე, 211 მილიონიდან 197,6 მილიონი ლარი მხოლოდ საფეხბურთო კლუბების საბაზისო დაფინანსებაზე, ფინანსურ სტიმულირებაზე, საპრიზო და პრემიალურ ფონდზე დაიხარჯება, ანუ საბიუჯეტო თანხების უდიდესი ნაწილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხელფასებზე, პრემიებზე, მგზავრობაზე, სტადიონის იჯარასა და შეკრებებზე მიდის.
მაშინ, როცა მასობრივი სახის საფეხბურთო ღონისძიებებსა და ქართული ფეხბურთისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან - საფეხბურთო განათლების ხელშემწყობ პროგრამებზე მხოლოდ 13 მილიონია გამოყოფილი.
პროგრამის ეფექტურ განხორციელებაზე პასუხისმგებელი სპორტის სამინისტრო, ფეხბურთის ფედერაცია და აიპ ფეხბურთის განვითარების ფონდია, რომლის გამგეობაშიც სპორტის მინისტრი ხეჩიკაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ქართული ოცნების დეპუტატი კობიაშვილიც არიან.
რა შედეგი გვაქვს პროგრამის ამოქმედებიდან წელიწადნახევრის შემდეგ? ქართულ კლუბებს კვლავ არ ჰყავთ არც კერძო სპონსორები და არც მაყურებელი. სტადიონებზე ისევ არ იყიდება ბილეთები და ატრიბუტიკა. დაბალი დონის ქართული ფეხბურთი არ აინტერესებს არც ბიზნესს და არც ტელევიზიას, შესაბამისად, არ არის რეკლამა და კერძო ფულის მოძრაობა.
ეროვნულ ჩემპიონატს მაყურებელი ისევ არ ჰყავს
ფოტო: VOA
გარანტირებულმა სახელმწიფო დაფინანსებამ აჩვენა, რომ ქართული კლუბების მესვეურების უმრავლესობას ურჩევნია, თვის ბოლოს საბანკო ბარათზე ხელფასი დროულად ჩაერიცხოს ან უცხოურ შეკრებაზე მაღალი კლასის სასტუმროში იცხოვროს, ვიდრე კლუბის სტრატეგიული განვითარების გზებზე იფიქროს; მრავალწლიანი გეგმის ნაცვლად ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმოს და შტატები გაბეროს; კარგი უცხოელი ლეგიონერის, მენეჯერის, მწვრთნელის ან სპონსორის ძებნას - ნათესავი, ახლობელი, მეზობელი და ძმაკაცი დაასაქმოს, რომელსაც ბიუჯეტის ხარჯზე, მაღალ ხელფასს დაუნიშნავს.
შეშელიძის აზრით, თავიდანვე ჩანდა, რომ მთავრობის პროექტი „პროფესიული ფეხბურთი გადამხდელების ხარჯზე“ უტოპია იყო, ბოლო ორმა წელიწადმა ეს შეხედულება კიდევ უფრო გაამყარა.
„დაიხარჯა ხომ ამხელა ფული? სად არის შედეგი? არ არის შედეგი. არც ნაკრების, არც კლუბების, არც ასაკობრივების დონეზე. ჩვენ გვინდა ფეხბურთი და გვინდა ვიღაცას წავართვათ ეს ფული და ვაძლიოთ ფეხბურთელებს, რომლებსაც შედეგი არა აქვთ?! რბილად რომ ვთქვათ, ეს არ არის სწორი მოდელი," – ამბობს შეშელიძე.
მისი აზრით, თანამედროვე ევროპული ფეხბურთის მისაღწევად სფერო მთლიანად კომერციული უნდა გახდეს:
"თუ ამ ჯანმრთელ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ნამდვილად შეუძლიათ ფეხბურთის თამაში, მათ გარანტირებული ხელფასი კი არ უნდა ერიცხებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საკუთარი ოფლით უნდა გამოიმუშაონ ეს ფული.
ფულის გამომუშავება კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია შედეგები დადონ. ხომ არ შეიძლება, სამსახურში შეინახო ცუდი თანამშრომელი? და რატომ უნდა ვინახოთ ჩვენი ჯიბიდან ეს ადამიანები?“
ევროპაში ნაჩვენები კატასტროფული შედეგის მიუხედავად, არცერთი წაგებული ქართული კლუბის პრეზიდენტს ან მთავარ მწვრთნელს თანამდებობის დატოვება არ უფიქრია.
საქართველოს ჩემპიონის სამტრედიის მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ, რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანულ ყარაბაღთან განადგურების შემდეგ (0-5, 0-1), სრულიად მოულოდნელად განაცხადა, რომ "ულოცავს იმ ქართველებს, რომლებსაც მისი გუნდის წაგება გაუხარდათ".
სწორედ "იმ ქართველების" ჯიბიდან, რომლებსაც ასე "გაუხარდათ წაგება", ან საერთოდ არ უწყიან სამტრედიის ან ჩიხურას არსებობის შესახებ, თვის ბოლოს, სახელმწიფო ისევ ამოიღებს ფულს, რომ სამტრედიის ენამოსწრებულ მწვრთნელს, ფეხბურთელებსა და სხვა ქართული საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს ხელფასი და პრემია არ დაუგვიანდეთ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები