ბიზნესკურსი — საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ბიზნესისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
რა სჭირდება ბიზნესს განვითარებისთვის? — ამ შეკითხვაზე სხვადასხვაგვარ პასუხს მიიღებთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ საწყისი კაპიტალია მნიშვნელოვანი, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ინოვაციური პროდუქტის ან სერვისის იდეით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუმცა გრძელვადიანი წარმატების ფორმულად მაინც უწყვეტი განათლება რჩება და ამაზე იშვიათად თუ დავობენ.
რა არის ბიზნესკურსი?
განათლებაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ გამოწვევად მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის რჩება, რადგან ისინი რესურსებში შეზღუდული არიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის უფასო შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა შექმნა. ამგვარად, თუ მანამდე ბიზნესები ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების თუ სხვა მიმართულებების შესახებ ცოდნას პრაქტიკიდან აგროვებდნენ, ახლა მათ ამ კუთხით განათლების მიღება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი კურსებიდან შეუძლიათ. შედეგად კი დროსა და რესურსებს მნიშვნელოვნად ზოგავენ.
"ჩვენ მივხვდით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დამატებითი ცოდნით გაძლიერება და საგანმანათლებლო რესურსებთან ხელმისაწვდომობა მშობლიურ ენაზე სჭირდებათ. სწორედ ამიტომ შევქმენით businesscourse.ge, სადაც თემის ექსპერტები სპეციალურად ჩვენი ბიზნესების ინტერესებზე მორგებულ თემებს ამუშავებენ, ფიქრობენ იმაზე, თუ რა არის საჭირო მათ გასაძლიერებლად და ქმნიან კურიკულუმებს. შემდეგ კი ვიდეოკურსები ონლაინ პლატფორმაზე თავსდება და მისი ნახვა ყველა დაინტერესებულს ნებისმიერ დროს, სასურველი ადგილიდან შეუძლია", — ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სხვადასხვა კურსზე 20 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გაიარა რეგისტრაცია.
რას ვისწავლი ბიზნესკურსზე?
ბიზნესკურსი ყველა იმ მიმართულებას ფარავს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება: ბიზნეს გეგმის შედგენიდან - პროდუქტის ექსპორტზე გატანამდე, ბუღალტერიიდან — ინვესტირებამდე და სხვა. ამჟამად პლატფორმაზე 44 კურსია ხელმისაწვდომი. მათი რიცხვი კი მუდმივად იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ახლახან ბიზნესკურსს ოთხი ახალი კურსი დაემატა. მათ შორისაა:
"ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლებს ინფორმაცია მივაწოდოთ თანამედროვე მსოფლიოს შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიებზე", — ამბობს რუსუდან ბარათაშვილი.
გარდა კურსებისა, რომელთა დასრულების შემდეგაც მონაწილეები სერტიფიკატს იღებენ, Businesscourse.ge-ზე ხელმისაწვდომია მასტერკლასებიც დამწყები ბიზნესებისთვის. მასტერკლასები იმ ძირითადი უნარების გამომუშავებაზეა ორიენტირებული, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის დასაგეგმად, სამართავად და წარმატებული სტარტისთვის.
სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობები ბიზნესისთვის საქართველოს ბანკისგან
საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მუდმივად ქმნის ახალ პროექტებსა და პროგრამებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
მაგალითისთვის:
მეწარმე ქალების განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი პროგრამაა, რომლის ფარგლებში 200 ქალ მეწარმეს აქვს შესაძლებლობა, გაიაროს ტრენინგები, ვორქშოპები და მიიღოს საგრანტო დაფინანსება.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის აქტუალურ თემებზე რეგულარულად მართავს ვორქშოპებსა და ვებინარებს. მათ შორის, EFSE Entrepreneur Academy-ს მხარდაჭერით, რეგულარულად იმართება ვორქშოპები ქალი მეწარმეებისთვის. პროექტის ფარგლებში, ახლახან ჩატარდა ფინანსური მართვის ვორქშოპი, სადაც დამსწრეებმა შეიტყვეს ორგანიზაციის გადახდისუნარიანობის, სტაბილურობის, მომგებიანობის, რისკებისა და ანგარიშგების ანალიზის მეთოდების შესახებ. ქალი მეწარმეებისთვის გამართულ ბიზნესის განვითარების ვორქშოპზე კი დამსწრეებმა სპეციალისტთან პერსონალური კონსულტაცია გაიარეს და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების, წარუმატებლობის რისკების შემცირებისა თუ ბიზნესის გეგმის შედგენის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს.
საქართველოს ბანკი ორიენტირებულია ფინანსური განათლების დონის ამაღლებაზე და ამ მიზნით სხვადასხვა თემაზე შეხვედრებს მართავს, მათ შორის ჩატარდა შეხვედრა საგადასახადო საკითხებსა და მათთან დაკავშირებული გამოწვევებზე. გარდა ამისა, ბანკი ყურადღებით აკვირდება ბიზნესისთვის საინტერესო საკითხებს და შესაბამის საგანმანათლებლო აქტივობებს ახორციელებს, მაგალითად, გასულ თებერვალში ჩაატარა ვებინარი კანონში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და ვებინარი სატენდერო გარანტიის შესახებ.
რაც მთავარია, ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროექტებისა და შეთავაზებებისა, რომლებსაც ბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს. "ჩვენ არ ვჩერდებით და დამატებითი ღირებულების სერვისების მიმართულებით კიდევ უამრავ პროექტს შევთავაზებთ ჩვენს ბიზნესებს", — ამბობს რუსუდან ბარათაშვილი.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები