პრემიერს ქვეყანაში აღარ უშვებენ, ქუჩებში სროლა და ქაოსია — რა ხდება ჰაიტიში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ჰაიტის უსაფრთხოების ძალები, თავს დაესხნენ ციხეებს და აეროპორტს, რომელიც დედაქალაქში მდებარეობს.

  • არეულობის გამო, დაიხურა ბიზნეს დაწესებულებები და სკოლები.
  • სროლამ და თავდასხმებმა აიძულა მოქალაქეები, გაქცეულიყვნენ დედაქალაქიდან, ან საკუთარ სახლებში გამოკეტილიყვნენ.
  • საავადმყოფოების ნაწილი დაკეტილია, საკვების, წყლის და წამლების მარაგი მცირდება.
  • 12 მარტს, პრემიერ-მინისტრმა არიელ ჰენრიმ, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე განაცხადა, რომ გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭოს შექმნის შემდეგ გადადგება.
  • ჰენრის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ოფიციალური პირები, მათ შორის — კარიბის ზღვის ლიდერები და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ერთმანეთს იამაიკაში შეხვდნენ, რათა ემსჯელათ ჰაიტის კრიზისის გადაწყვეტაზე.

ამ სტატიაში მოვყვებით, რას მოჰყვა ბოლო დღეებში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები, რასაც პრემიერის გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება მოჰყვა.

როგორ დაიწყო არეულობის ბოლო ეპიზოდი

ძალადობის ახალი ტალღა 29 თებერვალს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჰენრი კენიაში გაფრინდა, რათა გაეროს მხარდაჭერით დისლოცირებული პოლიციის ძალების დახმარება მოეთხოვა, დაჯგუფებებთან ბრძოლისთვის.

  • მისი გამგზავრების შემდეგ, დედაქალაქში სროლა დაიწყო, კრიმინალური დაჯგუფება G9-ის ცნობილმა ლიდერმა ჯიმი შერიზიემ, რომელსაც იცნობენ მეტსახელით ბარბექიუ, განაცხადა, რომ G9 სხვა დაჯგუფებებთან გაერთიანდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადასაყენებლად.
ჯიმი შერიზე

ჯიმი შერიზე

ფოტო: Reuters

  • ფინანსთა მინისტრმა პატრიკ ბოივერტმა, რომელიც ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა ჰენრის ქვეყანაში არყოფნისას, 3 მარტს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და თქვა, რომ საღამოს კომენდანტის საათს აწესებდნენ, "სიტუაციაზე კონტროლის აღსადგენად“.
  • 5 მარტს ბარბექიუმ ჰენრი გააფრთხილა, რომ თუ არ გადადგებოდა და "საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებდა მის მხარდაჭერას", ქვეყანაში დაიწყებოდა სამოქალაქო ომი, რაც, საბოლოოდ, გენოციდამდე მივიდოდა.
  • "ჰაიტი ან იქცევა სამოთხედ ყველა ჩვენგანისთვის, ან ჯოჯოხეთად — ასევე ყველა ჩვენგანისთვის. გამორიცხულია, რომ დიდ სასტუმროებში მცხოვრები მდიდარი ადამიანების მცირე ჯგუფმა გადაწყვიტოს მუშათა კლასის უბნებში მცხოვრები ადამიანების ბედი", — თქვა შერიზიემ.

სად არის ახლა ჰაიტის პრემიერ-მინისტრი

74 წლის ჰენრი ჰაიტის არჩეული პრემიერ-მინისტრია. ის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს, მაშინდელი პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობის შემდეგ.

  • ჰენრი რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა ჰაიტიში შესვლას, რადგან დაჯგუფებებმა დახურეს ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტები.
  • ის მარტის დასაწყისში პუერტო რიკოში ჩავიდა, აშშ-ის ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც დომინიკის რესპუბლიკამ ჰენრის თვითმფრინავს საკუთარ ტერიტორიაზე დაშვების საშუალება არ მისცა.
  • დომინიკელებმა, ამასთან, ჰაიტისთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტეს.
არიელ ჰენრი

არიელ ჰენრი

ფოტო: Simon Maina | AFP | Getty Images

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ფრანგულ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს 11 მარტს განუცხადა, რომ ჰენრი, ამ დროისთვის, პუერტო რიკოში რჩება.

  • მარტის დასაწყისში აშშ-ის ელჩს გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდს კითხეს, მოუწოდა თუ არა ამერიკის მთავრობამ ჰენრის გადადგომისკენ. ელჩმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჰენრის მხოლოდ სთხოვა, რომ "წინ წაეწია იმ პოლიტიკური პროცესისკენ, რომელიც ქვეყანას საპრეზიდენტო გარდამავალი საბჭოს ჩამოყალიბებამდე მიიყვანდა“.
  • თავდაპირველად, არ იყო ნათელი, ვინ გამოიყვანდა ჰაიტის კრიზისიდან, პრემიერის ქვეყანაში არყოფნის პირობებში, თუმცა მალევე სხვა ჰაიტიელმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს ალიანსების შექმნა, ქვეყნის სამართავად.

74 წლის ჰენრი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს, მაშინდელი პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობის შემდეგ.

  • ვიდეომიმართვაში მან განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებდა ქვეყნის მართვას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
  • ჰენრის თქმით, ჰაიტის პოლიტიკური და კერძო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელი შევა საბჭოში, რომელიც აირჩევს მომავალ ლიდერს.

როგორ მივიდა ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობამდე

პოლიტიკური არეულობა და ეკონომიკური არასტაბილურობა ჰაიტისთვის 20 წელია, რაც ყველაზე მძიმე პრობლემაა.

  • ქვეყანაში სამთავრობო კორუფციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
  • ჰაიტიზე არჩევნები თითქმის ათი წელია არ ჩატარებულა და ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა კვლავ ვაკანტური რჩება, მოიზის მკვლელობის შემდეგ.

სამთავრობო კორუფცია არის ჰაიტის ხანგრძლივი არასტაბილურობის საფუძველი. ქვეყანაში 20 წლის განმავლობაში ძალადობრივი პოლიტიკური არეულობა იყო, 2010 და 2021 წლებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შემდეგ კი, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა.

  • 2010 წლის მიწისძვრა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა, რომლის დროსაც დაიღუპა, დაახლოებით, 220 ათასი ადამიანი და გაანადგურა ქვეყნის ისედაც სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურა.
2010 წელი, პორტ-ო-პრენსი მიწისძვრის შემდეგ

2010 წელი, პორტ-ო-პრენსი მიწისძვრის შემდეგ

ფოტო: AP

თავდასხმების ბოლო რაუნდი დაიწყო თებერვლის ბოლოს — მას შემდეგ, რაც ჰენრიმ პირობა დადო, რომ ჩაატარებდა დიდი ხნის ნანატრ საყოველთაო არჩევნებს, მაგრამ მხოლოდ 2025 წელს.

მას ნებაყოფლობით უნდა დაეტოვებინა თანამდებობა თებერვალში, თუმცა ამაზე უარი თქვა, რამაც გამოიწვია ქვეყანაში პროტესტი და კრიმინალური დაჯგუფებების ამბოხი.

ვინ არის ჯიმი "ბარბექიუ" შერიზიე

ის არის არის დაჯგუფებების გაერთიანების ლიდერი, რომელიც ცნობილია სახელით G9-ს ოჯახი და მოკავშირეები.

  • სანამ ჰაიტის ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღს აიღებდა, შერიზიე პოლიციელი იყო.
  • 2022 წლის ბოლოს, მას თითქმის ორი თვის განმავლობაში ჰქონდა აიღო კონტროლი პორტ-ო-პრენსის საწვავის საკვანძო ტერმინალის ტერიტორიაზე.

რამდენი დაჯგუფებაა ჰაიტიში

ფოტო: REUTERS/Ralph Tedy Erol/File Photo

ქვეყანაში, დაახლოებით, 200-მდე კრიმინალური დაჯგუფებაა.

  • მათგან ყველაზე გავლენიანი 23 ჯგუფი დედაქალაქში მოქმედებს.
  • დაჯგუფებები, ბოლო წლებში, აკონტროლებდნენ პორტ-ო-პრენსის 60%-ს, თუმცა ბოლო პერიოდის არეულობისას ეს ტერიტორია 80%-მდე გაიზარდა.
  • ცეცხლსასროლი იარაღის კონტრაბანდამ და გატაცებული ადამიანების გამოსასყიდმა საშუალება მისცა დაჯგუფებებს, ფინანსურად უფრო დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ.
  • გაიზარდა მათი ძალაუფლება, რადგან სახელმწიფო დასუსტდა და პოლიციამ, რომელსაც ძალიან მცირე დაფინანსება აქვს, მათი შეკავება ვერ შეძლო.

კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
  4. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  5. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

TI: წინასწარი პატიმრობა პროკურატურის ხელში პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღია

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მიიჩნევს, რომ ანდრო ჭიჭინაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების…