ირაკლი კობახიძე

5 Mar. 2024, 13:33

ბოლო რეიტინგები ასეთია: ნაცმოძრაობა 18%, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ, ასეთია ოპოზიციური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილებების მიღებას.

შიდა დაქსაქსულობაც არის მათი ერთ-ერთი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენ ოპტიმალური სურათით მივალთ არჩევნებამდე. იდეალური იქნება თუ ნაცმოძრაობის ვერცერთი სატელიტი ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს.

ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა მიიღოს ნაცმოძრაობაზე სამჯერ მეტი ხმა. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი: ჩვენ გვაქვს 60% და ნაცმოძრაობას — 18, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ის მხარდაჭერა, რაც გვაქვს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…