შატო ვარციხე იმერეთში თიბისისთან პარტნიორობით ვითარდება
ფოტო: თიბისი
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბიზნესიც იღვიძებს, განსაკუთრებით კი, ეს ისეთ ბიზნეს იდეას ეხება, რომელიც ვენახების კვალდაკვალ დაიბადა და განვითარდა, ისე როგორც ეს სოფელ ვარციხეში მოხდა. შატო ვარციხე ბაღდათის რაიონში 2022 წლის 4 აგვისტოს გაიხსნა.
სასტუმროსა და რესტორნისგან შემდგარი შატო ერთადერთი არაა იმ საოჯახო ბიზნესიდან, რომელიც ოჯახს იმერეთში აქვს. შატოს ირგვლივ არტყამს 20 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ვენახი, სადაც მოყვანილი ყურძნის სხვადასხვა ჯიშისგან 11 სახეობის ღვინოს და სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს ადგილზე აწარმოებენ.
"ჩვენი პირველადი მოტივაცია იმერული ღვინის წარმოება იყო, რისთვისაც შევიძინეთ ბაღდათის რაიონში მიწა და 2016 წელს პირველი ვაზი — ოცხანური საფერე ჩავყარეთ. ამას ეტაპობრივად დაემატა კიდევ სხვა ჯიშები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ 11 სახეობის ღვინო ჩამოვასხათ. აგრეთვე გვაქვს სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებაც. ჩვენი ღვინო ამჟამად ვარციხეს მარნის ბრენდის ქვეშ იყიდება, თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებთ რებრენდინგს და ჩვენი პროდუქცია ბაზარზე შატო ვარციხეს სახელით გამოვა", — თამაზ ცირეკიძე, შატო ვარციხეს დირექტორი.
ვენახების ტერიტორიაზე შატოს აშენება მოგვიანებით გადაწყდა, მას შემდეგ რაც გამოიკვეთა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები. ამჟამად შატო ვარციხეს 20-მდე ნომერი აქვს კოტეჯების სახით, სადაც სტუმრების მიღება შეუძლია. შატოს აქვს რესტორანი, აუზი, საკონფერენციო დარბაზი, საჯინიბო და ხელოვნური ტბა, სადაც სტუმრებს თევზაობაც შეუძლიათ.
"თიბისისთან პარტნიორობამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეფართოებინა ჩვენი სასტუმროს ინფრასტრუქტურა, ავაშენეთ საკონფერენციო დარბაზი, საჯინიბო, ვაშენებთ მეორე აუზს და ა.შ. ეს 5 წლიანი პროექტია, რომლის ფარგლებში კიდევ ვაპირებთ გაფართოებას და კოტეჯების დამატებას", — ამბობს თამაზ ცირეკიძე.
შატო ვარციხე საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა Booking.com -ზე, სადაც სასტუმროს რეიტინგი 9.4 -ია, მომხმარებელთა კმაყოფილებას და შეფასებებს აქ განსაკუთრებით უფრთხილდებიან და უსმენენ. სტუმრებს მთელი მსოფლიოდან იღებენ, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ამჟამად შატო ვარციხეში 40-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივია. მომავალში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება, სასტუმროს და ვენახების გაფართოების კვალდაკვალ, რაც უახლოეს 5 წელიწადშია დაგეგმილი.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები