როგორ განავითარა MSG House-მა გორში ბიზნესი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით
ფოტო: საქართველოს ბანკი
2015 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეგიონებში დეველოპერულ-სამშენებლო კომპანიებს შედარებით იშვიათად შეხვდებოდით, ოფელია მაკრახიძემ გორში კომპანია MSG House დააარსა და მულტიფუნქციური, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა დაიწყო.
ამბობს, რომ ეს ერთდროულად რთულიც იყო და მარტივიც, თუმცა დღეს უკვე კომპანიის ბალანსზე სამი პროექტი და 250-მდე გაყიდული ბინაა, გუნდი კი 100 თანამშრომელს აერთიანებს.
"მაშინ ბაზარი ცარიელი იყო, ამიტომ ამ საქმის დაწყება ერთი მხრივ, სირთულეებსაც უკავშირდებოდა და მეორე მხრივ, უპირატესობებსაც. რთული იყო, რადგან როდესაც ბაზრის პიონერი ხარ, არაერთ წინააღმდეგობას აწყდები, თუმცა უპირატესობა შენს მხარესაა," — ამბობს ოფელია მაკრახიძე.
კომპანია მომხმარებლებს ფართებს თეთრი და მწვანე კარკასის მდგომარეობაში აბარებს. პროექტები მოიცავს კომერციულ და საცხოვრებელ ფართებს, ღია და დახურულ საპარკინგე ზონას, გამწვანებულ ეზოს, საბავშვო და მოსასვენებელ სივრცეებს და სხვა ინფრასტრუქტურას.
"იმ დროისთვის გორში, მართალია, დაწყებული იყო მშენებლობები, მაგრამ არა — მრავალბინიანი და მრავალფუნქციური კეთილმოწყობილი კორპუსების. ამ კუთხით ჩვენ პირველები ვიყავით, დღეს კი ქალაქში დაახლოებით 7-10 სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ოპერირებს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა კომპანიებს, როგორც გორიდან, ისე სხვა ქალაქებიდან, მივეცით სტიმული, შემოსულიყვნენ ამ ბაზარზე. გარდა ამისა, თავდაპირველად მომხმარებლები მშენებარე ბინის ყიდვას ერიდებოდნენ. ვფიქრობთ, რომ ახალი ბინების მიმართ ნდობაც გავაჩინეთ, რადგან დარწმუნდნენ, რომ სანდო კომპანიასთან ჰქონდათ კავშირი," — იხსენებს ოფელია მაკრახიძე.
აღსანიშნავია, რომ MSG House უსაფრთხო სამშენებლო მასალებს იყენებს, სამომავლოდ კი კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს ეკომეგობრულ მიდგომებზე, მათ შორის ახალ პროექტში მზის პანელების დამონტაჟებას და მწვანე ენერგიის გამომუშავებას გეგმავენ.
MSG House-მა დეველოპერული პროექტებისთვის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბანკისგან მიიღო.
"როცა კომპანია შევქმენით, იმ პერიოდში დეველოპერული კომპანიები თბილისს მიღმა მხოლოდ ბათუმსა და ქუთაისში არსებობდა, შესაბამისად, ბანკებს გაუჭირდათ პროექტის დაფინანსება, თუმცა, შემდეგ საქართველოს ბანკი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც გამოგვყვა და რეგიონით დაინტერესდა. ბანკთან ორი მიმართულებით ვითანამშრომლეთ — ერთი მხრივ, დაფინანსდა პროექტის მშენებლობა, მეორე მხრივ კი, მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა, ბინა შეეძინათ ჩვენს კორპუსში. ორივე შემთხვევაში საქართველოს ბანკი პირველი იყო", — აღნიშნავს MSG House-ის წარმომადგენელი.
ამჟამად MSG House გორის ცენტრალურ უბანში მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსის მშენებლობას ასრულებს და ახალი მიმართულებით განვითარებას გეგმავს.
"რადგან გორი რეგიონული ცენტრია, საჭიროა თანამედროვე კომერციული, საოფისე და ბიზნეს ცენტრის ტიპის პროექტი. ვფიქრობ, სწორედ ჩვენ შევქმნით განსაკუთრებულ სივრცეს, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს", — ამბობენ კომპანიაში.
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ პროდუქტებს, მათ შორის დაფინანსების შესაძლებლობებს ახალი ბიზნესის დაწყების ან არსებული საქმიანობის განვითარებისთვის.
-
PLUS დაბადების დღე: 10 ნივთი, რომლებიც 50% ფასდაკლებით შეიძლება სხვა დროს ვერ ნახოთ PLUS დაბადების დღე: 10 ნივთი, რომლებიც 50% ფასდაკლებით შეიძლება სხვა დროს ვერ ნახოთ
-
არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში 5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში
-
გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით
გადახედვა
-
5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა 5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი? ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
გადახედვა
-
პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
კომენტარები