ხელისუფლების მორიგი კამპანია ჰომოფობიური რიტორიკით, ლევან აკინის ფილმი და ანა ხაზარაძის კომპანია — რა ხდება
ფოტო: Haydar Tastan / კადრი ლევან აკინის ფილმიდან "გზაჯვარედინზე"
რა ხდება: მმართველი პარტიის, ქართული ოცნების საპარლამენტო დეპუტატები, თუ მათგან ფორმალურად გამიჯნული, ღიად ანტიდასავლური ხალხის ძალის წევრები ისევ აკეთებენ განცხადებებს ანტიდასავლური და ჰომოფობიური ქვეტექსტებით. ხალხის ძალა საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაშია.
- ამჯერად, მათთვის ამგვარი განცხადებების გავრცელების საბაბი გახდა ბერლინალეს ფარგლებში TEDDY Jury Award-ის ჯილდოს გადაცემა ლევან აკინის ფილმისთვის, სახელწოდებით — გზაჯვარედინზე.
- TEDDY Award არის საერთაშორისო კინოპრემია ლგბტქი+ თემატიკის ფილმებისთვის, რომელსაც დამოუკიდებელი ჟიური აფასებს ხოლმე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის მიერ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საგარეო პოლიტიკის ცვლილებისა და დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული განცხადებების კვალდაკვალ, მაღალჩინოსნები ხშირად აკეთებენ ანტიდასავლური განწყობების წამახალისებელ განცხადებებს;
- მათ დაქვემდებარებაში მყოფი სატელევიზიო არხები, ინტერნეტგამოცემები და სახელისუფლებო ექსპერტები კი ხშირად მიმართავენ ჰომოფობიურ ნარატივებს დასავლეთის მიმართ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების ფორმირების მიზნით.
კონტექსტი: რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს გასაბჭოებიდან 103 წლის შემდეგ, 2024 წლის 26 თებერვალს ხალხის ძალამ გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული მორიგი წერილი, რომელიც ჰომოფობიური გზავნილებით არის დატვირთული.
- საქართველოს მიერ, სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებული ამერიკის შეერთებული შტატები კი წარმოჩენილია, როგორც "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის" გამავრცელებელი, რომლის დახმარებით "ლგბტ-პროპაგანდა საერთაშორისო მასშტაბით ძალას იკრებს და ახალ სიმაღლეებს იპყრობს."
- საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია 2009 წელს გაფორმდა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვეობის მხარდაჭერა წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საფუძველს; ჩვენი მეგობრობა ეფუძნება საერთო გაგებას და აღიარებას ერთობლივი რწმენისა, რომ დემოკრატია წარმოადგენს პოლიტიკური ლეგიტიმურობის და შესაბამისად, სტაბილურობის მთავარ საფუძველს."
- რუსეთის მიერ, საქართველოს ტერიტორიების შეუჩერებელი ოკუპაციისა და უკვე ოკუპირებული რეგიონების ანექსიის მცდელობის პირობებში, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენელი ხალხის ძალა არასდროს აკეთებს ისეთივე შინაარსის განცხადებებს რუსეთის მიმართ, როგორი განცხადებებითაც თავს აშშ-ის წინააღმდეგ გაკეთებულ წერილებსა და საჯარო განცხადებებში იჩენენ, იმის მიუხედავად, რომ ოკუპანტი რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გლობალური მხარდამჭერია.
ფრაგმენტი ხალხის ძალის განცხადებიდან: "ყველაზე მძიმე ისაა, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული. ამ ყველაფერში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემონსტრაციული ჩართვა უკვე ყველა კითხვის ნიშანს ხნის იმის შესახებ, თუ საიდან და ვის მიერ იმართება ეს პროცესები", — აცხადებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები უმრავლესობიდან და მაგალითად ასახელებენ ენტონი ბლინკენის ფრაზას გენდერულად ნეიტრალური ტერმინების შესახებ.
- მათი განცხადება განიხილებოდა სამთავრობო-პროპაგანდისტულ POS TV-ის სხვადასხვა გადაცემებში, რომლის საკონტროლო პაკეტს საპარლამენტო უმრავლესობის ღიად ანტიდასავლური ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.
ფოტო: სქრინი POS TV-ის ეთერიდან
ხალხის ძალის გზავნილების გამეორება დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, როდესაც თქვა, რომ "თავისთავად, მოსალოდნელია, რომ ცოტა ხანში საქართველოშიც გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, დედა ენას აღარ უნდა დაერქვას დედა ენა და დედამიწას – დედამიწა."
და რა შუაშია ლევან აკინის გზაჯვარედინი, ვინ არის ანა ხაზარაძე და რა კავშირშია ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ კამპანიასთან მისი კომპანია?
-
ლევან აკინი წარმოშობით ქართველი რეჟისორია.
-
მისი გადაღებულია პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამა — და ჩვენ ვიცეკვეთ (2019 წ).
-
2024 წლის 15 თებერვალს აკინის მორიგი ფილმის პრემიერით გაიხსნა ბერლინალეს კინოფესტივალის სექცია პანორამა.
-
ფილმი, სახელწოდებით გზაჯვარედინზე, ქვიარ თემატიკისაა.
- ამ ნამუშევარმა TEDDY Jury Award დაიმსახურა; ჯილდო, რომელიც ლგბტქი+ თემატიკის კინოპრემიაა.
- ფილმი 5 სხვადასხვა ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიის ერთობლივი პროდუქციაა.
- საპროდიუსერო კომპანიებიდან ერთ-ერთია 1991 Productions, რომელიც ნინო ჩიჩუასა და ანა ხაზარაძის მიერ არის დაფუძნებული.
- ანა ხაზარაძე პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შვილია.
- სამთავრობო იმედმა კი, ლევან აკინის ფილმისთვის ლგბტქი+ პრემიის გადაცემასთან დაკავშირებული სიახლე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაუკავშირა:
ჰომოფობიური რიტორიკა "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ, სამთავრობო გუნდის რიტორიკაში
ფართო სურათში: 2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუმცა, 9 დათქმის შესრულების პირობით.
ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით.
მოწყვლადი ჯგუფების, მედიის პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა,
— წერია ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 პირობაში საქართველოს მიმართ.
- იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ, ევროინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მაინც გამოავლინოს პოლიტიკური ნება, დასაჯოს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორები, რასაც ევროპიდან პირდაპირ მოგვიწოდებენ საქართველოსთვის გაცემული 9 რეკომენდაციის სახითაც, ხელისუფლება ჰომოფობიური ქვეტექსტებით დატვირთული ნარატივებით აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს, რაც შესაძლოა, უფრო მეტად წამახალისებელი აღმოჩნდეს ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფებისთვის.
- და ჰომოფობიური ქვეტექსტების მქონე ნარატივებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტის, მამუკა ხაზარაძის მიმართაც, რაც ჩანს კიდეც საჯარო განცხადებებში.
მაგალითად,
- მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: "ოჯახი, რომელიც თავისი ფონდით აფინანსებს ლგბტ-პროპაგანდისტულ ფილმებს, რომელიც არა უფლებების დაცვას [ემსახურება] ... ეს აბსოლუტურად გასამიჯნი თემაა და არავინ უნდა შეეხოს უმცირესობების უფლებებს და მათი უფლებები ზედმიწევნით კარგად უნდა დავიცვათ, თუმცა, მეორე მხრივ, უდიდესი პრობლემაა, რომ ლგბტ-პროპაგანდა სხვადასხვა მასშტაბებს იღებს."
- გურამ მაჭარაშვილი, ხალხის ძალა, საპარლამენტო უმრავლესობა: "საინტერესოა, რას იტყვის მამუკა ხაზარაძე და მისი პარტია, როდესაც მისმა შვილმა ლგბტ პროპაგანდის მიმართულებით მოიგო რაღაცა აი ეს პრიზი."
საგულისხმოა, რომ გარკვეულწილად, ქვიარ ადამიანების დისკრედიტაციისკენაც არის მიმართული განცხადებები ქვეყანაში "ლგბტ კამპანიის" გააქტიურების შესახებ.
- სწორედ "გეი პროპაგანდის" გავრცელების "საფრთხეზე" საუბრები უძღოდა წინ შესაბამისი კანონის მიღებას რუსეთში, რომელიც რუსეთის დუმამ წლების წინ მიიღო.
- თუმცა, საქართველოში პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად ერიდებიან ლგბტქი+ ადამიანების უფლებებზე საუბარს.
- ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, სატელევიზიო კომენტარებისას, ლელოს წარმომადგენლებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ ფილმს მათ პარტიასთან კავშირი არ აქვს.
რაც შეეხება ანა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ საპროდიუსერო კომპანიას, 1991 Productions-მა ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი და დაწერა, რომ რამდენიმე მედიაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება მათი კომპანიისა და ფილმის გზაჯვარედინზე დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით.
1991 Productions: "ჩვენი კინოწარმოება არასდროს დაუფინანსებია მამუკა ხაზარაძეს, ან მის მიერ დაფუძნებულ რომელიმე ორგანიზაციას. თავს ვალდებულად ვგრძნობთ ჩამოვთვალოთ პარტნიორები, რომელთა ფინანსური კონტრიბუციითაც შეიქმნა ეს ფილმი:
- ევროსაბჭოს კულტურის ფონდი ევრიმაჟი,
- შვედეთის კინოინსტიტუტი,
- შვედეთის ტელევიზია SVT,
- Nordisk კინო და ტელევიზიის ფონდი,
- RMV Film,
- დანიის კინოინსტიტუტი,
- DR დანიის მაუწყებელი,
- ფრანგული კინოფონდი Aide aux cinémas du monde,
- აწარმოე საქართველოში — პროგრამა გადაიღე საქართველოში.
- 1991 Productions 2017 წელს დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანიაა, რომელიც ევროპული კოპროდუქციის საშუალებით, ავითარებს და აფინანსებს ნიჭიერი რეჟისორების მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს."
ბოლო ხაზი: სავარაუდოდ, ასევე ჰომოფობიური ქვეტექსტი გამოიყენა ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ და დღეისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ, როდესაც დაპატიმრების შემდეგ "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ "ჩანს, ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს".
-
ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
გადახედვა
-
მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით
-
საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე
-
გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Daddy Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Daddy Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს
გადახედვა
-
რატომ დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში? რატომ დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში?
გადახედვა
-
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
-
პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე" პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე"
გადახედვა
-
მარტინ სკორსეზე, რომელიც მარველს და თანამედროვე კინოს აძაგებდა, AI-ის ფანი გამოდგა მარტინ სკორსეზე, რომელიც მარველს და თანამედროვე კინოს აძაგებდა, AI-ის ფანი გამოდგა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი უნივერსიტეტი ემოჯით ქვიზი: გამოიცანი უნივერსიტეტი ემოჯით
-
შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი
გადახედვა
-
ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს
გადახედვა
-
ბიზნესმენების რეკეტი და მუქარა — "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს ბიზნესმენების რეკეტი და მუქარა — "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
გადახედვა
-
G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე
გადახედვა
-
დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში
გადახედვა
-
ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს
-
შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს
გადახედვა


კომენტარები