ლაზარეს 12 მსაჯული — იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩვენება კლუბში KHIDI
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
რა ხდება: თამთა კალანდაძემ, ლაზარე გრიგორიადისის დედამ On.ge-ს უთხრა, რომ ჯერ კიდევ არ იციან, როდის ჩაინიშნება დასკვნითი სასამართლო პროცესი, რომელიც 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა, მოსამართლის შვებულებაში გასვლის მიზეზით გადაიდო.
- კალანდაძე ამის შესახებ გვესაუბრა კლუბში KHIDI, სადაც თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით, ლაზარეს 12 მსაჯულის ჩვენება და მხარდამჭერი კონცერტი იმართება.
თამთა კალანდაძე, ლაზარეს დედა: "არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, როდის ჩაინიშნება პროცესი. გვითხრეს, რომ გადაიდო, რადგან შვებულებაშია [მოსამართლე].
- აჭიანურებენ, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მორიდების შეგრძნება აქვთ — არაფერი უჭირავთ ხელში და რისთვის უნდა დააკავონ. არ ვიცი, ახლა ვმსჯელობთ იმაზე, რატომ შეიძლებოდა გადაედოთ. მაგრამ, რამდენი ხანი შეიძლება გადადონ?"
ლაზარეს 12 მსაჯული: ეს არის ფილმი ლაზარე გრიგორიადისის მოდელირებული სასამართლო პროცესის შესახებ, რომელშიც "ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი სანქცირებული სასამართლო კლანის ნაცვლად, საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ", — აცხადებენ ორგანიზატორები. პროექტი პარტია ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის იდეაა.
- "ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ ერთი თვის შემდეგ, რაც დაიჭირეს. იმიტომ რომ ოჯახმა თვითონ მოითხოვა, რომ ნაფიც მსაჯულებზე გავრცელდესო" — თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა ევროპული საქართველოდან, — "ეს ჩავთვალეთ, რომ სწორი მომენტი იქნებოდა ერთი მხრივ, ლაზარეს საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად და მეორე მხრივ — იმ უპირატესობის საჩვენებლად, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აქვს, როდესაც საქმე ეხება ინდივიდის უფლებების დაცვას სისტემის წინააღმდეგ, როდესაც ეს ინდივიდი სისტემას ჰყავს მიზანში ამოღებული. და არც იმას დავმალავ, რომ პარტიული ინტერესიც გვქონდა, იმიტომ, რომ ნაფიც მსაჯულთა გაფართოება ჩვენი სასამართლო რეფორმის ნაწილია. ჩვენი რეფორმაა და გვინდა, რაც შეიძლება მეტი დავარწმუნოთ ჩვენი რეფორმის სისწორეში."
პროექტის ოფიციალურ აღწერაში ვკითხულობთ, რომ: "ერთი წლის წინ, ივანიშვილის რეჟიმმა აგენტებად და ქვეყნის მტრებად შერაცხვა დაგვიპირა მათ, ვინც საქართველოს მომავალს თავისუფალ სამყაროში ვხედავთ, ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას ჩვენს ისტორიულ მისიად მივიჩნევთ და ვებრძვით მას, ვისაც საბჭოთა კავშირის დანგრევა უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია.
- ქართულმა საზოგადოებამ რეჟიმს ძლიერი სილა გააწნა და კანონი უკან წააღებინა.
მაგრამ ამ წარმატებას ჰყავს მსხვერპლი. - ეს მსხვერპლი სრულყოფილი დამნაშავე, რეჟიმის მიერ ორიენტაციაარეულად და სატანისტად შერაცხილი 21 წლის ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ერთი წელია სამარტოო საკანში ზის და განაჩენს ელოდება იქ, სადაც სასამართლო არ არსებობს.
- ამოცანა გასაგებია — თაობა ისჯება, ის თაობა, რომელმაც მარტის პროტესტს გასაოცარი მომხიბვლელობა შესძინა, ააზვირთა და რეჟიმი დააფრთხო.
- ეს არის მოდელირებული სასამართლო დრამა, რომელიც ეფუძნება ლაზარეს რეალურ საქმეს. თქვენ შეძლებთ დააკვირდეთ, რა მოხდებოდა, ლაზარეს რომ სამართლიანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჰქონოდა."
სტრიქონებს შორის: 2023 წლის 3 აპრილს, საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ანარქისტია და "ანარქისტებს ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდოდათ".
- ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი, რომელიც მაშინ ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო, ლაზარე გრიგორიადისს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ "ჩანს, ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს". კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.
ლაზარეს საქმე — მოკლედ: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა, 31 მარტს კი სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
-
7-8 მარტის აქციები სამართალდამცველებმა რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, მოგვიანებით კი დარბევაზე გადავიდნენ: სათითაოდ მისდევდნენ, სცემდნენ და აკავებდნენ პროტესტის მონაწილეებს.
-
გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
ვინ არიან "ნაფიცები": ლაზარეს 12 მსაჯულის ავტორების განმარტებით, მსაჯულები ონლაინ გამოქვეყნებული განცხადებით შეარჩიეს. მოქალაქეებმა შეავსეს ფორმა და გამოხატეს პროექტში მონაწილეობის სურვილი.
- "იმის გარდა, რომ ამ ფილმით ლაზარეს საქმეზე გაიგებთ სრულ და დამაჯერებელ ჭეშმარიტებას. თქვენ დარწმუნდებით ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს არსებითი გაფართოების აუცილებლობაში, რაც ევროპული საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს", — აცხადებენ ისინი.
მხარდამჭერ კონცერტში მონაწილეობენ: 4D monster lobsters, დაგდაგანი, LOUDspeakers, რობი კუხიანიძე და OUTSIDER და გამოუვალი მდგომარეობა.
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა

კომენტარები