პარლამენტის თავმჯდომარე ისევ რუსულ კანონს იცავს და სტრატეგიულ პარტნიორებს "რადიკალიზმის ალაგმვაზე" აკისრებს პასუხისმგებლობას
რა ხდება: "დრომ ყველას დაანახა, რომ კანონი ფინანსების გამჭვირვალების შესახებ, არანაირად არ იყო არც კანონი აგენტების შესახებ და არც — რუსული კანონი", — თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას, საპარლამენტო ტრიბუნიდან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პაპუაშვილმა "ძალადობრივად" მოიხსენია 2023 წლის მარტში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, როდესაც საქართველოს ათობით ათასმა მოქალაქემ გამოხატა მშვიდობიანი პროტესტი ხელისუფლების ინიციატივაზე, უცხოეთის აგენტებად გამოეცხადებინა არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია, ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.
- საქართველოს პარლამენტში, ღიად ანტიდასავლური ხალხის ძალის მიერ ინიციირებული და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის მსგავსი კანონის ამოქმედების გამო, დღეისათვის რუსეთში იძულებით არის შეჩერებული დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობა და ასევე, იძულებით შეწყვიტეს ფუნქციონირება ორგანიზაციებმა სამოქალაქო სექტორიდან.
- საგულისხმოა, რომ ანალოგიური კანონპროექტის კანონად მიღებას აპირებენ ოკუპირებულ აფხაზეთში.
გაიგე მეტი:
▪️ რა შეზღუდვებს დაუწესებს აფხაზებს რუსული კანონი "აგენტების შესახებ": დეტალები და ანალიზი
▪️ DRI: გაფორმდა შეთანხმება — საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთში შევა რუსული ელიტური სპეცრაზმის 500-კაციანი ჯგუფი
- 2023 წლის მარტში, საქართველოს ხელისუფლება, სწორედ მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გახდა იძულებული, ჩაეგდო რუსული კანონი, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორჯერ, ძალის გამოყენებით დაარბია აქციის მონაწილეები.
რას ამბობს პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხშირ შემთხვევაში, უცხოეთიდან შემოსული თანხები სხვადასხვა ორგანიზაციას და "მათ მოკავშირე პოლიტიკურ პარტიებს", არამიზნობრივად და უკანონოდ ხმარდება: "დრომ კარგად აჩვენა, რომ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება გაუმჭვირვალეა", — აცხადებს ის.
- "რადიკალიზმის ალაგმვაში" სტრატეგიულ პარტნიორებს აკისრებს "განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას" და ამბობს, რომ " მათი მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი ორაზროვანი განცხადება შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული რადიკალური, უპასუხისმგებლო ჯგუფების მიერ სახელმწიფოსა და დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ, რაც ბოლო აქციების დროს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობაში გამოიხატა."
- ისევ შეეცადა საზოგადოების დარწმუნებას, რომ თითქოს, მათ მიერ მხარდაჭერილი კანონი ამერიკული FARA-ს ანალოგია; კანონის, რომელიც 1938 წელს აშშ-ში ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის შესაჩერებლად მიიღეს.
FARA VS რუსული კანონი — რა არის კონტექსტი
2012 წელს, ამგვარი კანონის მიღების დროს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.
- შედეგად, რუსეთში უცხო აგენტად ასობით ორგანიზაცია და ადამიანია დასახელებული, და მათი დიდი ნაწილი დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, და რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები არიან.
- 2022 წლის პირველ დეკემბერს, ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა უცხო აგენტის განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც ეწევა სამოქალაქო აქტივიზმს, ან სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების პრინციპებით — მთლიანობაში, ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიიღონ მდგრადი დაფინანსება მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელს უშლის რუსულ ბიზნესს, დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები.
- საგულისხმოა ისიც, რომ პაპუაშვილის თქმით, ყველა სახელმწიფოს ვალია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყოს პოლიტიკური სისტემის მედეგობა გარე გავლენების მიმართ, თუმცა ამ კონტექსტში არაფერი უთქვამს რუსეთზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ეს დადასტურებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015-2022 წლების დოკუმენტებით, რომელიც სუს-ის კონტრდაზვერვის სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები