ესკი — პირველი სოციალური კონცეფციის მაღაზია საქართველოში
ახალი წელი ერთ-ერთი გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია — ვისვენებთ, ვხვდებით ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს, მივირთმევთ გემრიელ კერძებს, საყვარელ ადამიანებს საჩუქრებით ვახარებთ და ასე ვიქმნით დაუვიწყარ მოგონებებს. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრადიციული საახალწლო ბაზრობებია.
სოციალური კონცეფციის მაღაზია ესკი ერთ-ერთია იმ საწარმოებსა და სტარტაპებს შორის, რომლებიც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო საახალწლო ბაზრობებში არ მონაწილეობენ. მაღაზიის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუსიანი გვიყვება იმ სივრცის შესახებ, სადაც სხვადასხვა საწარმოს პროდუქციის ნახვა ერთად არის შესაძლებელი.
სალომე, მოგვიყევით როდის გაგიჩნდათ ესკის შექმნის იდეა და რა არის ამ მაღაზიის მიზანი?
სოციალური კონცეფციის მაღაზია ესკი არის სივრცე, რომელიც აერთიანებს სოციალური საწარმოების პროდუქციას. მისი შექმნის იდეა უკავშირდებოდა თავად ამ სექტორში არსებულ საჭიროებას, ყოფილიყო სივრცე, სადაც მომხმარებლისთვის შესაძლებელი იქნებოდა ქართულ სოციალურ საწარმოებში შექმნილი პროდუქციის დათვალიერება და სოციალურად პასუხისმგებლიანი შენაძენის გაკეთება.
მაღაზია 2022 წლის 16 სექტემბერს გაიხსნა და იმ დროისთვის 20-მდე საწარმოს აერთიანებდა. მის გახსნაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ევროკავშირი და მათ მიერ დაფინანსებული პროექტები. დღეს ჩვენს სივრცეში უკვე 30-მდე სოციალური საწარმოს პროდუქციაა წარმოდგენილი.
სოციალური საწარმოები სწორედ მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნავენ, იქნება ეს ხანდაზმული ადამიანები, ძალადობაგამოვლილი ქალები თუ სხვა. ჩვენი ორგანიზაციის ხედვით, მნიშვნელოვანია ამგვარი საწარმოებისა და მათი საქმიანობის წახალისება და გაძლიერება.
როგორი იყო გზა იდეიდან მის სისრულეში მოყვანამდე? რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით და როგორ გაუმკლავდით მათ?
ამ იდეიაზე მუშაობის დაწყება საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა. არ გვქონდა საკმარისი ფინანსები იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის კომფორტული და მოსახერხებელი სივრცე შეგვექმნა. თუმცა, სასიხარულოა, რომ მაშინ შევძელით გვეთანამშრომლა ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან, რომელმაც უსასყიდლოდ იმუშავა ჩვენი სივრცის ბრენდინგზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო მათი მხრიდან.
გამოწვევა იყო სივრცის მოწყობაც, იმიტომ, რომ ჩვენთან საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქციაა: აქსესუარები, ტექსტილი, ჩანთები, ხის სათამაშოები, კერამიკის ნივთები, საკანცელარიო ნივთები და სხვა. აუცილებელი იყო მათი იმგვარად განლაგება, რომ მომხმარებლისთვის მიმზიდველი ყოფილიყო.
როგორ რჩებით შთაგონებული? რა არის თქვენი, როგორც მეწარმის მოტივაცია?
პირადად ჩემთვის, შთაგონების წყაროა ის ღირებულებები, რომლის გარშემოც არიან გაერთიანებული სოციალური საწარმოებები, შთაგონების წყაროა ამ ღირებულებების ცენტრში მდგომი ადამიანები. ეს არის საქმე, რომლისად მჯერა. მჯერა, რომ სოციალური მეწარმეები იბრძვიან იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანი იყოს დაფასებული და თითოეულ მათგანს შეეძლოს ღირსეულად ცხოვრება.
მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი სოციალური საწარმო ზრუნავს ხანდაზმული ბებოების დასაქმებაზე. მათში იმ განცდის გაჩენასა და დაბრუნებაზე, რომ მათი ყოველდღიურობა, მათი საქმიანობა კვლავ დაფასებულია, რომ ისინი გვახსოვს და მათზე ვზრუნავთ. როცა ყოველდღიურად ვხედავ როგორ ზრუნავენ მეწარმეები სხვებზე, ეს მაძლევს მოტივაციას.
შთაგონების წყაროა ჩემთვის ჩვენი მომხმარებლებიც. როცა ისინი იგებენ ესკის კონცეფციას და იდეას, მათგან სასიამოვნო უკუკავშირს ვიღებთ. ზოგჯერ უკვირთ, რომ ასეთი ლამაზი ნივთები საქართველოში მზადდება და თანაც სოციალურ საწარმოებში, რადგან სიტყვა სოციალურს ჩვენთან ბოლომდე დადებითი დატვირთვა არ აქვს. ის ხშირად შეჭირვებულთან ან უხარისხოსთან ასოცირდება. რაც, ცხადია სიმართლე არაა.
რას გვეტყვით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?
წელს, როგორც იცით, საახალწლო ბაზრობაში არ ვმონაწილეობთ, თუმცა, ის ინიციატივები, რაც დიდი ბიზნესებისგან წამოვიდა, ძალიან გვეხმარება.
მაგალითად, ჩვენთვის ხელშემწყობი აღმოჩნდა ექსტრასა და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივა, რომლითაც ისინი იმ მეწარმეებს ეხმარებიან, ვინც ბაზრობებში არ მონაწილეობენ. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საზოგადოებაში გაიზრდება ნდობა ადგილობრიცი მცირე მეწარმეების მიმართ.
რაც შეეხება უფრო შორეულ გეგმებს, გაზაფხულზე გვქონდა საერთო შეხვედრა, სადაც გაჩნდა მოსაზრება, რომ ესკის აქვს გაფართოების პოტენციალი. ეს გულისხმობს როგორც ქვეყნის შიგნით, ფილიალების გახსნას სხვადასხვა ქალაქში, ასევე საზღვარგარეთ არსებულ სოციალურ საწარმოებთან თანამშრომლობის დაწყებას.
extra და საქართველოს ბანკი მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. პროექტის ფარგლებში, extra მცირე მეწარმეებს პლატფორმას განსაკუთრებული პირობებით უთმობს. 19 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით extra.ge-ზე:
• სრულიად უქმდება პლატფორმაზე რეგისტრაციისა და პროდუქტის გაყიდვის საკომისიო მცირე მეწარმეებისთვის;
• extra.ge უზრუნველყოფს მიტანის უფასო სერვისს;
• მომხმარებლების წახალისების მიზნით, ისინი, ვინც ვერიფიკაციას გაივლიან, დამატებით 15%-იანი (მაქს.150ლ) ფასდაკლების კოდით ⭐️SAVE15⭐️ ისარგებლებენ;
• საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას (გარდა AmEx-ის საკრედიტო ბარათისა), მომხმარებლები დააგროვებენ 10 ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქს. 20 000 ქულა).
კომენტარები