"ჩიკაგოს სტოუნჰენჯი" — როგორ იქცა ტროტუარზე ვირთხის ანაბეჭდი ქალაქის ღირსშესანიშნაობად
ფოტო: Evan Jenkins / The New York Times
ახალდასხმულ ასფალტზე დატოვებული კვალი — ხშირად ცუგების ან ფისოების თათების ანაბეჭდები — ალბათ ყველას გვინახავს. მსგავსს შეხვდებით აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში, უესტ-როსკოს ქუჩის ტროტუარზე. აქ მღრღნელს მთელი სხეულით დაუტოვებია კვალი, რომელსაც ადგილობრივებმა ჩიკაგოს ვირთხის ღრმული შეარქვეს. ეს ღრმული კი, რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, 2024 წლის დასაწყისში ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა.
7 იანვარს ჩიკაგოელმა კომიკოსმა უინსლოუ დამეინმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) ღრმულის ფოტო გამოაქვეყნა და იხუმრა, ეს ადგილი აუცილებლად უნდა მომელოცაო. პოსტი ვირუსულად გავრცელდა — ის 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და ჩიკაგოელები ქალაქის სხვადასხვა უბნიდან უესტ-როსკოს ქუჩაზე საგანგებოდ მივიდნენ ღრმულის სანახავად. ბევრმა იქ მონეტები, ყვავილები, სანთლები, ყველი, სათამაშოები და ალკოჰოლური სასმელიც კი მიიტანა. სულ მალე იქ მემორიალური დაფაც გაჩნდა და ადგილს ოფიციალურად დაერქვა ჩიკაგოს ვირთხის ღრმული.
"ბევრი წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას, წარუშლელი კვალი დატოვეს. ზოგისთვის ეს უბრალოდ ღრმულია, დანარჩენებისთვის კი ის ჩვენს სახლად ქცეულ ბეტონის ჯუნგლებში ცხოვრების მეტაფორაა", — ვკითხულობთ მემორიალურ დაფაზე.
ვირთხის ღრმული კი შეარქვეს, მაგრამ ველური ბუნების ინსტიტუტის წარმომადგენელი სეთ მეიგლი ვარაუდობს, რომ სველ ასფალტზე ნაკვალევი ხიდან ჩამოვარდნილმა ციყვმა დატოვა.
ფოტო: Evan Jenkins / The New York Times
საინტერესო ამბავი ის გახლავთ, რომ ღრმული ტროტუარზე, სულ ცოტა, 20 ან 30 წელია, რაც არსებობს (ადგილობრივების თქმით), მაგრამ საყოველთაო ყურადღება მხოლოდ დამეინის პოსტის შემდეგ მიიქცია. თანაც ისეთი ყურადღება, რომ მის შესახებ ვიკიპედიაში გვერდიც კი გაჩნდა და გავლენიანი მედიები ჩიკაგოს უცნაურ ახალ ღირსშესანიშნაობაზე ალაპარაკდნენ.
"ეს ჩიკაგოს სტოუნჰენჯია", — წერს The New York Times, — "დანამდვილებით არავინ იცის, როგორ გაჩნდა, მაგრამ ხალხს აქ მოსვლა და მის გარშემო შემოკრება უყვარს".
///
"ჩიკაგოს სტოუნჰენჯს" წარუშლელი კვალი კი უწოდეს მემორიალურ დაფაზე, მაგრამ მალევე, 19 იანვარს, დაუდგენელმა პირმა "ვანდალური ქმედება" ჩაიდინა — ღრმული ამოავსო. ამბის გაგებიდან მალევე, ადგილობრივებმა საკუთარი სახსრებით ცადეს მისი ამოსუფთავება. ჩიკაგოელები რომ არ განერისხებინა, ქალაქის მერიამ დააზუსტა, ჩვენ არ ამოგვივსიაო. საბოლოოდ, ღრმულს ერთმა ქალმა დაუბრუნა პირვანდელი მდგომარეობა. და აი, ჩიკაგოს ვირთხის ღრმული ისევ იქცა ტურისტულ ადგილად. მეტიც, ცოტა ხნის წინ აქ ქორწინების ცერემონიაც კი შედგა.
ტურისტების გარდა, ღრმულმა ადგილობრივი პოლიტიკოსების ყურადღებაც მიიქცია. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ილინოისის მე-11 რაიონის წარმომადგენელი ენ უილიამსი, რომელმაც ადგილს "რაიონის საგანძური" უწოდა. მისი ამოვსების შემდეგ, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ამბით "შოკირებული" იყო და "მოვლენების განვითარებას თვალყურს ადევნებდა".
სხვათა შორის, ჩიკაგოს ვირთხის ღრმულისთვის უფრო მოსახერხებელი სახელის შესარჩევად კონკურსიც გამოცხადდა. საბოლოოდ, ადგილობრივების ხმის მიცემის შედეგად, გამოვლინდა გამარჯვებული — "ტყაპანტუი" (მინიშნება Pixar-ის ცნობილ ფილმზე რატატუი, რომლის მთავარი გმირი ვირთხაა).
უინსლოუ დამეინი კი, რომელმაც მთელი ეს უცნაური ამბავი წამოიწყო, ამბობს, რომ ტყაპანტუი, უბრალოდ, ბევრი ადამიანის ჩართულობით შექმნილი ხუმრობაა.
"საბოლოო ჯამში, ვირთხის ღრმული, რა თქმა უნდა, სულელური რაღაცაა, მაგრამ ადგილი ასეთი პოპულარული იმიტომ გახდა, რომ ამ დიდ, საყვარელ ხუმრობას ათასობით ადამიანი აჰყვა".
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები