ვოლოდიმირ ზელენსკი

7 Jan. 2024, 12:58

პოკროვსკში, დონეცკის რაიონში, რუსული სარაკეტო დარტყმის, კონკრეტულად, S-300-ით დაბომბვის შემდეგ, სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამაშველო ძალები და აღჭურვილობა. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის, სამწუხაროდ, ბავშვები. ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანი.

რუსული დარტყმის სამიზნე იყო ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები და კერძო სახლები. ყველა დაშავებული იღებს საჭირო დახმარებას. 

რუსეთი უნდა გრძნობდეს, ყოველთვის გრძნობდეს, რომ არც ერთი ასეთი დარტყმა არ ჩაივლის უშედეგოდ ტერორისტული სახელმწიფოსთვის. ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ძალებით, თავდაცვითი და პოლიტიკური შესაძლებლობებით. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…