2023 წლის სიახლეები ქარჩხაძის გამომცემლობისგან
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობამ 2023 წელს ერთგულ მკითხველს საინტერესო, განსხვავებული სიახლეები შესთავაზა. თარგმნილი პროზა თუ ქართველი ავტორის კრებული, სასწავლო მასალა და ალბომები - ეს ის სხვადასხვა ჟანრის წიგნებია, რომლებიც ქარჩხაძის გამომცემლობის 2023 წლის კატალოგს შეემატა. რა თქმა უნდა, ყველაზე სასიამოვნო ისაა, როდესაც მკითხველის მოლოდინები მართლდება. ერთად გადავავლოთ თვალი ამ სიახლეებს.
ანა ბერნსი "მერძევე"
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ბუკერის პრემიის მფლობელი წიგნის თარგმნა ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო თავისთავად საინტერესოს ხდის წიგნს, თავიდანვე ბევრი ადამიანი ინტერესდება. საბედნიეროდ, მერძევემ მოლოდინს გადააჭარბა, წლის ერთ-ერთი ბესტსელერი მალევე გახდა და ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანის დადებითი შეფასებაც დაიმსახურა. ყველაზე სასიხარულო კი ისაა, რომ ერთგულმა მკითხველმა, განურჩევლად ასაკისა, საკუთარი თავი, საკუთარი ისტორიები აღმოაჩინა წიგნში, თურმე რამდენი საერთო გვქონია ირლანდიასთან...
მეგი ო'ფერელი "ჰამნეტი"
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო შექსპირი, დღემდე საიდუმლოებით მოცული პიროვნება ანდა როგორ დაიწერა "ჰამლეტი", ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედია მსოფლიოში... მეგი ო’ფერელმა "ჰამნეტით" სავარაუდო რეალობა შესთავაზა მკითხველს. ოჯახური ტრაგედია, დიდი სიყვარულისა და ცოლქმრობის ისტორია. ვინ როგორ უმკლავდება დიდ დანაკლისსა და ტკივილს. ადამიანური გრძნობები, რომლებიც საოცრად აღწერა ავტორმა "ჰამნეტში". რა თქმა უნდა, ქართველმა მკითხველმა წიგნი მალევე შეიყვარა, დადებითად შეაფასა და თითოეული გმირის თავგადასავალიც განიცადა.
იაა ჯასი "დაბრუნება"
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ყოველთვის საინტერესოა, როგორ მიიღებს ქართველი საზოგადოება ნაკლებად ცნობილი მწერლის წიგნს, როგორ შეაფასებს ახალ თარგმანს. "დაბრუნება" იაა ჯასის საერთაშორისოდ აღიარებული რომანია, რომელიც თაობათა ისტორიას საოცარი ოსტატობით მოგვითხრობს. ქართველი მკითხველის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა წიგნში აღწერილმა პერსონაჟებმა, მათმა ხასიათმა და ცხოვრების დაუნდობლობით გამოწვეული ტკივილის გამკლავების უნარმა. მკითხველთა შეფასებით, ეს ის წიგნია, რომელშიც ყველას გულშემატკივრობ, ყველა პერსონაჟს თანაუგრძნობ და გინდა, რომ ყველაფერს კეთილი დასასრული ჰქონდეს, თუმცა ყოველთვის ასე როდია...
მარჯან ქამალი "საკანცელარიო მაღაზია თეირანში"
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
თარგმნილი პროზის ბოლო სიახლე 2023 წელს იყო "საკანცელარიო მაღაზია თეირანში". როგორც ჩანს, ქარჩხაძის გამომცემლობის ერთგული მკითხველი ამ სიახლეს მოუთმენლად ელოდა, რადგან წიგნის საახალწლო ფესტივალზე გამოჩენისთანავე იქცა ბესტსელერად. მარჯან ქამალის რომანი მკითხველის დაინტერესებას პირველივე გვერდებიდან ახერხებს. ირანის რევოლუციასთან დაკავშირებული ისტორიები, წიგნში აღწერილი სიტუაციაც ქართველი მკითხველისთვის, სამწუხაროდ, ძალიან ნაცნობი აღმოჩნდა. მარტივი ენით დაწერილი სიყვარულის ტრაგიკული ისტორია გულგრილს არავის ტოვებს, მთავარ გმირებს აუცილებლად თანაუგრძნობს მკითხველი.
ლია ლიქოკელი "გოგოობის კანონი, დევის ცოლის სიცილი"
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ლია ლიქოკელის ტირაჟამოწურული წიგნების დაბრუნებას წლებია ელოდა და ითხოვდა ერთგული მკითხველი. „გოგოობის კანონი“ და „დევის ცოლის სიცილი“ პოეტური კრებულებია, რომლებიც სხვადასხვა დროს გამოვიდა, საზოგადოების აღფრთოვანება მალევე დაიმსახურა, თუმცა ტირაჟების ამოწურვის გამო ბევრმა ვერ შეძლო, ავტორს სრულფასოვნად გასცნობოდა. სწორედ ამიტომ ქარჩხაძის გამომცემლობამ 2023 წელს ლია ლიქოკელის ცნობილი ორი პოეტური კრებულის განმეორებითი ტირაჟი ამჯერად ერთ წიგნად დაბეჭდა. რა თქმა უნდა, სიახლეების გარეშე განმეორებით ტირაჟი არ დაბეჭდილა - წიგნში შესულია ლია ლიქოკელის მიერ ახლად დამატებული ლექსები, რომლებიც თავდაპირველ კრებულებში არ დაბეჭდილა.
დაიენ ბრაიანტი, ბრაიან ბრაიანტი, დებორა სმითი "სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში"
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ეს ის წიგნია, რომელიც საქართველოში დღევანდელი განათლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. წიგნმა მაშინვე დაიმსახურა დიდი ყურადღება, გამოხმაურება და დაინტერესება. რაც ყველაზე სასიხარულოა, წიგნის მარტივმა ენამ, ფართო საზოგადოებისთვის გათვლილმა მაგალითებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სამეცნიერო ლიტერატურა ხშირად, სამწუხაროდ, გაუგებარი ენითაა დაწერილი ან/და თარგმნილი.
ჯემალ ქარჩხაძე "იგი" ინგლისურ ენაზე
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობამ 2023 წელი მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო — უცხო ენაზე თარგმნილი ნებისმიერი ქართული პროზა თუ პოეზია ყოველთვის სასიხარულო ამბავია. ინგლისურ ენაზე ჯემალ ქარჩხაძის "იგი" პირველად ითარგმნა და არაერთი მოწონებაც დაიმსახურა, რაც მთავარია, ნაწარმოებს უკვე არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მკითხველიც იცნობს.
კოტე სულაბერიძე "იგის" სერიგრაფია
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
კოტე სულაბერიძის მიერ გაფორმებული "იგი" მკითხველმა დიდი ხანია შეიყვარა, მის გარეშე აღარც კი წარმოუდგენია. დიდი პოპულარობისა და მოთხოვნის გამო ქარჩხაძის გამომცემლობამ შექმნა "იგის" ილუსტრაციების სერიგრაფიის ტექნიკით შესრულებული საავტორო პრინტები. რა თქმა უნდა, ერთგული მკითხველისთვის "იგის" სერიგრაფიები წლევანდელი წლის ერთ-ერთი მოულოდნელი, თუმცა სასიამოვნო და ძვირფასი სიახლე იყო.
100 ქართული ხატი / 100 Georgian Icons
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
წიგნი-ალბომი, რომელიც ქართველი მკითხველისთვის ერთ-ერთი სასიხარულო სიახლე აღმოჩნდა. ალბომისთვის ხატები ქრონოლოგიური, ისტორიული, შინაარსობრივი და მხატვრული მონაცემების მიხედვით შეირჩა და წარმოდგენილია მათი ტიპოლოგიური, ტექნოლოგიური, შინაარსობრივი და მხატვრული მრავალფეროვნება. ალბომი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კულტურა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი – საოცარი ხატები. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ წიგნი ორენოვანია და საქართველოს კულტურით დაინტერესებული უცხოელებიც შეძლებენ მის გაცნობას.
ზურაბ ნიჟარაძე "გრაფიკული კონტრაპუნქტი"
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობის 2023 წლის ბოლო, სასიხარულო სიახლე ზურაბ ნიჟარაძის "გრაფიკული კონტრაპუნქტია". ალბომში შესულია ფართო საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობი ჩანახატები, რომლებიც 7 თავშია გადანაწილებული – ზოგადი ჩანახატები, მითოლოგიური თემები, დეტალები, პორტრეტები, შიშველი ფიგურები, წიგნის ილუსტრაციები და თეატრალური ესკიზები. ზურაბ ნიჟარაძის ჩანახატები, ესკიზები, ქაღალდის ნაგლეჯებზე შესრულებული პატარა შედევრები წარმოადგენენ წიგნის ძირითად ბირთვს და იმ ძვირფას მასალას, რომელიც განვითარებას პოულობს მის უფრო დიდ და ცნობილ ნამუშევრებში. ვფიქრობთ, ეს წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება დამწყები მხატვრებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ 2023 წელს გამოცემული წიგნები საზოგადოებამ დიდი სიამოვნებით მიიღო, შეიყვარა. ახალმა წიგნებმა ინტერნეტ სივრცეში ბევრი ემოცია დაიმსახურა, დაიწერა ბევრი პოსტი და მიმოხილვაც. გამომცემლობა 2024 წელსაც სიახლეებით, სიურპრიზებითა და ბევრისთვის ნანატრი, ზოგისთვის კი უცნობი წიგნებით შეხვდება.
-
საქართველოდან იმაზე მეტი ნავთობი გადის ექსპორტზე, ვიდრე ნედლეულიც გვაქვს — რიცხვები, რომელიც კითხვებს ბადებს საქართველოდან იმაზე მეტი ნავთობი გადის ექსპორტზე, ვიდრე ნედლეულიც გვაქვს — რიცხვები, რომელიც კითხვებს ბადებს
გადახედვა
-
Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ
გადახედვა
-
On.ge-ის ქვიზები და კროსვორდები მათთვის, ვინც ქართული გამოთქმები ხუთი თითივით იცის On.ge-ის ქვიზები და კროსვორდები მათთვის, ვინც ქართული გამოთქმები ხუთი თითივით იცის
გადახედვა
-
საჩივრით მივმართე დირექტორს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს — ლაშა ტუღუში პირველი არხის ეთერში სიმღერისას ბავშვის წაქცევაზე საჩივრით მივმართე დირექტორს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს — ლაშა ტუღუში პირველი არხის ეთერში სიმღერისას ბავშვის წაქცევაზე
გადახედვა
-
მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა
გადახედვა
-
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
-
SpaceX-ის წყალობით ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი ხდება SpaceX-ის წყალობით ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი ხდება
გადახედვა
-
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თიბისის გუნდმა სტუდენტებთან შეხვედრების სერია გამართა სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თიბისის გუნდმა სტუდენტებთან შეხვედრების სერია გამართა
-
25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი? 25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი?
გადახედვა
-
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა — საკადრო ცვლილებები შსს-ში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა — საკადრო ცვლილებები შსს-ში
გადახედვა
-
სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
გადახედვა
-
"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
გადახედვა
-
რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე? რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე?
გადახედვა
-
Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს" Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს"
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში მაისის თვეში 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში მაისის თვეში 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს" რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს" ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს"
გადახედვა
-
ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა — ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა — ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს
-
ირაკლი კობახიძე სადირ ჟაპაროვს შეხვდა ირაკლი კობახიძე სადირ ჟაპაროვს შეხვდა
გადახედვა
-
შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი — ირაკლი კობახიძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი — ირაკლი კობახიძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა ტოიოტა ცენტრი თეგეტამ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
კომენტარები