ბედნიერება სულ მოდაშია! — 2023 წელს Cosmo გულთბილი კამპანიით ემშვიდობება
ფოტო: კოსმო
შვილიშვილებს ძალიან გვიყვარს ბებიების ტანსაცმლის გარდერობში განთავსება, ჩაცმა, გადაკეთება და გათანამედროვება, მაგრამ იმაზე თუ გვიფიქრია, რა იქნებოდა პირიქით, ბებიებს რომ მოერგოთ შვილიშვილების სამოსი?
Cosmo-ს, რომელიც ცნობილია თავისი ყოველდღიური ხელნაკეთი ჩანთებითა და აქსესუარებით, მტკიცედ სწამს, რომ მოდა აუცილებლად პოზიტიური ემოციებისა და კავშირების გამტარი უნდა იყოს. მათთვის ბედნიერება მხოლოდ სლოგანი არ არის, ის არის მათი სახელმძღვანელო პრინციპი, რომელიც ვრცელდება როგორც მათ თანამშრომლებზე, ასევე მომხმარებლებზე.
დაარსების დღიდან კოსმოელებს სურთ, ბედნიერება ყველას გადასდონ და გაუზიარონ. ქართული კულტურითა და პრაქტიკული ხედვით შთაგონებულ დიზაინთან ერთად მათი საკომუნიკაციო ენა და კამპანიებიც ამის დასტურია.
2023 წელს კოსმო გულთბილი კამპანიით ემშვიდობება და მისი მთავარი მესიჯი "ბედნიერება სულ მოდაშია" ყურადღების ცენტრში მოექცა.
კოსმომ დაამტკიცა, რომ ბედნიერებას არ სჭირდება არც მოდა, არც ტენდენციები, გემოვნებამ კი არ იცის ასაკი, რის საჩვენებლადაც კომპანიამ Holy Motors-სა და Limoni-თან ერთად გადაწყვიტა, სტუდიაში ნამდვილი ბებიები და შვილიშვილები მოეწვია. სწორედ ასე შეიქმნა ვიდეო, რომელიც სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა.
მაინც რა ხდება ვიდეოში ისეთი, რომ მან შეძლო, ერთდროულად გაეცინებინა და აეტირებინა მაყურებელი?
ვიდეოში, რომლის შთაგონება ბებიებსა და შვილიშვილებს შორის არსებული ბუნებრივი და მომხიბვლელი კავშირია, საუბრობენ მოდაზე, გემოვნებაზე, ჩანთებზე. ხოლო ამაღელვებელი სცენა მაშინ იწყება, როცა ბებიები და შვილიშვილები ერთმანეთს ტანსაცმელს უცვლიან.
ამიერიდან შენც აუცილებლად დარწმუნდები, რომ ჩვენს ყოველდღიურ მოდას შეუძლია, თაობები დაახლოვოს და თითოეული ჩვენგანი მოულოდნელი ბედნიერებით აავსოს. უფრო მეტიც, როცა საქმე სტილს ეხება, ბარიერი თაობებს შორის არ არსებობს.
აი, კიდევ ერთი რამ, რაც უნდა იცოდე, მთავარ ვიდეოს მალე მოჰყვება ინდივიდუალური ინტერვიუების გრძელი ვერსია და საახალწლო კალენდარი, რომელსაც 12 ბებია-შვილიშვილის ერთმანეთის იერში გარდასახვა ამშვენებს.
ფოტო: Cosmo
ფოტო: Cosmo
კოსმოსთვის 2023 წელი დიდი წელი აღმოჩნდა. კომპანიამ წარმატებებთან და ფინანსურ ზრდასთან ერთად ბედნიერების გავრცელება წელს ყველაზე კარგად შეძლო. მისმა ვიდეომ კი ყველა, დიდი თუ პატარა აგვაცრემლიანა და სასიამოვნო ემოციები აღგვიძრა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Holy Motors-თან თანამშრომლობით ეს უკვე მესამე კამპანიაა. ქალები ბაზრიდან უხვად დაჯილდოვდა Art Director’s Club-ზე ვერცხლი კამპანიებში Integrated & Innovation, Ad Black Sea-ზე ინტეგრირებული კამპანიების ოქრო და ორი ვერცხლი, Anthem Award ვერცხლი სოციალური კამპანიებისთვის. შარშან კი სუფჩა შეიქმნა — ჩანთა, რომელიც საახალწლო სუფრად იშლება.
CREDITS
კოსმო
Holy Motors
შემოქმედებითი ხელმძღვანელები: გიორგი ავალიანი, ნიკოლოზ კუმბარი
სტრატეგიული ხელმძღვანელი: შოთა ჩინჩალაძე
აღმასრულებელი ხელმძღვანელი: ანო მაისურაძე
დიზაინის გუნდი: გიორგი ვასაძე, თათა გუშარაშვილი, ნუცი ლამაზოშვილი, ბარბარე ტოგონიძე
შემოქმედებითი გუნდი: ნუცა გაბუნია, ვიქტორია გასანოვა
პროექტის მმართველი: ანი გოგუაძე
Limoni
რეჟისორი: გიორგი ოკმელაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ბიბა ვიგენ ვართანოვი
ოპერატორები: ბექა გაბულია, დანიელ სამხარაძე, ბაჩო გუჩუა, ნიკოლოზ საჩალელი
გაფერი: შოთა ხიჯაკაძე
გამნათებლები: არჩილ სამხარაძე, გიორგი სამხარაძე,დემეტრე ჯანიაშვილი
დოლი: იურა პოღოსოვი
მხატვარი: მარიამ გელაძე
მხატვრის ასისტენტები: გუჯა ჩიბურდანიძე, ბექა რევაზიშვილი
რეჟისორის ასისტენტი: ნინი ნოზაძე
კოსტიუმების მხატვარი: ნათია ინწკირველი
კოსტიუმის მხატვრის ასისტენტი: ეკა სადრაძე
გრიმიორი: ნუნუკა ხიზანიშვილი
კასტინგ მენეჯერი: ეკა მჟავანაძე
კასტინგის ასისტენტი: ნინო აგლაძე
ხმის ოპერატორი: ირაკლი ფუტკარაძე
ფოტოგრაფი: ირაკლი გაბელაია
მემონტაჟე: ლაშა კალანდაძე
პროდიუსერი: აკო კევლიშვილი, გიორგი ოკმელაშვილი
-
გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით
გადახედვა
-
5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა 5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი? ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
გადახედვა
-
პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში? მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
გადახედვა
-
Big Tech. Global Legends. One Future — თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა Big Tech. Global Legends. One Future — თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
-
25 სინათლის წლის მოშორებით სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ეგზოპლანეტა გამოავლინეს 25 სინათლის წლის მოშორებით სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ეგზოპლანეტა გამოავლინეს
გადახედვა
კომენტარები