ტაშკენტში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საერთაშორისო გადაზღვევის ერთობლივი შესაძლებლობების შესახებ
ფოტო: ალდაგი
ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო — ქვეყნების წამყვანმა სადაზღვევო და გადამზღვევმა კომპანიებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. თანამშრომლობის მიზანი რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოქმედი სადაზღვევო და გადაზღვევის კომპანიების შესაძლებლობების გაზრდა, რისკების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება და ერთობლივი გადაზღვევის პორტფელის შექმნაა
მემორანდუმს ხელი 2023 წლის 23 დეკემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მოეწერა. ხელმომწერები კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში ლიდერი სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიები, აზ რე, აპექს ინშურანსი, ჰალიკი და ალდაგი არიან. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები (ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან) ესწრებოდნენ.
მემორანდუმის შედეგად ხელმომწერი მხარეები შეძლებენ, ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე ერთიანი ძალებით გააუმჯობესონ და განავითარონ რისკების მართვის ხარისხი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში. თანამშრომლობის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიებს, შესაძლებლობა ექნებათ, მეზობელი ქვეყნების ბაზარზე მაღალი ხარისხის სადაზღვევო პროდუქტით პოზიციონირდნენ,
"მემორანდუმის ხელმოწერა, საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ ფასების პოლიტიკის სინქრონიზაცია ყაზახეთსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნების სადაზღვევო კომპანიებს შორის, რაც გულისხმობს მივიღოთ მეტი სადაზღვევო რისკი და პრემია, კაპიტალიზაციისა და ექსპერტიზის დონე და ა.შ. მემორანდუმში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების დაზღვეულები, დაექვემდებარებიან ერთიან სადაზღვევო პირობებს, თუ მზღვეველი საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტს. გაფართოება, თავის მხრივ მნიშვნელოვან უპირატესობებს გულისხმობს დაზღვეულისთვის. მემორანდუმში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების მიმართულებები ოთხი ქვეყნის მასშტაბით მოიცავს უძრავი ქონების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა და უბედური შემთხვევების, მშენებლობის, ელექტროენერგიისა და ნავთობის წარმოების, ფინანსებისა და სხვა რისკებისგან დაზღვევას. აღნიშნულის ფარგლებში, დაზღვევის საბაზისო თანხა 45მლნ დოლარია, რაც საკმარისია რეგიონული თვალსაზრისით, თუმცა ვგეგმავთ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის აღნიშნული კვოტა 100მლნ დოლარამდე გაიზარდოს" — აცხადებს სადაზღვევო კომპანია ჰალიკის თავმჯდომარე, აბდირ კაისარი;
"მემორანდუმის მონაწილეების რესურსების გაერთიანებამ 45მლნ. დოლარი შეადგინა, შემდგომი გაფართოებისთვის აღნიშნული 100მლნ. დოლარამდე გაიზრდება, რაც ითვალისწინებს გაფართოებას მსოფლიო მასშტაბით, დაზღვევისა და გადაზღვევის პროცესში ჩაერთვებიან პოტენციური პარტნიორები და მონაწილეები," — ანდრეი კომარკოვსკი, Marsh LLP (დაზღვევის ბროკერები) გენერალური მენეჯერი;
"მემორანდუმის ხელმოწერა გულისმობს არა მხოლოდ უზბეკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიების გაერთიანებას, არამედ ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებს შორის კავშირის გაფართოებას, რაც არა მხოლოდ გეოგრაფიულმა სიახლოვემ, არამედ სადაზღვევო სექტორთან დაკავშირებით საერთო ხედვამ და მიზანმა განაპირობა," - უმიდ ხალიკოვი, სადაზღვევო კომპანია APEX INSURANCE-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
"მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ოთხ უმსხვილეს სადაზღვევო და გადამზღვეველ კომპანიასთან, თანამშრომლობის მემორანდუმი დაეხმარება რეგიონულ კომპანიებს სადაზღვევო შესაძლებლობების გაფართოებაში, როგორც საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ჩვენი თანამშრომლობა გადაზღვეველი კომპანიებისთვის რეგიონული ჰაბის ფორმირების წინაპირობა იქნება, რაც ხელს შეუწყობს უფრო ფართო მასშტაბს რისკების დაზღვევას" — გიორგი ბარათაშვილი, ალდაგის გენერალური დირექტორი;
"მემორანდუმი ადასტურებს, რომ ვიღებთ ვალდებულებებს ხელი შევუწყოთ სადაზღვევო ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილებას. საერთო ძალებით, ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ შესაძლებლობები და გავზარდოთ რისკების მიმართ მდგრადობა. აღნიშნული თანამშრომლობა ხაზს უსვამს, ჩვენს საერთო მზადყოფნას უფრო ეფექტური, რეგიონალური, გადაზღვევის ბაზრის მშენებლობისთვის," - ტურალ გასიმოვ ნაზიმ ოღლი, AzRe Reinsurance OJSC-ის გამგეობის წევრი;
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობაზე პოტენციური ინტერესი უკვე გამოიჩინა ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, თურქმენეთმა და თურქეთმა; მემორანდუმი ხელს უწყობს ბიზნესების გაერთიანებასა და საერთაშორისო თანამშრომლობიდან საერთო სარგებლის მოპოვებისკენ.
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
კომენტარები