7 მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, რომელიც დაგარწმუნებს, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის
გაიხსენე, რამდენჯერ ყოფილა შენ ცხოვრებაში მომენტი, როდესაც გეგონა, რომ მეტი აღარ შეგეძლო, მაგრამ შენ მაინც გააგრძელე გზა, რათა ცხოვრება უკეთესობისკენ შეგეცვალა.
"საუკეთესო წინ არის" — სწორედ ამას გვეუბნება საქართველოს ბანკის კამპანიაც, რომელიც უკვე ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცხოვრებისეულ ფრაზად იქცა. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ცხოვრებაში სულ ხდება რაღაც ისეთი, რომელმაც შეიძლება იმ მომენტში თავი უსიამოვნოდ გვაგრძნობინოს, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა და დადგება ის დრო, როდესაც საკუთარი თავით იამაყებ.
ამას ფილმებშიც ხშირად ნახავთ ხოლმე. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში შენთვის შვიდ მოკლემეტრაჟიან ანიმაციას მოვუყარეთ თავი, რომლებიც შეგახსენებს, რომ მომავალში საუკეთესო თავგადასავლები გელოდება და გასწავლის, როგორ იპოვო ახლიდან შენი და შენი მომავლის რწმენა.
1. Piper (2016)
Pixar-ის მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია პატარა ჩიტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გზის გაკვლევას დედის დახმარებით ცდილობს.
გამოწვევების კვალდაკვალ ჩიტი ახერხებს თავის თავში აღმოაჩინოს გამძლეობა, გამბედაობა და სწავლობს, თუ როგორ გაარღვიოს კომფორტის ზონა. ანიმაციის შთამბეჭდავი ვიზუალი და საინტერესო ისტორია არის მაგალითი იმისა, როგორ შეგიძლია დისკომფორტის მიუხედავად, შეძლო და განვითარდე და აღმოაჩინო ახალი, ლამაზი თავგადასავლები.
2. La Luna (2011)
La Luna გვიყვება ახალგაზრდა ბიჭის შესახებ, რომელიც მამასთან და ბაბუასთან ერთად მთვარეზე გემით ღამის ჯადოსნურ თავგადასავალს იწყებს. ისინი მთვარის ზედაპირთან ურთიერთობის უნიკალურ გზას აღმოაჩენენ და განსხვავებების მიღებას სწავლობენ.
ეს შთამბეჭდავი ვიზუალებით დატვირთული ანიმაცია არის ინდივიდუალობის მოპოვებისა და მრავალფეროვნებაში სილამაზის პოვნის ნათელი მაგალითი.
La Luna გვასწავლის, დავაფასოთ განსხვავებული პერსპექტივები და ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ არსებული უნიკალური მიდგომები.
3. Kitbull (2019)
Kitbull ასახავს მაწანწალა კნუტისა და პიტბულის ერთდროულად წარმოუდგენელ და მისაბაძ მეგობრობას. მიუხედავად თავდაპირველი არსებული განსხვავებებისა და უსიამოვნო რეალობისა, ისინი მაინც პოულობენ ერთმანეთის ნუგეშსა და მხარდაჭერას. ანიმაცია არღვევს სტერეოტიპებს და გვიჩვენებს თანაგრძნობის და ურთიერთგაგების ძალას.
Kitbull არის მაგალითი იმისა, როგორ ვიგრძნოთ იმედი და სითბო ყველაზე მოულოდნელ ურთიერთობებშიც კი და გვაიძულებს, დავიჯეროთ ჩვენი გამძლეობის, გამბედაობისა და სამყაროში არსებული უსაზღვრო შესაძლებლობების.
4. Paperman (2012)
მონოქრომული ქალაქის პეიზაჟის ფონზე Papeman აღწერს ახალგაზრდა მამაკაცის ქალთან შემთხვევით შეხვედრას. კაცი ფიქრობს, რომ ქალი მისი სულიერი მეგობარია. დიდი ძალისხმევით, მონდომებით და ქაღალდის თვითმფრინავების გამოყენებით, ის ყველა დაბრკოლებას გადალახავს საყვარელ ადამიანთან დასაკავშირებლად.
ამ ანიმაციის ნოსტალგიური ხიბლი და სიყვარულისკენ ძლიერი სწრაფვა შეგვახსენებს, რომ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია, რაც ჩვენს გულს სურს.
5. The Present (2014)
The Present მოგვითხრობს ბიჭზე, რომელიც მოულოდნელ საჩუქარს იღებს მხიარული, ენერგიული ლეკვის სახით.
ეს ანიმაცია არის შეხსენება, რომ შეზღუდვები არ განსაზღვრავს ჩვენს ბედნიერებას. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის დაბრკოლებებს ვაწყდებით ცხოვრებაში, გამოწვევების მიუხედავად, უნდა შეგვეძლოს, ვიგრძნოთ სიხარული ყოველ წამს და გახსოვდეს, საუკეთესო საჩუქარი წინ არის.
6. Blue Umbrella (2013)
Blue Umbrella ექვს წუთში ახერხებს შეუპოვრობის მნიშვნელობა სხვადასხვა რაკურსით დაგვანახოს. სიუჟეტი ორი ქოლგის გარშემო ვითარდება, სადაც ლურჯი ქოლგა უამრავ დაბრკოლებას უმკლავდება, რათა წითელ ქოლგას აჩვენოს გამძლეობა და კავშირის ძალა.
7. Feast (2014)
ამ 7-წუთიან ანიმაციაში ბევრ ცხოვრებისეულ მომენტს აღმოაჩენთ. Feast მოგვითხრობს მაწანწალა ძაღლის და მისი პატრონის მოგზაურობაზე, სადაც იხილავთ სიყვარულს, აღმასვლას, ვარდნას, ერთგულებას, ბრძოლას, გამძლეობას და ურყევი სიყვარულის ღრმა გავლენას ცხოვრების არაპროგნოზირებად თავგადასავალში.
არ დაივიწყო, საუკეთესო ერთგულების ისტორიები ჯერ კიდევ წინ არის.
თითოეული ანიმაცია უნიკალური გზით შთაგვაგონებს, რომ ცხოვრებისეული გამოწვევების და წარუმატებლობის მიუხედავად, უნდა გვჯეროდეს ჩვენი ბედნიერების, რომელსაც მომავალი გვიმზადებს. და თუ გასული წელი შენთვის უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული, გჯეროდეს, რომ 2024 წელს მათ უფრო მარტივად გადალახავ.
მთავარია, გვახსოვდეს, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!
კომენტარები