აქციები, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე კარგი და ცუდი შედეგები აჩვენეს
ფოტო: Pexels
ანალიტიკოსები 2023 წლის შედეგებს საფონდო ბირჟისთვის დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ინფლაციისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, აშშ-ის ეკონომიკა მზარდია და კერძო სექტორის მოგება იზრდება.
ბუნებრივია, კომპანიების მაჩვენებლების შესახებ რეიტინგიც შედგა და გამოჩნდა, რომელმა მათგანმა გააუმჯობესა უფრო მეტად საკუთარი ფინანსური შედეგები. ამ სტატიაში სწორედ S&P 500-ის კომპანიებს შორის დადებითი და უარყოფითი შედეგების მქონე აქციებზე გიყვებით.
კომპანიები, რომელთა აქციებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა
Nvidia (NVDA) — მაღალი კლასის ნახევარგამტარების კომპანიამ წლიურად 220%-იანი ზრდა აჩვენა, რაც S&P 500-ში დალისტულ კომპანიებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. Nvidia-ის ზრდა AI-თან დაკავშირებული ბუმის დამსახურებაა — როგორც ცნობილია, ამ კომპანიის მიერ შექმნილი ჩიპები ხელოვნური ინტელექტის სექტორში ფართოდ გამოიყენება.
Meta Platforms (META) — Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანიის აქციები 2023 წელს 172%-ით გაიზარდა, რაც, უმთავრესად, 2022 წლის შემდეგ ონლაინ სარეკლამო ბაზრის გაჯანსაღებას უკავშირდება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ Meta მძლავ ინვესტიციას ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსა და მეტავერსში.
Royal Caribbean (RCL) — როგორც ცნობილია, 2020 წლის პანდემიამ ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. გამონაკლისი არც საკრუიზო ბიზნესი აღმოჩნდა. შესაბამისად, ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, Royal Caribbean-ის მომსახურებაზე მოთხოვნაც გაიზარდა, რამაც მისი აქციების ღირებულება 2023 წელს 117%-ით გაზარდა.
კომპანიები, რომელთა აქციების ღირებულებაც შემცირდა
Solaredge Technologies (SEDG) — 2023 წელი მზის ენერგიის ინდუსტრიისთვის მძიმე აღმოჩნდა, რაც შესაბამის სისტემებზე მოთხოვნის შემცირებით გამოიხატა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს ძირითადად საკრედიტო ბაზრების გამკაცრებას უკავშირდება. შესაბამისად, Solaredge Technologies, რომელიც მზის ინვერტორებს აწარმოებს, წლიურად დაახლოებით 72%-ით შემცირდა.
Enphase Energy (ENPH) — სექტორში დარტყმებს ვერც Enphase Energy გადაურჩა, რომელიც 2022 წლის მეოთხე კვარტალში 68%-იან ზრდას აჩვენებდა. თუმცა, მისი შემოსავლები 2023 წლის მესამე კვარტალში 13%-ით შემცირდა. საერთო ჯამში კი, წლიურად მისმა აქციებმა ღირებულების 62% დაკარგეს.
FMC Corporation (FMC) — სოფლის მეურნეობის ქიმიკატების მწარმოებელი კომპანიისთვის 2023 წელი კრიზისული აღმოჩნდა — კომპანიამ შემოსავლები დაკარგა. როგორც ცნობილია, FMC-ის აქციები 56%-ით არის შემცირებული. ამასთან, ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი უახლოეს მომავალში ბაზრის გაუმჯობესებას არ ელოდებიან.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილბანკში 31 დეკემბრამდე აქციაა — საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები