ბრიტანულ შოუბიზნესს ახალი ვარსკვლავური წყვილი ჰყავს. იან მაკელენი და მეგი სმიტი, როგორც აღმოჩნდა, საუკეთესო მეგობრები ყოფილან და უიმბლდონზე, საჩოგბურთო ტურნირის თამაშს ერთად დაესწრნენ.

ფოტოგრაფებმა მათთვისაც მოიცალეს და კადრზე ორი ლეგენდარული მსახიობის ემოციური მომენტები აღბეჭდეს.