სულსწრაფად ზუმერში! — ვარსკვლავთცვენა და მატარებელი-ტვინი ზუმერის ახალ კამპანიაში
ფოტო: zoommer
სარეკლამო ინდუსტრიისათვის ახალი წელი ახალ წლამდე დგება. რამდენიმე დღის წინ, ექსტრაორდინარული საახალწლო რეკლამებით განთქმულმა ზუმერმა ახალი კამპანია წარადგინა, მოწოდებით: "ფიქრებს შორს ნუ გაყვები! სულსწრაფად ზუმერში".
კლიპის სიუჟეტი წინასაახალწლო ფიქრებით სავსე ტვინში ვითარდება. ახალდაბადებული სულსწრაფი იდეა Brain Train-იდან დროულად ჩასვლას აპირებს, თუმცა მისთვის ხელის შეშლას ტვინში საფუძვლიანად გამაგრებული "ჯერ კარგად დასაფიქრებელი", "ბუნდოვანი", "ბანალური", "Cheesy", "სიახლის შიში", უძლეველი "სტერეოტიპი" და სხვა შემაფერხებელი იდეები ცდილობენ. ისინი შურით უყურებენ დაუფიქრებლად მოსულ გადასარევ იდეას (რომელსაც ერთი სული აქვს განხორციელდეს) და მის წინააღმდეგ ილაშქრებენ.
სულსწრაფი იდეის როლი თინა დალაქიშვილმა მოირგო, რგოლის მთავარ ბოროტმოქმედს, “საახალწლო სტერეოტიპს” კი, ლევან საგინაშვილი ასრულებს. მსახიობებს ერთად მანამდეც უმუშავიათ - ნეტფლიქსის გახმაურებულ ბლოკბასტერში — დახსნა 2 / Extraction 2.
ფოტო: Giphy
ხელის შემშლელ იდეებთან ერთად ზუმერის რეკლამაში ზუმერის რეკლამაცაა. რომ არ დაგაბნიოთ, გამცილებლის პერსონაჟს ვგულისხმობთ, რომელიც სულსწრაფი იდეის დიდი გულშემატკივარია და მას დანიშნულების ადგილამდე მისვლაში, ანუ განხორციელებაში ეხმარება. მთლიანად რგოლიც მაყურებელს სულსწრაფი იდეების აღსრულებისაკენ მოუწოდებს.
ფოტო: zoommer
ზუმერმა ახალ ჯადოსნურ პროექტზე კრეატიულ დაჯგუფება Q&A • Art & Qopy-სთან ერთად იმუშავა. კამპანია Q&A-ს (Qvlividze & Antadze) პირველი ნამუშევარია. რგოლის აღსრულებაზე კი, Metro Production-მა იზრუნა.
ზუმერის მარკეტინგის და ბრენდის ხელმძღვანელი, თათია თუთიკო მუჯირი:
2023 წელი ზუმერის ბრენდის ცხოვრებაში გარდამტეხი იყო. წლის პირველი ნახევარი სრულად დაეთმო თვითჩაკვირვების და გადააზრების პროცესებს. ამ მნიშვნელოვან ფერხულში უჩა ურუშაძესთან ერთად ჩავებით, ბრენდის ინდივიდუალური შტრიხები გამოვკვეთეთ, მისი განახლებული პოლიტიკა და სულისკვეთება განვსაზღვრეთ და ორგანულ სტრატეგიულ ბრენდინგის პლატფორმას ჩავუყარეთ საფუძველი, რაც, აქამდე აუთვისებელ სივრცეებში, პერსპექტივებში მიუძღვება ბრენდს და უყალიბებს ახალი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან უნარებს.
ამ სიახლეებით, გამბედავი და ცნობისმოყვარე ბრენდის მფლობელები — რადიკალური და ერთი შეხედვით პროვოკაციული განაცხადის — სულსწრაფობის — დადებით კონტექსტში წარმოჩენას არ ვუშინდებით. პირიქით, მის გულშემატკივრებადაც კი ვევლინებით ადამიანებს. ზუმერულ ცხოვრებაში სულსწრაფობა ნიშნავს, ერთი სული გქონდეს ნაღდი, ავთენტური და გულიდან პირველად წამოსული სურვილების მანიფესტირება რაც შეიძლება მალე მოხდეს. ფიქრთა ამგვარი მსვლელობა კი, სულსწრაფობასთან ხანდახან ასოცირებულ დაუფიქრებლობასთან კავშირში სულაც არაა.
სტრატეგიის განახლებული ხასიათის პირველ მსუყე ნაყოფის აღმოცენებას სწორედ ახალი წლის კომუნიკაციით ვიწყებთ. ბრიფის ამოცანის და პრობლემის გადაჭრა Q&A-სგან უზუსტესი აღმოჩნდა. იდეა მოსმენისთანავე დავადასტურეთ და კიდევ უფრო გამბედაობამოკრებილებმა ერთად შევცურეთ ერთი შეხედვით დღესასწაულისთვის შეუფერებელ მძაფრსიუჟეტიან ტერიტორიაზე, რამდენადაც, ჩვენივე რგოლის პერსონაჟის — "სიახლის შიში-ნისგან" განსხვავებით, ზუმერს არათუ არ ეშინია, არამედ თავად ქმნის სიახლეებს ბაზარზე და ცხადია, ეს ინიციატივაც ძვირფას Q&A-სთან ერთად სულსწრაფად ავიტაცეთ.
Q&A, Art Director, რეჟისორი, გიორგი ქვლივიძე:
Q&A ჩემი და ნიკუშას ახალშობილი ინიციატივაა, რომლითაც გვინდა სარეკლამო ბაზარზე ახალი შემოქმედებითი ელფერის შემოტანა. ამ მხრივ, ძალიან საინტერესო შესაძლებლობა გამოგვეცხადა საახალწლო ზუმერის სახით. ერთის მხრივ, ამ კამპანიით მრავალწლიანი და მაღალმოლოდინიანი ტრადიცია გვქონდა გასაგრძელებელი და მეორეს მხრივ, ახალი სტრატეგიული პლატფორმის გამომჟღავნება იყო მოსახერხებელი.
მისი ყველაზე მოკლე განმარტებით, სტრატეგია გვკარნახობდა, რომ ბრენდი ადამიანში სულსწრაფობის ქომაგი ხდება, რაც თავისთვად უკვე ცოტა კონტროვერსიული საკითხია, რადგან სულსწრაფ იდეებს ნაკლებად ვენდობით ხოლმე, ნაჩქარევად მიგვაჩნია და თითქოს ჯობია ყველაფერი კარგად აწონ-დაწონო და გადაწყვეტილება მერე მიიღო. არადა, სხვა თვალით რომ დავუკვირდეთ, სწორედ ის პირველი აზრია ხოლმე ჩვენი ნამდვილი სურვილის ყველაზე ზუსტი გამოხატულება, რომელსაც თუ არ მოვუსმინეთ, ჩვენივე თავში არსებული შიშები და გამოცდილებით ჩამოყალიბებული მიდგომები, ჩაკლავენ.
ახალ წელს რაც შეეხება, ჩავთვალეთ რომ ამ დროს განსაკუთრებით ერჩის ტვინი სულსწრაფ სურვილებს. ვის ვაჩუქო და რა ვაჩუქო? რა ჩავიცვა? 12 საათს სად შევხვდე? — ამ საკითხებს ხშირად და გულმოდგინედ იმ ფილტრში ვატარებთ, რასაც ახალ წელთან შესაბამისობა ქვია, რის შედეგადაც საახალწლო სტერეოტიპებს ემსხვერპლება ხოლმე ჩვენი ნამდვილი სურვილები. მომთხოვნია მოკლედ ახალი წელი და შედეგად ჩვენი ტვინიც მომთხოვნი ხდება ჩვენ მიმართ. სწორედ ამ შინაგან ჭიდილს ეხება ჩვენი კამპანია და საახალწლო ვიდეო რგოლიც და მოვუწოდებთ მაყურებელს, სულსწრაფობების გამარჯვებისაკენ.
Q&A, Qopywriter, ნიკუშა ანთაძე:
ზუმერის ახალმა სტრატეგიამ პირველი მოსმენისთანავე საბრძოლო ხასიათზე დამაყენა. ძალიან ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ბრენდი იმიჯს იცვლის, აკონკრეტებს თავის სათქმელს და შემართებას და თან მომხმარებლის ცნობიერებაში "სულსწრაფობის" მიმართ დამოკიდებულების შეცვლასთან შეჭიდება გადაუწყვეტია, რაც იდეალური გამოწვევაა. ოვერფიქრინგისკენ მიდრეკილ სამყაროში, დღეს სულსწრაფობა ერთგვარი "life hack" მგონია, გადატვირთული ტვინის ფუფუნება. საახალწლო კამპანია ამ სტრატეგიულ რელსზე შედგომის პირველი სვლაა, გრძელი და საინტერესო თავგადასავლის დასაწყისი.
ზუმერი წლების განმავლობაში ანებივრებდა მაყურებელს უსაზღვროდ გასართობი კონტენტით, მათ შორის შექმნა არაერთი ეპიკური მუსიკალური ვიდეო. მიუხედავად კამპანიის ახალი სტრატეგიული შინაარსით დატვირთვისა, არ გვინდოდა ტრადიციული გართობის ხარისხი დაგვეგდო. ასე და თან საკმაოდ სულსწრაფად მივადექით ჟანრს, რომელიც ქართულ რეკლამაში საკმაოდ დაჩაგრულია, რადგან მარკეტერებს სარისკოდ ეჩვენებათ მძაფრ სიუჟეტებთან შეხება, მითუმეტეს ახალ წელს, მითუმეტეს ამდენი ხოცვა-ჟლეტით და ამდენი სისხლით, თუნდაც ფერადით.
თუმცა ზუმერის მარკეტინგის გადასარევ გუნდში, რომელთან ერთადაც Q&A-ს სადებიუტო კამპანიაზე მუშაობა მთელი სიამოვნებაა, ჩვენი მთავარი გმირის არ იყოს, სიახლის არავის ეშინია და არც ბანალურობის, თუ სტერეოტიპების ჭკუაზე სიარულს აპირებს ვინმე. როგორც კვენტინ ტარანტინო უპასუხებდა ერთ მოსაწყენ ჟურნალისტს — Because it’s so much fucking fun!
აქვე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საბრძოლო ხელოვნების ოსტატ დავით ხუბუას, რომელმაც რგოლისთვის არაამქვეყნიური ქორეოგრაფია შექმნა და თავადვე შეასრულა სერ ჯონი მოარულის როლი.
სულსწრაფობის წამაქეზებელი კამპანიით ზუმერი გირჩევს, იმ პირველ და გულწრფელ იდეას განხორციელების შესაძლებლობა მისცე. ფიქრებს შორს ნუ გაყვები! სულსწრაფად ზუმერში.
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6 პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6 პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
-
"მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე "მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
-
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა
გადახედვა
-
პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო
გადახედვა
-
ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები