ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

12 Dec. 2023, 14:43

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ყველამ ვიცით რა ვითარებაც არის. ევროკომისიას აქვს გაცემული რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, რომლის თანახმადაც საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. 

თქვენ იცით, რომ უნგრეთს აქვს განსხვავებული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გაგრძელდება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის, ეს არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, რაშიც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ ჩავერევით. უნგრეთს აქვს თავისი ინტერესი, თავისი პოზოციები, რაზეც წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირთან. 

რა თქმა უნდა, ამან არ უნდა შეაფერხოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. შარშან, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, არავის უცდია ეს დაეკავშირებინა საქართველოს თემასთან, საქართველო გაემიჯნა მაშინ. წელსაც, საქართველოს საკითხი არის საქართველოს საკითხი, უკრაინის საკითხი არის უკრაინის საკითხი და მოლდოვის საკითხი არის მოლდოვის საკითხი. 

ჩვენ დაგვიდასტურეს ვიზიტის დროს, რომ რა თქმა უნდა, უნგრეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის უნგრეთის ძალიან მყარი პოზიცია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  5. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება: "ნუ გააუფასურებთ…