ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

29 Nov. 2023, 17:57

საქართველო არის ეუთო-ს წევრი და გარდა ამისა, ამ სამიტს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ასევე, ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ჯოზეფ ბორელი. ასეთ პირობებში ჩვენი მხრიდან არდასწრება იქნება, უბრალოდ, არასწორი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მხრიდან ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სულ მცირე, ხომ გაუგებარი იქნება ასეთი რამ?! რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა დაესწროს ამ ღონისძიებას.

ეუთო არის ის ფორმატი, სადაც, პირველ რიგში, განიხილება უსაფრთხოების საკითხები და, რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, რომლის მიხედვით, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ლავროვის მიწვევის გამო, ლატვიამ მონაწილეობაზე უარი თქვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე

ოცნების დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მე-6 წერილს ეხმაურება. მისი შეფასებით, ირაკლი…